ნაზი ბერიძე
07.09.2023

„ქართული ოცნების" წევრი, დეპუტატი ლადო კახაძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა კონსტიტუცია დაარღვია და შესაბამისად, ყველამ ხელი უნდა მოაწეროს საკონსტიტუციო სასამართლოში წარსადგენ განცხადებას, რომელიც „ქართულმა ოცნებამ" მოამზადა.

„რატომ ვიყავი ზურაბიშვილის აქტიური მხარდამჭერი რამდენიმე წლის წინ და დღეს რატომ ვაკრიტიკებ? არაფერი არ შეცვლილა, მე პოზიციებს არ ვცვლი. მე კიდევ ვამბობ, იმ გაწყვეტილი კავშირის აღდგენილი გზა სწორად მიმაჩნდა. მაშინ კონსტიტუცია დარღვეული არ ჰქონდა. როგორ ფიქრობთ, ჩემმა მეგობარმა რომ დაარღვიოს რამე, არ უნდა ვუთხრა?

„კონსტიტუცის წინაშე უნდა ვიყოთ ძალიან ფრთხილი და დარღვევის შემთხვევაში, რომელიც ასე აშკარაა, რომ არ მივუთითო, ეს გამორიცხულია.

„მაგალითად, მე ექიმი ვარ და იმას რომ რამე დაავადება სჭირდეს, არ ვუთხრა, რომ ეს დაავადება გჭირს და უნდა განიკურნო? არ დავეხმარო? კიდევ ერთხელ ვამბობ - ეს არის პრევენციული ღონისძიება პრეზიდენტის მიმართაც და ნებისმიერი თანამდებობის პირის მიმართაც, რომელიც კონსტიტუციას არ მოეპყრობა ისე, როგორც კონსტიტუცია იმსახურებს.

„სიტყვა „იმედგაცრუებას" მე არ ვიყენებ მაგრამ, რაც არ მომწონს, ყოველივეს აღვნიშნავ დელიკატურად. მე მოსმენილი მაქვს საჯარო სივრცეში, პრეზიდენტის მიმართ როგორი უდიერი სიტყვები ვრცელდება დღევანდელი ოპოზიციის მხრიდან, რომელიც დღეს მხარს უჭერს პრეზიდენტს და მე ახლა ამ კატეგორიას არ ვეკუთვნი.

„ჩვენ ახლა ამ საკითხს განვიხილავთ ცოტა უფრო მაღალ დონეზე, იმიტომ, რომ პრეზიდენტი თავად გახლავთ კონსტიტუციის გარანტი. კონსტიტუციის დარღვევის უფლება არავის და განსაკუთრებით ყველაზე პასუხისმგებლიან თანამდებობის პირს - პრეზიდენტს არ ეკადრება.

„ახლა ეს პროცედურაც იმიტომ არის წამოწყებული, რომ ევროატლანტიკური სივრცის ადამიანები, ჩვენ ვინც გველოდებიან ევროპულ ოჯახში, იმათ დაინახონ, რომ ქვეყანაში არის ძალა, რომელიც კონსტიტუციის დარღვევას ყურადღებას აქცევს", - განაცხადა კახაძემ „რეზონანსთან".

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×