ია აბულაშვილი
27.09.2022

ნიკა მელია „ნაცმოძრაობიდან“ რომ წავიდეს, განულდება როგორც პოლიტიკრი ფიგურა. ამიტომ არ მგონია, რომ დამოუკიდებლად თამაში დაიწყოს - ასე აფასებს ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე ენმ-ის დაშლის შემთხვევაში ნიკა მელიას პოლიტიკურ პერსპექტივას.

დაიშლება თუ არა „ნაციონალური მოძრაობა“ და როგორ დალაგდებიან შიდა კონფლიქტის ფონზე? ეს კითხვები აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც პარტიის ერთი ნაწილი თავმჯდომარე ნიკა მელიას დაუპირისპირდა, მეორე ნაწილი კი აცხადებს, რომ დავით კეზერაშვილი საკუთარი ფინანსებით პარტიის ჩამოშლას ცდილობს.

„ნიკა მელიას ბევრი მხარდამჭერი არ უნდა ჰყავდეს მოძრაობაში. გვახსოვს, რომ მის თავმჯდომარედ არჩევას დიდი ენთუზიაზმით არ შეხვედრიან პარტიის ვეტერანები. შემდეგ, როდესაც თავისი თამაშის წესების შემოტანა სცადა პატიმრობიდან სააკაშვილის გათავისუფლებასთან დაკავშირებით - მიშას ციხიდან გამოსვლა არ შეიძლება იყოს მთავარი პრიორიტეტიო - ამან პარტიის ვეტერანებისა და მისი ოჯახის პროტეტსი გამოიწვია. 

„მელიასგან ითხოვდნენ უფრო რადიკალურ ქმედებებს სააკაშვილის ციხიდან გამოყვანასთან და იმ მიტინგებთან დაკავშირებით, რომელიც იწყებოდა და მთავრდებოდა ნულოვანი შედეგით. ახლა შეიკრა მანკიერი წრე და ალბათ ის ვეღარ დარჩება დიდხანს "ნაცმოძრაობის" ლიდერად.

„მაგრამ აქ არის ერთი დიდი „მაგრამ“ - „ნაცმოძრაობაში“ პრაქტიკულად არ ჩანს ქარიზმატული დიდერი, რომელიც შეძლებს პარტია გამოიყვანოს იქიდან, რა მდგომარეობაშიც ის აღმოჩნდა თავისი რადიკალური დღის წესრიგის გამო.

„მე მგონია, რომ ნიკა მელია გარკვეული პერიოდი შეინარჩუნებს თავმჯდომარის პოსტს, სანამ „ნაცმოძრაობაში“ არ ჩამოყალიბდებიან, თუ რა გზით იარონ. დაიწყებს თუ არა დამოუკიდებლად თამაშს მელია? არ მგონია, რომ მან დამოუკიდებელი თამაში დაიწყოს, შეიძლება შეეცადოს, მაგრამ წარმატებული ვერ აღმოჩნდეს. მელია, რომ "ნაცმოძრაობიდან" წავიდეს, განულდება როგორც პოლიტიკური ფიგურა", - განაცხადა „რეზონანსთან“ ზაალ ანჯაფარიძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×