თამთა ჩაჩანიძე
23.06.2022

იმ შეიარაღებით, რაც უკრაინაში ჩავა, ყველაფერი შესაძლებელია - ტერიტორიების დაბრუნებაც, თუმცა ახლა მათ ოპერატიულ სამხედრო ხელოვნებაზე იქნება დამოკიდებული, რამდენად შეძლებენ ამ იარაღის სწორად გამოყენებას. უკრაინელები ახლა გერმანიასა და სხვადასხვა ადგილებში წვრთნებს გადიან, ამ შეიარაღებას ეუფლებიან. დასავლური იარაღის ინტენსიურად გამოყენებას უკრაინაში ფიქრობენ, რომ ივლის-აგვისტოში შეძლებენ, აცხადებს „რეზონანსთან" უკრაინაში ომზე საუბრისას სამხედრო ექსპერტი ვახტანგ მაისაია.

„ემ-270-ებს, ჰაიმარსებს, ფრანგული საარტილერიო სისტემა "ცეზარს" და კიდევ სხვა შეიარაღებას შეუძლია, მდგომარეობა რადიკალურად შეცვალოს. ორი ფრანგული „ცეზარი", რომელიც რუსებმა ხელში ჩაიგდეს, მაშინვე სამხედრო ქარხანაში წაიღეს და სპეციალური სასწრაფო წესით იკვლევენ მის სპეციფიკას. ელოდებიან, რომ როცა ეს იარაღი ჩავა, დონბასის მიმართულებით და არა მარტო, პრობლემები შეექმნებათ. შესაბამისად რუსებს დამატებითი ძალების მობილიზაცია, მოუწევთ და შესაძლოა საყოველთაო მობილიზაციაც გამოაცხადონ, რაც პუტინისთვის პოლიტიკურად წამგებიანია. ამიტომაც ეჩქარებათ.

„იმ შეიარაღებით, რაც უკრაინაში ჩავა, ყველაფერი შესაძლებელია - ტერიტორიების დაბრუნებაც, თუმცა ახლა მათ ოპერატიულ სამხედრო ხელოვნებაზე იქნება დამოკიდებული, რამდენად შეძლებენ ამ იარაღის სწორად გამოყენებას. უკრაინელები ახლა გერმანიასა და სხვადასხვა ადგილებში წვრთნებს გადიან, ამ შეიარაღებას ეუფლებიან. დასავლური შეიარაღების ინტენსიურად გამოყენებას უკრაინაში ფიქრობენ, რომ ივლის-აგვისტოში შეძლებენ," - განაცხადა მაისაიამ.

მან ასევე ისაუბრა ამ დროისთვიოს ფრონტზე არსებულ ცხელ წერტილებზეც.

„სევეროდონეცკი-ლისიჩანსკის მიმართულებით საკმაოდ კრიტიკული, მძიმე ვითარებაა, უკვე ალყაშია, მაგრამ უკრაინელები წინააღდეგობის გაწევას აგრძელებენ. ზაპოროჟიეს მიმართულებით უკრაინელები კონტრშეტევაზე გადავიდნენ და ათი კილომენტრით წინ წაიწივნენ. რუსებს ხერსონთანაც კრიტიკული სიტუაცია აქვთ, უკრაინული შეიარაღებული ძალები ხერსონიდან 15 კილომეტრში არიან, ეს კარგი შედეგია. დღეს მაინც დონბასია მთავარი და უკრაინელები ცდილობენ, რომ ამ მიმართულებით რუსეთის ზეწლა შეამცირონ.

„რა შეტევებსაც უკრაინალები დონბასის გარეთ აწარმოებენ, ეს სატყუარაა, რათა ზეწოლა შეამსუბუქონ, თუმცა ეს შეტევები უკრაინელებს წარმატებით გამოსდით. ამით რუსებს საშუალებას არ აძლევენ, რომ კონცენტრირებულები იყვნენ.

„თუ სევეროდონეცკი და ლისიჩანსკი დაეცა, რუსები მერე უკვე სლოვიანსკ-კრამატორსკზე გადავლენ და უკრაინელების შეიარაღებული ძალების ალყაში მოქცევა უკრაინისთვის მძიმე გამოწვევა იქნება. ლისიჩანსკსა და სევეროდონეცკში დაახლოებით 4 ათასი სამხედრო მოსამსახურეა.

„უკრაინელები დარტყმებს კუნძულ ზმეინიზეც ახორციელებენ, რომ გაათავისუფლონ, რადგან მას გეოსტრატეგიული მნიშვნელობა აქვს არა მხოლოდ უკრაინისთვის, არამედ ნატოსთვის. აქ უკვე ნატოს ინტერესები შედის, ზმეინის ოკუპაცია პირდაპირ საფრთხეს უქმნის რუმინეთში მდებარე ამერიკულ რაკეტსაწინააღმდეგიო თავდაცვის სისტემებს. ეს კი გლობალური უსაფრთხოების კონტექსტში გადადის.

„ჩემი აზრით, ომი კიდევ დიდხანს გაგრძლედება, სიტუაციას დღეის მდგომარეობით რომ შევხედოთ, სულ მცირე წელიწადნახევარი მაინც იქნება", - განაცხადა ექსპერტმა.

ბოლო ხუთი დღის განმავლობაში დასავლეთსა და რუსეთს შორის დაპირისპირების ახალი ლოკაცია გაჩნდა - ლიეტუვამ, დასავლეთის მიერ დაწესებული სანქციების ფარგლებში, რუსეთისგან კალინინგრადისგენ მიმავალი ტვირთების გატარებაზე უარი განაცხადა, რასაც მოსკოვის მუქარა მოჰყვა, შემდეგ კი ნატოს პასუხი, რომ ის მეხუთე მუხლის ერთგულია. მაისაიამ ამ ფაქტზეც ისაუბრა.

„კალინინგრადი შესაძლოა რუსული სამხედრო აგრესიის მთავარი საყდენი წერტილი აღმოჩნდეს, რადგან აქ მეჩვიდმეტე გვარდიული არმიაა დისლოცირებული, რომელიც გაძლიერებულია შემტევითი ტიპის შეიარაღებით, ისკანდერებითა და სხვა დამრტყმელი არაღით, ასევე კალენინგრადის მიმართულებნით ბალტიის ფლოტის ძალები გადაისროლეს, ბუნებრივია, რომ აქ ნატოსთვის ახალი გეოსტრატრეგიული საფრთხე იქმნება," - განაცხადა მაისაიამ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×