ელზა პაპოშვილი
11.08.2022

აპირებს თუ არა ოპოზიცია და ხელისუფლება შემოდგომაზე 12 პუნქტიანი გეგმის შესასრულებლად თანამშრომლობას და როგორ შეიძლება პროცესები განვითარდეს? „ნაციონალურ მოძრაობაში“ 12-პუნქტიანი გეგმის შესასრულებლად „ოცნებასთან“ თანამშრომლობას არ გამორიცხავენ, თუმცა ამის პარალელურად იმუქრებიან, რომ თუკი ხელისუფლება ამ პუნქტებს ჩააგდებს,  ხალხს ქუჩაში  გამოიყვანენ. ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ ოპოზიციას შემოდგომისთვის რეალურად სხვა გეგმები აქვს და ხელისუფლებასთან თანამშრომლობაზე თანხმობა მხოლოდ პოლიტიკური მანევრია?  აქვს  თუ არა  ოპოზიციას იმის რესურსი, რომ ქვეყანაში მასობრივი და პერმანენტული აქცია მოაწყოს? 

ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე „რეზონანსთან“ მიიჩნევს, რომ, როგორც ჩანს, ოპოზიციაზე ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან ზეწოლაა, რომ ევროკავშირის მიერ მოთხოვნილ 12-პუნქტიანი გეგმის შესასრულებელ სამუშაო ჩგუფში ჩაერთონ. პარტნიორები უკმაყოფილებას გამოთქვამენ და, როგორც ჩანს, ოპოზიციაში დაფიქრდნენ, რომ თუკი ამ სამუშაო ჯგუფში არ ჩაერთვებიან, შესაძლოა ხელისუფლებამ ჯოხი  მათზე გადატეხოს. ამიტომაც მოსაჩვენებლად დიდი ალბათობით შემდგომაზე ამ ჯგუფში მონაწილეობას მიიღებენ, მაგრამ საბოტაჟის მოწყობას ახლა შიგნიდან ეცდებიან. ამიტომ საყვარელიძე ელის, რომ შემოდგომისთვის  ისინი ხალხის ამ  მოტივით ქუჩაში გამოყვანას ისევ შეეცდებიან. 

„რამდენად პროდუქტიული იქნება ეს თანამშრომლობა, უკვე მეორე საკითხია. არაა გამორიცხული, რომ ერთ ოთახში მუშაობის შემდეგ, ოპოზიციამ საბოტაჟის მოწყობა შიგნიდან დაიწყოს. იტყვის, რომ აი „ოცნება“ 12 პუნქტის შესრულებას აჭიანურებს, შედეგი არ უნდა და ა.შ. ამიტომაც თანამშრომლობას წყვეტენ. „ოცნების“ დადანაშაულებას გააგრძელებენ და ამის საპასუხოდ ხალხს ქუჩაში გამოსვლისკენ მოუწოდებენ. როგორც ჩანს  ოპოზიციაზე უცხოეთიდან ძალიან დიდი ზეწოლა მოხდა, ამიტომაც იძულებულები ხდებიან, რომ ამ მოჩვენებით თანამშრომლობაში ჩაერთონ. ოპოზიციამ ნახა, რომ საკმაოდ ხალხმრავლობა იყო მაშინ, როდესაც ევროპის საკითხი წინა პლანზე წამოვიდა. 

თუკი ახლა ოპოზიცია დამაჯერებლად იტყვის, რომ ხელისუფლება ოპოზიციისკენ სვლას ხელს უშლის, ვარაუდობენ, რომ ეს თემა ისევ ხალხის ქუჩაში გამოყვანის საშუალება იქნება. თუმცა აქ ისინი ერთ მნიშვნელოვან პრობლემას ვერ აანალიზებენ, რომელიც ამ ზაფხულს გამართულ აქციებზე კარგად გამოჩნდა. სცენის მიღმა პოლიტიკოსები იმალებოდნენ, რომ ხალხი არ დაშლილიყო. თუმცა ვნახეთ, რომ პოლიტიკური დღის წესრიგის გარეშეც ხალხის პროტესტს მიმართულება ვერ მისცეს. ამიტომაც შემდოგომაზე პროცესი უკვე მინელებული იქნება და რაც არ უნდა იძახონ პოლიტიკოსებმა, მათ მიმართ ხალხში ნდობა არ არის. ამიტომ ნაკლებ მოსალოდნელია, რომ „შინ ევროპისკენ“ საბაბით ისევ ფართომასშტაბიანი აქცია მოაწყონ. სცენის მიღმა ხალხმა კარგად დაინახა, ვინც იდგა, ამიტომც იგივე ფანდის გამეორება აღარ გამოუვათ“, - ამბობს საყვარელიძე „რეზონანსთან“. 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×