ელზა პაპოშვილი
13.08.2022

რუსეთის მხრიდან მსოფლიოს ბირთვული შანტაჟი გრძელდება - ზაპროჟიეში მდებარე  ევროპის უდიდესი ატომური ელექტროსადგური ისევ საფრთხის ქვეშაა. ის რუსების ხელშია და არავინ იცის მოვლენები როგორ შეიძლება განვითარდეს. „რეზონანსთან“ დარგის სპეციალისტები ამბობენ, რომ ზაპოროჟიეს ელექტროსადგური ჩერნობილზე 6-ჯერ მეტი სიმძლავრის სადგურია და ერთ-ერთ ბლოკზე მაინც რომ მოხდეს ის, რაც ჩერნობილში მოხდა, ეფექტი 10-15 ჯერ უფრო უარესი იქნება. 

სპეციალისტთა შეფასებით, სადგურის თავზე თვითმფრინავმაც კი იმაზე დაბლა რომ გადაიფირნოს, ვიდრე ეს დაშვებულია, შესაძლოა ავარიაული სიტუაცია შეიქმნას. რუსებმა კი იქ სამხედრო ბაზა მოაწყეს, რაც რისკებს კატასტოფულად ზრდის. 

მათი თქმით,  ყველაზე ცუდი სცენარით, ობიექტის აფეთქებას მილიონობით ადამიანის სიცოცხლე შეეწირება არა მხოლოდ უკრაინაში, არამედ რუსეთსა და ევროპის მნიშვნელოვან ნაწილში. 

რუსები ელექტროსადგურზე საერთაშორისო ექსპერტებს არ უშვენებ

საფრთხის არსებული დონის მიუხედავად, ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის დემილიტარიზაცია ჯერჯერობით არ მოხდება. მიზეზი მოსკოვის უარია. გაეროში რუსეთის ელჩი აცხადებს, რომ სტრატეგიულ ობიექტზე უკრაინის შეიარაღებული ძალების პროვოკაციებია მოსალოდნელი, რის გამოც, ვასილი ნებენზიას თქმით, რუსული ჯარი ზონას არ დატოვებს.

უკრაინის მიერ საკუთარი ატომური ელექტროსადგურის დაბომბვას ნაკლებად სერიოზულად მიიჩნევს ატომური ენერგიის საერთაშორისო კომიტეტი. ისინი რუსეთს ადგილზე დამოუკიდებელი ექსპერტების შეშვებისკენ მოუწოდებენ. კომიტეტის ხელმძღვანელი რაფაელ გროსი ამბობს, რომ მილიონობით ადამიანის სიცოცხლით თამაში კატეგორიულად დაუშვებელია.

შესაძლო ბირთვულ კატასტროფაზე და მსოფლიო საზოგადოების გულგრილობაზე საუბრობს უკრაინის თავდაცვის საბჭოს მდივანი. ოლექსი დანილოვი ამბობს, რომ ევროპა კატასტროფის წინაშე დგას და საფრთხეს სერიოზულად არ აღიქვამს. 

ამ საკითხს დაუთმო ყურადღება ყოველდღიურ მიმართვაში ვოლოდიმირ ზელენსკიმ. უკრაინის პრეზიდენტი რუსეთს ტერორიზმში ადანაშაულებს, ევროპას კი ბირთვული საფრთხის შემცირებისკენ მოუწოდებს.

ვინ ბომბავს ატომურ ელექტროსადგურს 

ატომურ ელექტროსადგურს ოკუპანტებმა ცეცხლი 5 და 6 აგვისტოს გაუხსნეს, რის შემდეგაც სტრატეგიულ ობიექტზე კონტროლი დაამყარეს. თუმცა, მისი დაბომბვა ამის შემდეგაც არ შეწყვეტილა. ცეცხლის გახსნაში რუსები უკვე ოფიციალურ კიევს ადანაშაულებენ.

საპირისპიროს ამტკიცებენ უკრაინის მთავრობის წარმომადგენლები. მათი თქმით, სადგურის ტერიტორიაზე განთავსებულია ოკუპანტების საზენიტო სარაკეტო კომპლექსები, რომლებიც უკრაინის სხვადასხვა ზონას ბომბავენ.

ზონაში ექსპერტების დაუყოვნებლივ შესვლას ითხოვს ატომური ენერგიის საერთაშორისო კომიტეტი. ორგანიზაციის ხელმძღვანელის, რაფაელ გროსის თქმით, ავარიის საფრთხე ამ წუთებში არ არის, მაგრამ სიტუაცია შესაძლოა ნებისმიერ მომენტში შეიცვალოს

„ამ შეიარაღებული კონფლიქტის ორივე მხარეს ვთხოვ ითანამშრომლოს ატომური ენერგიის სააგენტოსთან და ადგილზე სააგენტოს მისიის მუშაობა რაც შეიძლება მალე დაუშვას. დრო მნიშვნელოვანია. სააგენტომ უკრაინისგან და რუსეთისგან ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაცია მიიღო ობიექტის სტატუსისა და არსებული ზიანის შესახებ. ამიტომ  საჭიროა რისკების შეფასება. თითოეული ჩვენგანის მთავარი მიზანი ბირთვული კატასტროფის პრევენცია უნდა იყოს“, - აცხადებს რაფაელ გროსი.    

რა საფრთხის მატარებელია რუსების ელექტროსაგურზე ყოფნა

ენერგეტიკოსმა გია არაბიძე „რეზონანსთან“ აცხადებს, რომ ამ დროისთვის ზაპროჟიეს ელექტროსადგურზე სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება, მაგრამ ომის პირობებში და თან იმის გათვალისწინებით, რომ იქ რუსების სამხედრო ბაზაა განთავსებული, რისკი მუდმივად არსებობს. 

ენერგეტიკოსი ამბობს, რომ რუსებს ჰყავთ ექსპერტები და სპეციალისტები, რომლებიც ამ ელექტროსადგურის მართვას შეძლებენ. თავად ელექტროსადგურს რამოდენიმე სახის დაცვა აქვს. მაგრამ მიუხედავად ამისა, სადგურს ერთი ბალისტიკური რაკეტაც რომ დაეცეს, უმძიმეს შედეგს მივიღებთ. ზაპოროჟიეს ელექტროსადგური ჩერნობილზე 6-ჯერ მეტი სიმძლავრის სადგურია, ამიტომ ერთ-ერთ ბლოკზე მაინც რომ მოხდეს ის, რაც ჩერნობილში მოხდა, ეფექტი 10-15 ჯერ უფრო უარესი იქნება. 

„ელექტროსადგურის აფეთქების თეორიული საფრთხე, რა თქმა უნდა, დიდია. თუმცა თეორიულად ზაპროჟიეს ელექტროსადგურის რეაქტორების მწყობირად გამოყვანა, როგორც, მაგალითად, ეს ჩერნობილის რეაქტორების შემთხვევაში მოხდა, თითქმის შეუძლებელია. ეს სხვა ტიპის რეაქტორებია და სხვაგვარად მუშაობა შეუძლია. თუმცა თუ რეაქტორს ყუმბარა ან ბალისტიკური რაკეტა მოხვდა, ბუნებრივია, ყველაფერი შეიძლება მოხდეს. 

„საფრთხე რეალურია და ამისგან თავს ვერავინ დაიზღვევს.  საერთაშორისო დონეზე ახლა სადგურის  კონტროლი არ ხდება და უკრაინელები ამბობენ, რომ მათ არ აქვთ ინფორმაცია ექსპულატაციის საკითხები როგორ მიდის. თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ იქ რაიმე ხდება. 

„ფონი ელექტროსადგურზე ამ ეტაპისთვის  მშვიდია. თუმცა სადგურებს საშტატო და არასაშტატო ავარიების საფთხე აქვს. არასაშტატო ავარიაა ისიც, თუ თვითმფრინავი ამ სადგურს დასაშვებ სიმაღლეზე უფრო ქვემოდ გადაუფრენს. ამიტომ მათ მუშაობის განსაკუთრებული პირობები აქვთ. 

„ახლა ძალიან დიდ პრობლემას ის წარმოადგენს, რომ რუსებს ელექტროსადგურზე  ფაქტიურად სამხედრო ბაზა აქვთ მოწყობილი. სამანქანო დარბაზშიც კი სამხედრო მანქანა შეიყვანეს, რომელიც ჭურვებით არის დატვირთული. 

„საფრთხე დიდია, რადგან არ ხდება იმ პირობების დაცვა რუსების მხრიდან, როემლიც ექსპულატაციის  დროს უნად ხდებოდეს. რუსებს, როგორც ჩანს, ამ სადგურის მიმართ სხვა გეგმები ამოძრავებთ. საქმე ისაა, რომ ამ ელექტროსადგურიდან გამომავალი ელექტრო ხაზები მწყობირად გამოდიან. ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ რუსებს უნადთ ეს სადგური უკრაინის ენერგო სისტემას ჩამოაშორონ და მისი საშუალებით ყირიმის ნახევარკუნძულის ელექტროენერგიით მომარაგება მოახდინონ. 

„ეს არ არის იოლი საქმე, მაგრამ შესაძლებელია, თუკი რუსები იმ ელექტროხაზებს ჩაჭრიან, რომლითაც უკრაინის სხვა რეგიონები მარაგდება. ამ ელექტროენერგიას ყირიმისკენ გადაიტანენ. ზამთარში სერიოზული პრობლემა ექმნებათ ად ამისთვის გამოიყენებენ“, - ამბობს ენერგეტიკოსი „რეზონანსთან“.  

მისივე თქმით, მეორე მნიშვნელოვანი საფრთხე, რაც ამ ელექტროსადგურის ირგვლივ შესაძლოა განვითარდეს, არის ის, რომ რუსები ამ ელექტროსადგურს სამხედრო დანიშნულებით, ერთგვარი ფარის სახით იყენებენ. მათ იციან, რომ უკრაინელები ამ ელექტროსადგურს არ დაბომბავენ. 

„რუსები სადგურიდან გამოდიან, უკრაინელებსი პოზიციებს ბომბავენ, მერე უკან ბრუნდებიან ისე, რომ უკრაინელები პასუხს ვერ სცემენ. ისინი საპასუხო დარტყმას სადგურზე მყოფ რუსულ ბაზას ვერ მიაყენებენ. როგორი ზუსტი დამიზნებაც არ უნდა ჰქონდეთ, ეს ძალიან საშიშია. არავინ იცის რა შეიძლება მოხდეს. 

„ზაპროჟიეს ელექტროსადგური ჩერნობილზე 6-ჯერ მეტი სიმძლავრის სადგურია. ერთ-ერთ ბლოკზე მაინც რომ მოხდეს ის, რაც ჩერნობილში, ეფექტი 10-15-ჯერ უარესი იქნება. ზაპოროჟიეს ექვსივე ბლოკი ერთად რომ აფეთქდეს, ჩათვალეთ, ევროპაში მაინც ყველაფერი დამთავრდება. მაგრამ დავუშვათ, ზაპოროჟიეს ერთ-ერთ ბლოკზე მაინც მოხდეს ის, რაც ჩერნობილში, ეს არის 10-15-ჯერ მეტი პრობლემა, რაც იაპონიაში ამერიკის შეერთებული შტატების მიერ ატომური ბომბის ჩამოგდებისას მოხდა. ეფექტი 10-15 ჯერ უფრო უარესი იქნება“, - ამბობს ენერგეტიკოსი „რეზონანსთან“. 

3 ფაქტორი - რატომაა რუსებისთვის მნიშნელოვანი აეს-ის კონტროლი

სამხედრო ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია კი „რეზონანსთან“ აცხადებს, რომ რუსებისთვის ელექტოსადგური 3 ფაქტორით არის მნიშვნელოვანი. ისინი ზაპოროჟიეს აეს-ის დაკავებით ცდილობენ, რომ უკრაინელებს ბირთვული ნარჩენები ხელში არ ჩაუვარდეთ, რათა ბირთვული იარაღის წარმოება არ დაიწყონ. ზაპროჟიე კი არის მშვიდობიანი ელექტროსადგური, მაგრამ იქ არსებული ბირთვული ტექნოლოგიები შესაძლოა ბირთვული შეიარაღების წარმოებისთვის  გამოყენებული იყოს.  

„რუსებისთვის  ზაპროჟიეს ელექტროსადგურს ძალიან დიდი სამხედრო, ეკონომიკური და პოლიტიკური სახის დატვირთვა აქვს. პირველი ის, რომ უკრაინელების  ხელში ბირთვული ნარჩენები არ მოხვდეს და ბირთვული იარაღის წარმოება არ შეძლონ. 

„მეორეს მხრივ, ზაპროჟიეს სადგური ფაქტიურად მთელს სამხრეთ და ცენტრალურ უკრაინას ამარაგებს ელექტროენერგიით. ბუნებრივია, ეს არის გეოეკონომიკური ობიექტი, რომლის მანიპულირებითაც რუსებს ხელთ ძალიან დიდი ბერკეტი უჭირავთ. 

„მესამე საკითხი უკვე პოლიტიკურია, რადგან ზაპროჟიე ევრპაში სიდიდით მეორე ელექტროსადგურია, რომლის კონტროლიც რუსებს პოლიტიკურად უპირატეს მდგომარეობაში აყენებთ. ევროპის და უკრაინის დაშანტაჟება ამ ელექტროსადგურით უფრო  მარტივი გახდება. განსკუთრებით კი პრობლემებს ზამთარში შექმიან, როგორც ვთქვი ის მთელს სამხრეთ და ცენტრალურ უკრაინას ელექტროენერგიით უზრუნველყოფს და ამ  წყაროს გადაკეტვით ქვეყანა კიდევ უფრო  მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდება“, - ამბობს მაისაია „რეზონანსთან“.  

მისივე თქმით, არსებობს საფრთხე, რომ უკრაინელებმა უნებლიედ ელექტროსადგური დაბომბონ. ან ეს პროვოკაციის მიზნით თავად რუსებმაც გააკეთონ და უკრაინელებს დააბრალონ. მაისაია ამბობს, რომ ამ ბრალდებებში რთული იქნება მტყუან-მართლის გარჩევა და თუ რამე მოხდა, პასუხისმგებლობა ორივე მხარეზე  გადავა. ამიტომ სიტუაცია  საკმაოდ მძიმეა და ამ სადგურის  აფეთქება ევროპაში უდიდესი  კატასტროფის ტოლფასი იქნება.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×