ელზა პაპოშვილი
26.11.2022

წარმოუდგენელი დანაშაული ხაშურში - სურამის ეპარქიის დედათა მონასტერში, სავარაუდოდ ყაჩაღობის მოტივით, ორი მამაკაცი შეიჭრა. მათ წინააღმდეგობა გაუწია მონასტრის იღუმენმა, რომელსაც ყაჩაღები ფიზიკურად გაუსწორდნენ და 70 წლის  დედაო გააუპატიურეს. მას ტვინის შერყევა და სხეულის უმძიმესი დაზიანებები აქვს. ნაცემი დედაო  მისსავე მრევლმა იპოვა, რომლებმაც ის ადგილობრივ საავადმყოფოში გადაიყვანეს. თუმცა, მდგომარეობის სერიოზულობის გამო, კატასტროფის ბრიგადამ დაზარალებული თბილისში გადმოიყვანა.

პოლიციამ მომხდართან დაკავშირებით 27 და 38 წლის მამაკაცები დააკავა. ერთი ვერსიით, ყაჩაღობის დროს მათთან ერთად ერთ-ერთი დაკავებულის შვილიც იმყოფებოდა, რომელიც მამას ავტომობილში ელოდებოდა. საქმე აღძრულია 179-ე, ყაჩაღობისა და  137-ე, გაუპატიურების მუხლებით. 

ჯერჯერობით უცნობია აღიარებენ თუ არა დაკავებულები დანაშაულს. როგორც ადგილობრივი მრევლი ყვება, დედაოს მდგომარეობა მძიმეა და მასთან კომუნიკაცია ჯერ არ ჰქონიათ. სავარაუდოდ, თავდამსხმელებს მონასტრიდან შემოწირულობით შეგროვებული ფულის წაღება სურდათ. 

„უკეთილშობილესი ქალია. არ ვიცი რა შეიძლება ითქვას. მსგავსი საშინელება არ გაგვიგია და გვინახავს. დედაო სასტიკად არის ნაცემი და გაუპატიურებული. ასეთ სისასტიკეს რომელი მხეცი ჩაიდენდა... ორნი ყოფილან, მესამე კი ერთ-ერთის არასრუწლოვანი შვილია, რომელიც მამას გარეთ, ავტომობილში ელოდებოდა. 

„არ ვიცი რისი წაღება უნდოდათ, ალბათ იფიქრეს, რომ მონასტერში შემოწირულობით შეგროვილი ფული იყო. სხვა რა უნდა ჰქონოდათ. მსგავსი სადიზმი პირველად გავიგე და ვნახე. 

„უმძიმესი მდგომარეობაა, ტვინის შერყევა აქვს და 70 წლის ქალი სასტიკად არის ნაცემი. მრევლმა გადაიყვანა საავადმყოფოში“, - ამბობს დედაოს ერთ-ერთი მრევლი.   

როგორც მრველის წევრები ყვებიან, დაკავებული მამაკაცებიდან ერთი ადგილობრივია, მეორე კი მისი სტუმარი. არ არის გამორიცხული, რომ ისინი ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ იმყოფებდონენ.   

„როგორც ვიცით, ერთი ადგილობრივია და მისი ამოცნობა დედაომ შეძლო. მეორე კი მისი სტუმარია. მასთან ყოფილა სახლში და ეს საშინელება ასე დაგეგმეს და თან ბავშვი წაიყვანეს. 

„დედაოსთვის უთქვამთ - ფული მოგვეციო. მან უპასუხა, რომ არაფერი ჰქონდა. ამაზე გაბრაზებულებმა შური ამ ფორმით იძიეს. რა უნდა ჰქონოდა, შემოწირულობიდან ცხოვრობს და თავი ძლივს გააქვს“, - მბობს „რეზონანსთან“ დედაოს  ერთ-ერთი მრევლი. 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×