ია აბულაშვილი
24.11.2022

ხუთშაბათს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის უფლებადამცველებმა მისთვის იუსტიციის სამინისტროს მიერ დანიშნული ტოქსიკოლოგიური ესქპერტიზის ჩატარებაზე უარი თქვეს. მიზეზად ის დასახელდა, რომ ამ ეტაპზე არ არსებობს ამის სამათრლებრივი საფუძველი. იურისტი ლია მუხაშავრია კი „რეზონანსთან“ აცხადებს, რომ არსებობს სააკაშვილის უცხოეთში სამკურნალოდ გადაყვანის კიდევ ერთი გზა, რომელსაც დაცვის მხარე ჯერხერობით არ იყენებს.

24 ნოემბერს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან ტოქსიკოლოგიური ექსპეტიზის ჩასატარებლად პენიტენციური დაწესებულების იურისტი და „ვივამდის“ სამედიცინო პერსონალი იმყოფებოდა. მათ ბიოლოგიური ნიმუში უნდა აეღოთ, დაელუქათ და სამხარაულის ბიუროში წაეღოთ, მაგრამ ექსპერტიზა არ ჩაუტარებიათ.

სააკაშვილის ადვოკატის შალვა ხაჭაპურიძის განცხადებით, იუსტიციის სამინისტროს არ გააჩნია იმის უფლებამოსილება, რომ ექსპრეზიდენტს დამოუკიდებლად ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზა ჩაუტაროს. მისი თქმით, ტოქსიკოლოგიკცრი ექსპერტიზა შეიძლება ორ შემხვევაში ჩატარდეს, თუ დაწყებულია წარმოება თავად სასჯელაღსრულების მიერ, მისი სასჯელისგან გათავისუფლებაზე და მეორე, თუ სააკაშვილის შესაძლო მოწამვლის ფაქტთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმეა აღძრული. დანარჩენ შემთხვევაში ექსპერტიზის ჩატარება კანონით აკრძალულია.

„ჩვენ არ დაგვიდია დასკვნა და ალტერნატივას რატომ ატარებენ? ჩვენ ვთქვით სადმე, რომ დავდეთ დასკვნა? ჯერ არ წარმოგვიდგენია. განცხადების საფუძველზე არ აქვთ უფლება ექსპერტიზა დაიწყონ.  ავუხსენით რომ არ ჰქონდათ წარმოდგენილი სამართლებრივი საფუძველი ექსპერტიზის ჩატარების. ასეთის წარმოდგენის შემთხვევაში კანონის ფარგლებში ჩატარდეს, ჩვენ ამის წინაღმდეგი არ ვართ. 

„ამ საქმეზე ბევრი სიურპრიზი ელოდებათ, საკმაოდ ჭკვიანი იურისტი იღებს მეორე მხრიდან მონაწილეობას. არ გამოვრიცხავ, რომ დაწყებული იყოს წარმოება სააკაშვილის სასჯელიდან გათავისუფლებაზე“, - განაცხადა შალვა ხაჭაპურიძემ.

ადვოკატი ლია მუხაშავრია „რეზონანსთან“ აცხადებს, რომ სამინისტროს ექსპერტიზის ჩატარების უფლება მხოლოდ პატიმრის თანხმობის შემთხვევაში აქვს.

„პატიმრის თანხმობა თუ არ იქნება, ექსპეტიზა ვერ ჩატარდება. ამ კონკრეტულ შემთხვევაში, თითის ანაბეჭდიც რომ იყოს ასაღები, საჭიროა პატიმრის თანხმობა. მძინარესაც რომ ჩაუტარდეს ექსპერტიზა, კანონის დარღვევაა. 

„მგონია, რომ ეს ინფორმაცია რაღაც გაბნეულია. ძალიან მიკვირს, რატომ არ მიმართავს ადვოკატი ევროსასამართლოს სააკაშვილის საქმეზე - ადამიანის უფლებათა ევროპული სასმართლოს რეგლამენტის 39-ე მუხლის, დროებითი ღონისძეიბის გამოყენების მოთხოვნით. გადაუდებელ შემთხვევაში, თუ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა საფრთხეს შეიცავს, პასუხს 24 საათში მიიღებენ.  საჭიროა მხოლოდ სამედიცინო დოკუმენტაცია, რომელიც ფაქსითაც იგზავნება“, - განაცხადა „რეზონანსთან“ ლია მუხაშავრიამ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×