ია აბულაშვილი
02.08.2022

რამდენად შეცვლის სააკაშვილის პოლიტიკიდან წასვლა ქართული პოლიტიკის სურათს? პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე მიიჩნევს, რომ ოპოზიციაში ტექტონიკური ძვრები არ მოხდება, თუმცა „ნაციონალური მოძრაობა“ გაიყოფა, ეს პროცესი კი აქტიურად შემოგომაზე დაიწყება.

ექსპრეზიდენტის მიხეილ სააკავშილის პოლიტიკიდან წასვლის გადაწყვტილებაზე საუბრობს მისი გარემოცვა. ადვოკატი ვალერი გელბახიანი ამბობს, რომ სააკაშვილი „ნაცმოძრაობის“ ლიდერებთან აღარ კონტაქტობს და პოლიტიკიდან წავლის შესახებ განცხადებას თავად გააკეთებს.

„სააკაშვილმა პოლიტიკიდან გასვლის შესახებ განცხადება რომც გააკეთოს, მეეჭვება ხელისუფლებამ ის ციხიდან გაუშვას. ამიტომ ადვოკატების ეს მცდელობა უფრო ნიადაგის მოსინჯვას ჰგავს.  

„რამდენად შეცვლის სააკაშვილის პოლიტკიდან წასვლა ქართულ პოლიტიკურ სურათს? ოპოზიციაში ტექტონიკური ძვრები არ მოხდება, თუმცა „ნაციონალურ მოძრაობა“ ორად გაიყოფა. ერთ მხარეს დარჩება ის ნაწილი, ვინც მიიჩნევს, რომ სააკაშვილის გარეშეც შეიძლება ბრძოლის გაგრძელება. მეორე ნაწილისთვის კი განმსაზღვრელი მუდმივად მაინც იქნება სააკაშვილის ფაქტორი, რომლებიც თანაპარტიელებს ყოველთვის დაადანაშაულებენ, რომ არაფერი გააკეთეს სააკაშვილის გასათავისუფლებლად.

„რა პროპორციით მოხდება შემადგენლობის გაყოფა, ვერ გეტყვით. მაგრამ „ნაცმოძრაობა“ თუ დაიშლება, პოლიტიკური სურათი ისედაც შეცვლილი იქნება", - განაცხადა „რეზონანსთან“ ვახტანგ ძაბირაძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×