ელზა პაპოშვილი
02.08.2022

კაცობრიობა შესაძლოა მსოფლიო მესამე  ომის ზღვარზე აღმოჩნდეს - ყველას  ყურადღება ახლა კვლავ ტაივანისკენაა მიპყრობილი, სადაც, ჩინეთის მუქარის მიუხედავად, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა ნენსი პელოსი ოფიციალური ვიზიტით მაინც ჩავიდა. ეს არის პირველი შემთხვევა ბოლო 25 წლის განმავლობაში, როდესაც ასეთი მაღალი რანგის ამერიკელი პოლიტიკოსი კუნძულოვან სახელმწიფოს სტუმრობს.

სამშაბათს დღის მეორე ნახევარში პრაქტიკულად მთელი მსოფლიო ონლაინ რეჟიმში დაძაბული ადევნებდა თვალს ნენსი პელოსის თვითმფრინავის გადაადგილებას ტაივანისკენ. ვითარება უკიდურესად დაძაბული იყო როგორც ჰაერში, სადაც ერთდროულად აშშ-ის, ტაივანისა და ჩინეთის ავიაგამანადგურებლები მანევრირებდნენ, არამედ ზღვაზეც, სადაც ორი ჩინური ავიამზიდი დადგარეიდზე ტაივანის მისადგომებთან.

მიუხედავად იმისა, რომ ნენსი პელოსი მშვიდობიანად დაეშვა ტაივანში და მისი ოფიციალური ვიზიტიც დაიწყო, კრიზისი დაძლეული ჯერ კიდევ არ არის. ორივე მხარისგან კეთდება მკვეთრი განცხადებები.

ანალიტიკოსები „რეზონანსთან“ საუბრისას აცხადებენ, რომ ძნელია პროგნოზირება, თუ როგორი იქნება ჩინეთის პასუხი, რომელიც მანამდე, პელოსის ტაივანში ვიზიტის განხორციელების შემთხვევაში სამხედრო შინაარსის გადაწყვეტილებით იმუქრებოდა.

რაც შეეხება ამ უპრეცედენტო ვიზიტის მიზეზსს, მათივე შეფასებით, სავარაუდოდ ეს უკრაინა-რუსეთის ომს უკავშირდება, რომელიც, აშშ-ჩინეთის სამშაბათის უმწვავესი კრიზისის ფონზე, ცოტა ხნით ყველას დაავიწყდა.

პელოსის პირველი განცხადება და პეკინის პასუხი 

წარმომადგენელთა პალატის სპიკერის პირველი განცხადება ტაივანში ჩასვლისთანავე „ტვიტერზე“ გამოქვეყნდა. პელოსის თქმით, მისი ვიზიტი კიდევ ერთხელ ადასტურებს ამერიკის მხარდაჭერას ტაივანის დინამიური დემოკრატიისადმი. 

„ტაივანში მცხოვრები 23 მილიონი ადამიანისთვის ამერიკის შეერთებული შტატების სოლიდარობა დღეს უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ოდესმე, რადგან მსოფლიო არჩევანის წინაშე დგას ავტოკრატიასა და დემოკრატიას შორის“, - წერს ნენსი პელოსი „ტვიტერზე“. 

ტაივანზე მისი ვიზიტის დაწყებას სწრაფადვე გამოეხმაურა ჩინეთის ხელისუფლება.

„ჩინეთი აუცილებლად მიიღებს ყველა საჭირო ზომას, რათა მტკიცედ დაიცვას საკუთარი სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატის სპიკერის ვიზიტის საპასუხოდ“, - ასე გამოეხმაურა ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ვან ისი ნენსი პელოსის ტაივანში ვიზიტს.

მის სიტყვებს ჩინეთის სამთავრობო მედიასაშუალება „გლობალ თაიმსი“ ციტირებს.

„ყველა შედეგი უნდა აიტანონ აშშ-მ და „ტაივანის დამოუკიდებლობის“ სეპარატისტულმა ძალებმა“, - განაცხადა ჩინეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.   

ტაივანის კრიზისი და რუსეთ-უკრაინის ომი

საერთაშორისო საკითხების ანალიტიკოსი და ECIPE-ს უფროსი  მკვლევარი თენგიზ ფხალაძე „რეზონანსთან“ აცხადებს, რომ ჩინეთსა და აშშ-ს შორის ტაივანთან დაკავშირებით განვითრებული მოვლენები პირდაპირ რუსეთ-უკრაინის ომს უკავშირდება. ანალიტიკოსი ამბობს, რომ ჩინეთის პოზიცია ომთან დაკავშირებით არა არის ერთხაზოვანი და ეჭვი გაჩნდა, რომ ის ტაივანზე სამხედრო ინტერვეციას აპირებდა.

„მიუხედავად იმისა, რომ ჩინეთი რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებით ბალანსის შენარჩუნებას ცდილობდა, მხარს რუსეთს უჭერდა და ამის პარალელურად რაღაც საკითხებში ხელს უშლიდა. ამის მიუხედავად, მას მკვეთრი პოზიციის დაფიქსირება მაინც მოუწევს. 

„ამასთან ერთად, უკვე ჩინეთის შიდა პოლიტიკაში რომ გადავიდეთ, ამ ქვეყანამ თავისი ქმედებებით ნათელი გახადა, რომ ამ სიტუაციის გამოყენება ტაივანთან დაკავშირებით სათავისოდ შეეძლო. ყველაფერს ამას უკავშირდება სწორედ ამერიკის ის ნაბიჯი, რომელიც ახალა გადაიდგა. 

„ძალიან გაბედული ნაბიჯია, რადგან რისთვისაც ამერიკის ადმინისტრაცია ოფიციალურად მზად არ იყო, ეს ნაბიჯი კონგრესმა გადადგა. ნენსი პელოს 4 სამხედრო ამერიკული გემი იცავს, რაც წარმოუდგენელი გამბედაობის მაგალითია. ეს მართლაც გაბედული და ისტორიული ნაბიჯია. დღევანდელ დღეს დადგა ის მოცემულება, როცა რუსეთსა და ცივილიზებულ სამყაროს შუაში ვერ იქნები, არჩევანი ნათლად უნდა გაკეთდეს და ამის მომსწრეები გავხდით“, - ამბობს ანალიტიკოსი „რეზონანსთან“. 

რა იქნება ჩინეთის პასუხი და შესაძლოა თუ არა მასსა და აშშ-ს შორის სამხედრო დაპირისპირება მოხდეს? ანალიტიკოსი ამბობს, რომ რუსეთისგან განსხვავებით ჩინეთს საკმაოდ გონიერი ხელისუფლებაა ჰყავს, რომელიც გადაწყვეტილებებს ემოციის ფონზე არ იღებს და ეს დადასტურდა კიდევაც, რადგან მათ კონგრესმენის თვითმფრინავს მშვიდად დაშვების საშუალება მისცეს. ფხალაძის შეფასებით, ორივე ქვეყანა რისკებს კარგად ათვიცნობიერებს და იმედია მესამე მსოფლიო ომს არ დაიწყებენ. 

„კონგრესმენის მხრიდან გადადგმული ნაბიჯი არ არის პორვოკაცია. ეს არის პრევენციული ნაბიჯი, რადგანაც ფაქტია, რომ ჩინეთი რუსეთ-უკრაინის ომს ტაივანზე თავდასხმისთვის გამოიყენებდა. ჩინეთმა ამაზე ბოლო დროს აქტიურად საუბარი დაიწყო და როგორც ჩანს, ამისთვის  ემზადებოდა კიდეც. ამიტომ ამერიკა გადავიდა ქმედებაზე და ეს არის ჩინეთის პირდაპირი გაფრთხილება, რომ თუკი ის ამ ნაბიჯს გადადგამს, ამერიკა ტაივანს მხარს დაუჭერს და საქმე იმაზე სერიოზულად იქნება, ვიდრე მათ წარმოუდგენიათ. 

„ჩინეთს, რუსეთისგან განსხვავებით, ძალიან გონიერი მმართველი ჰყავს. ამიტომ არ მგონია, რომ ეს დაპირისპირება მესამე მსოფლიო ომში გადაიზარდოს. თუმცა, რა იქნება ჩინეთის პასუხი, რთული სათქმელია“, - ამბობს ფხალაძე „რეზონანსთან“. 

ყოფილი საგარეო საქმეთა  მინისტრი ირაკლი მენაღარიშვილიც მიიჩნევს, რომ აშშ-ის მხრიდან გადადგმული ეს ნაბიჯი რუსეთ-უკრაინის ომს უკავშირდება. მენაღარიშვილის აზრით, ამხელა დონის დიპლომატის ტაივანში ჩასვლა ჩინეთისთვის სილის გარტყმის ტოლფასია. მენაღარიშვილი ვარაუდობს, რომ აშშ-ის მხრიდან ეს არის ჩინეთის გაფრთხილება, რადგანაც როგორც ჩანს ის ტაივანზე თავდასხმისთვის ემზადებოდა.  

„მე არ ვიფრქობთ, რომ ამ ორ ქვეყანას ერთმანეთთან ომი უნდათ და ამაზე წამსვლელები არიან. ეს იქნება ბირთვული არმაგედონი, რაც დედამიწის სრულად განადგურების ტოლფასია. არ მგონია, რომ რომელიმე მათგანს ჭკუა არ ეყოს და ამაზე წავიდნენ. ამიტომ ჩინეთის მხრიდან რაღაც ნაბიჯები გადაიდგმება, მაგრამ ეს არ იქნება სამხედრო ესკალაცია. უფორ დიპლომატიურ და პოლიტიკური სახის დაპირისპირება იქნება. 

„ბოლო 25 წლის განმავლობაში ამერიკის მხრიდან ამხელა დონის პოლიტიკოსი ტაივანში პირველად ჩავიდა. სავარაუდოდ, ამერიკას ჰქონდა გარკვეული სადაზვერვო ინფორმაცია, რომ ჩინეთი უახლოვეს მომავალში რუსეთ-უკარინის ომის გამოყენებას შეეცდებოდა და ის ტაივანზე თავდასხმას განახორციელებდა. ამიტომაც იქნა ეს დიპლომატიური ნაბიჯი გადადაგმული, რასაც ვნახეთ, რომ ჩინეთისგან გარკვეული ქმედება მოჰყვა. ამიტომ რთულია წინასწარ განვსაზღვროთ ჩინეთის გადაწყვეტილება როგორი იქნება, თუმცა სამხედრო დაპირისპირებას ამერიკასთნა გამოვრიცხავ“,-აცახდებს მენაღარიშვილი „რეზონანსთან“.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×