ია აბულაშვილი
06.09.2023

საქართველოს პრეზიდენტი, მთავრობის უარის მიუხედავად, ევროპულ ტურნეს აგრძელებს და შეხვედრებს მართავს ევროკავშირის ლიდერებთან. ვიზიტის ფარგლებში იგი უკვე შეხვდა გერმანელ კოლეგას, ევროპის საბჭოს პრეზიდენტს შარლ მიშელს. საფრანგეთის პრეზტიდენტ ემანუელ მაკრონთან შეხვედრის დროს კი, როგორც ზურაბიშვილი აცხადებს "საუბარი ჰქონდა საქართველოს ევროპულ კანდიდატურაზე".

ზურაბიშვილის გადაწყვეტილებას, რომელმაც მთავრობის უარისა და იმპიჩმენტის მუქარის მიუხედავად საქართველოს ევროინტეგრაციის მხარდასაჭერად ევროპული ტურნე დაიწყო, ქართულ პოლიტიკურ სპექტრში არაერთგვაროვანი შეფასებები მოჰყვა.

მმართველ გუნდში მიიჩნევენ, რომ პრეზიდენტი კონსტიტუციის ფარგლებში უნდა იყოს მოქცეული და ევროინტეგრაციის გზაზე მთავრობასთან ერთად მოქმედებდეს.

"მნიშვნელოვანი იქნებოდა, პრეზიდენტის მხრიდან აქტივობები მაშინ განხოციელებულიყო, როცა ევროპარლამენტი გაუმართლებელ რეზოლუციას ღებულობდა საქართველოზე, რამაც სტატუსის მინიჭების პროცესი დააზიანა. კარგი იქნებოდა, თუ მაშინ პრეზიდენტი ბევრად უფრო ხმამაღლა დაიცავდა საქართველოს პოზიციას"- განაცხადა პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ მაკა ბოჭორიშვილმა.

"ნაციონალურ მოძრაობაში" აცხადებენ, რომ თუ სალომე ზურაბიშვილს მართლაც სურს დაუახლოვდეს ევროპას, გაათავისუფლოს სააკაშვილი.

"ქალბატონი სალომე არის ივანიშვილის მაფიოზური და რუსული რეჟიმის ნაწილი, მათ დასვეს ამ თანამდებობაზე; ეს არის მათი შიდა ამბავი. ეს არ მოსწონთ, ზურაბიშივლი რომ გააქტიურდა ევროპის ფრონტზე და ევროკაშვირში დადის საქართველოს ადვოკატირებისთვის.

"არც "ნაციონალური მოძრაობა" და არც სხვა ოპოზიციური პარტიები არ აპირებს ხელისუფლების შიდა ბინძურ თამაშებში ჩართვას. მაგრამ, სალომე ზურაბიშვილს გვინდა მოვუწოდოთ, რომ ევროპელ მეგობრებთან ერთად სიარული ზოგადად კარგია, მაგრამ პირველ ყოვლისა, უნდა გააკეთოს ის, რაც საქართველოს კონსტიტუციით ევალება.

"თუ მას მართლაც სურს საქართველო დაუახლოვდეს ევროკავშირს და ევროპულ სტანდარტებს, უნდა გაათავისუფლოს უკანონო პატიმარი სააკაშვილი. ჯერ თავის საქმე გააკეთოს და მერე იაროს საზღვარგარეთ"- აცხადებს "ნაცმოძრაობის" ვეტერანი გია ბარამიძე.

პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე არ გამორიცხავს, რომ პრეზიდენტმა შესძლო დაერწმუნებინა ევროპელი ლიდერები, რომ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მიღება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

"გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოს პრეზიდენტს ძალიან მaღალი დონის შეხვედრები აქვს ევროპაში - შეხვდა შარლ მიშელს, საფრანგეთის პრეზიდენტს გერმანელ კოლეგას, უნდა ვივარაუდოთ, რომ საკმაოდ წარმატებული ვიზიტი იქნება.

"იკვეთება ისიც, რომ ჩვენი პარტნიორების პოზiცია განსხვავებულად შეიცვალა და მათი ინტერესი იზრდება. პრეზიდენტმა დაარწმუნა ევროპელი ლიდერები, რომ ჩვენთვის სტატუსის მიღება არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი.

"ამ შეხვედრებზე ასევე საუბარი იქნებოდა მომავალ არჩევნებთან დაკავშირებით, პოლარიზაციასთან დაკავშირებით და ევროპელი ლიდერები სწორედ ქვეყნის პირველი პირიდან მიიღებენ ინფორმაციას ქვეყანაში არსებულ მდგომარეობაზე. ასე, რომ მნიშვნელოვანი პოლიტიკური ვიზიტი იქნება"- განაცხადა "რეზონანსთან" ვახტანგ ძაბირაძემ.

ექსპერტი პეტრე მამრაძე დარწმუნებლია, რომ სალომე ზურაბიშვილის ევროპულ გზავნილებში ახალი არფერი იქნება. ტრადიციულად ის, რომ ქართველი ხალხი იმსახურებს კანდიდატის სტატუსს და არა მთავრობა.

"რა თქმა უნდა, საინტერესოა რას იტყვის ზურაბიშვილი როდესაც დაბრუნდება, მაგრამ არა გვaქვს გარანტია იმისა, რომ სრულად მოჰყვება იმას თუ რა ელაპარაკა ლიდერებს, რომლებსაც შეხვდა და ისინი რას ეუბნებოდნენ.

"ადვილი გამოსაცნობია რასაც იტყვის, რომ ქართველი ხალხი, რომელიც მოწადინებულია მიიღოს კანდიდატის სტატუსი, ამას იმსახურებს, მაგრამ არავითარ შეთხვევაში არ იტყვის, რომ საქართველო უსწრებდა უკარაინასაც და მოლდოვასაც, მაგრამ სტატუსი არ მისცეს.

"ეს განცხადება მას მაშინაც უნდა გაეკეთებინა და ახლაც ევროპაში ლიდერებთან შეხვედრების დროს, რომ ეს არის დიდი უსამართლობა; სალომე ზურაბიშვილი თავის სასარგებლო საქმეს აკეთებს და არა ქვეყნისთვის, განა ცოტაა ზურაბიშვილისთვის, როცა ევროპელი ლიდერები ამბობენ- აი ნამდვილი ევროპელი ლიდერი ქალბატონი, რომლის ძალისხმევასაც ვაფასებთ, ევროპის ტელევიზიები კი გადაცემებს აკეთებენ..."- განაცხადა "რეზონანსთან" პეტრე მამრაძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2023 by Resonance ltd. . All rights reserved
×