ია აბულაშვილი
29.11.2022

ორ ბანაკად გაყოფილ მთავარ ოპოზიციურ პარტიაში დაპირისპირების მიზეზი ამჯერად მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანის მოთხოვნით 3 დეკემებრს „ქართული ოცნების“ ოფისთან დაგეგმილი აქცია გახდა. აქციის ინიციატორი ენმ-ის თავმჯდომარეობის ერთ-ერთი კანდიდატი ლევან ხაბეიშვილია. მისი თანაპარტიელების ნაწილი კი მიიჩნევს, რომ იმ ფონზე, როდესაც სასამართლომ სააკაშვილისთვის პატიმრობის გადავადების საკითხი უნდა განიხილოს, აქციის გამართვა მიზანშეწონილი არ არის.

ენმ-ის საპარლამენტო ფარქციის თავმჯდომარე ხატია დეკანოიძე აცხადებს, რომ ყველგან მივა, სადაც სააკაშვილის უფლებების დაცვის საკითხი დადგება, მაგრამ იცის რა სააკაშვილის გაცხადებული პოზიცია, შიშობს, რომ ახლა, როცა სასამართლოში სააკაშვილის სამედიცინო ექსპეტიზის დასკვნა და მისთვის პატიმრობის გადავადების შუამდგომლობა უნდა შევიდეს, „რაღაცნაირი აქტიურობა დამაზიანებული არ იყოს“.

სააკაშვილის ახლო მეგობარი და თანამებრძოლი ეკა ხერხელიძე კი აცხადებს, რომ სააკაშვილს სურს პოლიტიკიდან დისტანცირება და სთხოვს ყველას არ დააკავშირონ მისი სახელი პოლიტიკასთან.

„სააკაშვილს სურს პოლიტიკიდან დისტანცირება და აუცილებელია, რომ ყველამ, ვინც მას გულშემატკივრობს, უგულშემატკივრონ მის ჯანმრთელობას. ის სთხოვს ყველას უგულშემატკივრონ მის ჯანმრთელობას და არ დააკავშირონ პოლიტიკასთან. მე არ ვფიქრობ, რომ ლევან ხაბეიშვილი მანიპულირებს რამით, ყველაგან მივალ სადაც მიხეილ სააკაშვილის უფლებებს იცავენ“, - აცხადებს ეკა ხერხეულიძე.

რატომ ემიჯნებიან თანაპარტიელები ლევან ხაბეიშვილის დაანონსებულ აქციას, რომელიც სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანას ისახავს მიზნად? პოლიტოლოგი რამაზ საყარელიძე აცხადებს, რომ მიზეზი ხაბეიშვილის არასწორი პოზიციაა.

„ხაბეიშვილს, როგორ ჩანს, ძალიან უნდა თავმჯდომარეობა და სააკაშვილი საერთოდ დაავიწყდა. დავიწყდა მისი პოზიცია - „ჩემს საკითხს პოლიტიკასთან ნუ დააკავშირებთო“. მიშა გამოსავალს აქციებში რომ ხედავდეს, აქამდე ათასჯერ მოუწოდებდა თანაპარტიელებს „ჩამოიშალოს ეს ხელისუთფლებაო“.

„ხებეიშვილი არ უსმენს სააკაშვილს და მოქმედებს ისე, როგორც მიშას კი არა, ხაბეიშვილს უნდა. მიზეზი, რატომ არ დაუდგნენ გვერდში თანაპარტიელები, სწორედ ესაა. ის დგამს დაუფიქრებელ ნაბიჯებს, მოქმედებს როგორც მას უნდა, თანაც არ არის წონიანი პოლიტიკური ფიგურა და არ სურთ მის გვერდით დგომა“, - განაცხადა „რეზონანსთან“ რამაზ საყარელიძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×