თეონა ვეშაგური
13.07.2022

„ფაქტია, რომ მოგვიწევს კოვიდთან თანაცხოვრება რადგან არსად გაქრება ვირუსი. უკვე მიდის მუშაობა სამომავლოდ შეიქმნას უფრო სრულყოფილი ვაქცინა, რომელსაც ექნება ხანგრძლივი დამცველობითი იმუნიტეტი - ამის შესახებ „რეზონანსთან" ინფექციონისტი ალექსანდრე გოგინავა საუბრობს. მისივე თქმით, დროდადრო იქნება მცირე აფეთქებები, თუმცა, ახლა არსებობს ვაქცინა და ანტივირუსული პრეპარატები, რის ფონზეც „კოვიდ 19" აღარ არის ისეთი საშიში, როგორიც იყო რამდენიმე წლის წინ.

„ფაქტია, რომ მოგვიწევს კოვიდთან თანაცხოვრება რადგან არსად გაქრება ვირუსი, როგორც არსებობს მაგალითად, გრიპის ვირუსი და პერიოდულად აქვს მცირე აფეთქებები, ისე იქნება „კოვიდ -19"- იც. რაც შეეხება პრევენციას, ამისთვის ერთადერთი ეფექტური საშუალება ჯერჯერობით ვაქცინაა. ვაქცინა უზრუნველჰყოფს დაავადების მძიმე მიმდინარეობის შემსუბუქებას და ამცირებს დაინფიცირების რისკებს.

„ამას გარდა, უკვე მიდის მუშაობა სამომავლოდ შეიქმნას უფრო სრულყოფილი ვაქცინა, რომელსაც ექნება ხანგრძლივი დამცველობითი იმუნიტეტი. ამიტომ, ყველაზე კარგი საშუალება არის ვაქცინაცია. ამასთან, არსებობს ანტივირუსული პრეპარატები, რომლებიც შესაძლებელია მივიღოთ მაშინ, თუ დაგვემართება ვირუსი. ისინი უზრუნველყოფენ, რომ დაავადება გადავიტანოთ შედარებით მსუბუქად, ამცირებენ მძიმე მიმდინარეობას და ჰოსპიტალიზაციის საჭიროებას.

„აქედან გამომდინარე, გვაქვს ვაქცინა და იგეგმება უფრო ეფექტურის შექმნაც, ასევე გვაქვს ანტივირუსული პრეპარატები, რაც ნიშნავს იმას, რომ კოვიდი დღეს აღარ არის ისეთი საშიში როგორიც მისი გამოჩენის პერიოდში. პანდემია მაინც მიდის დასრულებისკენ, თუმცა, ამას დასჭირდება დრო.

„რაც შეეხება პრეპარატ პაქსლოვიდს, ეს ის ერთ-ერთი პრეპარატია, რომელიც წეღან ვახსენე. ანტივირუსული მედიკამენტი რომელიც ინიშნება დაავადების დაწყებიდან პირველი 5 დღის განმავლობაში. მისი გამოყენება უნდა მოხდეს ძირითადად რისკჯგუფებში და ადამიანებში ვისაც აქვს დაავადების მძიმე მიმდინარეობა.

„პრეპარატის დანიშვნა ხდება მას შემდეგ რაც ოჯახის ექიმი შეაფასებს რამდენად არსებობს საჭიროება მისი გამოყენების, იმიტომ, რომ როგორც სხვა ყველა პრეპარატს მასაც აქვს გვერდითი მოვლენები.

„პაქსლოვიდი არ გამოიყენება გარკვეული დაავადებების დროს, არ ინიშნება ცალკეულ პრეპარატებთან ერთად კომბინაციაში და ა.შ. ამიტომ პაციენტმა უნდა მიმართოს ოჯახის ექიმს, რომელსაც აქვს ამ პრეპარატის დანიშვნის პროტოკოლი.

„გარდა ამისა, რაც შეეხება პრეპარატის ხელმისაწვდომობას, ის არის მხოლოდ საავადმყოფოებში და მისი აფთიაქებში გაყიდვის საკითხზე ჯერჯერობით არაფერია ცნობილი" - განაცხადა გოგინავამ.

ამასთან, ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი ახალ განცხადებას ავრცელებს. მისივე თქმით, ჩვენ მოგვიწევს აღნიშნულ ინფექციასთან ერთად ცხორება.

„რა თქმა უნდა, ჩვენ შიშით ყველა სურდოიანი ადამიანის დათვლას ვერ დავიწყებთ. მთავარია, რომ შევამციროთ მძიმე დაავადების და შესაბამისად ჰოსპიტალური დატვირთვის რისკი. გვაქვს ძალიან კარგი ვაქცინები, რომლებიც მძიმე დაავადებისგან იცავს ადამიანს. გვაქვს რამდენიმე პრეპარატი მათ შორის ერთი პრეჰოსპიტალურად, 2 ჰოსპიტალში გამოსაყენებლად. ასე ადაპტაციის მაქსიმალური შესაძლებლობებით მოგვიწევს ჩვენ თანაცხოვრება ამ ინფექციასთან ერთად" - განაცხადა მან.

 

 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×