ია აბულაშვილი
25.11.2022

"ნაციონალურ მოძრაობაში" დაპირისპირება ახალ ფაზაში გადადის; პარტიაში ვერ თანხმდებიან "ფეისბუქით" ჩაატარონ თავმჯდომარის არჩევნები, თუ "ლოქჩეინით". პარტიის ერთ-ერთი წევრი ბაჩო დოლიძე მიიჩნევს, რომ არასერიოზულია "ფეისბუქით" პარტიის თავმჯდომარის არჩევნების ჩატრება, რადგან, მისი აზრით, დიდია ალბათობა იმისა, რომ საერთოდ გაუქმდეს ფეისბუქის გვერდი, თუ ამას გარეშე ძალა მოინდომებს.

"ღია გამჭვირვალე და ემიგრანტების მაქსიმალური ჩართულობით არჩევნების ჩატარება შესაძლებელია "ბლოქჩეინის" პლათფორმაზე, რომლის შემთხვევაშიც მეტი დამცავი მექანიზმი არსებობს. არჩევნების ჩატარების საკითხს სერიოზულად უნდა მივუდგეთ, რა პლათფორმას გამოვიყენებთ, პლათფორმა უნდა იყოს მაქსიმალურად დაცული და პასუხობდეს დაცვის კრიტერიუმს.

"სამწუხაროდ ფეისბუქი ამის საშუალებას არ იძლევა, ადვილად შეიძლება მანიპულაცია. ეს ჩვენს მეგობრებს უნდა ესმოდეთ. ყველაფერზე ვთანხმდებით და ცოტა გაუგებარია ახლა რატომ ვირჩევთ ადვილად მანიპულარებად სისტემას"- აცხადებს ბაჩო დოლიძე.

"ნაციონალურ მოძრაობის" შიდაპარტიულ არჩევნებზე და იმაზე, ვინ დაიკავებს მთავარი ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარის პოსტს, აკადემიკოსი თემურ ნანეიშივილი აცხადებს, რომ "ნაციონალრი მოძრაობა" დაშლის პირასაა და ამ პროცესს თავმჯდომარის შეცვლა ვერ უშველის.

"ისე არიან დაბნეულები, შეიძლება შიდაპარტიული არჩევნებიც ვერ ჩაატარონ. პარტია დაშლის პირასაა და რა მნიშვნელობა აქვს მელია გაიმარჯვებს თუ ხაბეიშვილი. ამ დჯგუფებას მხოლოდ ერთი მიზანი აქვს, როგორმე დაბრუნდნენ ხელისუფლებაში, იმას კი არ ითვალისწინებენ, რომ საკუთარი წარსულის გამო, რა უმსგავსობებიც ჩაიდინეს წლების განმავლობაში, ხალხი ხმას აღარ მისცემს.

"სამწუხაროა, რომ საქართველოს არ ჰყავს ნამდვილი ოპოზიცია. ყველა ქვეყანას ჰყავს ოპოზიცია, მაგრამ ქვეყნის მტრები კი არ ხდებიან. ესენი არიან რევანშისტები, არ უნდათ საქართველოს წინსვლა და ახლა მუშაობენ იმაზე, რომ ქვეყანამ არ მიიღოს ევროკავშირის სიტატუსი.

"ნაციონალური მოძარობა" ჩარჩენილი არიან ვარდების რევოლუციაში. აკი დაწერა ვანო მერაბიშვილმა "ფეისბუქში", ისევ გავიმარჯვებთ, როგორც 2003 წელს გავიმარჯვეთო. ძველი სურათებიც გამოფინეს, წელენჯიხიდან რომ მოქრიან მანქანებით.

"ვერ გაიზარდა ეს პარტია, ახალი რეალობაა, ახალი ქვეყანა, აღარ აგდია ძალაუფლება ქუჩაში. ისევ მიშას ფაქტორის გამოყენება უნდათ, სხვა კარტი არ აქვთ, ვერ გაჩნდა მათ წიაღში ახალი ლიდერი. პრეზიდენტმა უნდა შეიწყალოსო, კატეგოურიულად მოითხოვენ.

"გამორიცხული არფერია, შეიძლება ზურაბიშვილმა მართლაც შეიწყალოს სააკაშვილი, მაგრამ, დარწმუნებული ვარ ძალიან დიდი მღელვარება წამოვა საზოგადოების მხრიდან.

"რაც შეეხება ამ არჩევნების ფინალს, შემიძლია მხოლოდ ვურჩიო სხვა ოპოზიციურ პარტიებს, დროზე გაემიჯნონ "ნაცმოძრაობას" და დაიწყონ მზადება 2024 წლის არჩევნებსითვის, რადგან საქართველოს ნამდვილად სჭირდება საქმიანი ოპოზიცია"- განაცხადა "რეზონანსთან" თემურ ნენეიშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×