ელზა პაპოშვილი
04.08.2022

უკრაინა-რუსეთის ომის ფონზე სოციალურ ქსელებში ვრცელდება ინფორმაცია, რომ ომში დაღუპული ოსებისა და აფხაზების შესახებ. ამის მტკიცებულებად კი ფოტოებს და გარდაცვლილთა ვინობას აქვეყნებენ. ეს ძირითადად „ტელეგრამზე“ ხდება, სადაც საუბობენ იმაზე, რომ ეს რიცხვი ყოველდღიურად იზრებდა. ფაქტები სიმართლეს რამდენად შეესაბამება და ხდება თუ არა საქართველოდან აფხაზების და ოსების ომში გაწვევა? ან რამდენად ხშირია მათი დაღუპვის შესახებ ცნობები? ამ თემაზე  „რეზონანსს“ კავკასიოლოგი და კონფლიქტოლოგი მამუკა არეშიძე ესაბურა. 

ანალიტიკოსი ამბობს, რომ ინტერნეტით თუ სოციალური ქსელებით გავრცელებული ინფორმაცია არასწორია, რადგან ესენი არ არიან საქართველოდან  წასული ოსი ახალგაზრდები ან აფხაზები. ძირითადად უკრაინაში რუსეთის მახრეს ჩრდილოეთ ოსეთში  მაცხოვრებელი ადგილობრივები იბძვიან. რაც შეეხება აფხაზებს, ესენიც რუსეთის მოქალაქეები არიან, რომლებიც იქ დაიბადნენ და გაიზარდნენ. 

„ინტერნეტში გავცრელებული ინფორმაცია, თითქოს უკრაინის ომში, რუსეთის მხარეს მებრძოლი  საქართველოდან წასული ბევრი აფხაზი და ოსი დაიღუპა, არაა სიმართლე. რა თქმა უნდა, რაღაცა რაოდენობა იბრძვის და არიან გარდაცვლილიც, მაგრამ არა იმდენი, როგორ დრამატულადაც ეს სოციალურ ქსელებში იწერება. გარდაცვლილებს შორის ძირითადად ჩრდილოეთ ოსეთიდან წასული ახალგაზდები არიან. 

რაც შეეხება აფხაზებს, რუსებს ჰქონდათ მცდელობა, რომ ომის დაწყების პირველ ეტაპზე ახალგაზრდები სოხუმიდან  წაეყვანათ, მაგრამ არ გამოუვიდათ. აფხაზებმა ერთი ამბავი ატეხეს და ეს  მცდელობა წყალში ჩაუვარდათ. მოხალისეები არიან, მაგრამ მათი ნახევარი რუსეთში მცხოვრები აფხაზია, სოჭში მაცხოვრებელი ადგილობრივები. ეს არის ბატალიონი „პიატნაშკა“, რომელსაც ახრა ავიძმა ხელმძღვანელობს. მას  ლუგანსკის გმირს ეძახიან და ის 14 წლიდან მანდ ცხოვრობს. ეს არის კაცი, რომელმაც რაულ ხაჯინბას ჩამოგდებაში მონაწილეობა მიიღო. დაღუპულები არიან, მაგრამ მათი რიცხვი ჯამში 10 კაცს არ უნდა აღემატებოდეს“, - ამბობს არეშიძე „რეზოანნსთან“. 

რაც შეეხება ოსებს, არეშიძე ამბობს, რომ მათთან დაკავშირებით სრულიად სხვა მდგომარეობაა. ისინი რუსეთის ჯარში არიან გაწვეულები. 300-მდე ოსი  უკრაინის ომიდან გამოიქცა. თუმცა რაღაცა ნაწილი დარჩა. ბევრი ეთნიკურად ოსი ჯარისკაცი ჩრდილოეთ ოსეთიდან არის და არა საქართველოდან. ისინიც ოფიციალურ სტრუქტურებში არიან დასაქმებულები. 

„ოსებს უკრაინის ომში დაღუპულთა რაოდენობის მიხედვით, კავკასიაში მეორე ადგილი უკავია. პირველზე არიან დაღესტნელები. 300-მდე დაღესტნელია დაღუპული. მეორე ადგილზე კი ჩრდილოეთ ოსეთიდან წასული ჯარისკაცები მოდიან, რომელთა დაღუპვის შესახებ ინფორმაციაც ვრცელდება. სხვათაშორის ტყვედ ნამდვილად ბევრია ჩავარდნილი. ეს ადამიანები, როგორც მაგათ სჩვევიათ, ჯარში მოხვედრისას ყოველთვის თბილად ყოფნას ამჯობინებდდნენ. ახლაც ეს შემთხვევაა და ტყვედ ჩავარდნილ 15 კაცში  მძღოლები, სანიტრები და დამხმარე სტრუქტურების წარმომადგენლები არიან. აფხაზები ფიქრობენ, რომ ისინი დამოუკიდებელ  სახელწმიფოს წარმოადგენენ და სხვის ომში არ უნდა იბრძოლონ. ნუ ოსები მაინც თავს ამ ომში ვალდებულად გრძნობენ, რომ რუსების მხარეს იომონ“, - ამბობს არეშიძე „რეზონანსთან“.   

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×