ია აბულაშვილი
08.11.2023

ევროკომისიამ საქართველოს კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე დადებითი რეკომენდაცია გასცა. ევროკომისის პრეზიდენტის ურსულა ფონ დენ ლაიენის განცხადებით, კომისია რეკომენდაციას უწევს, რომ საქართველოს მიენიჭოს კანდიდატის სტატუსი.

ევროკომისიის გადაწვეტილებას უკვე მოჰყვა პირველი შეფასებები საქართველოში. პრემიერ-მინიტრის ირაკლი ღარბიაშვილის შეფასებით, ეს არის ისტორიული გამარჯვება და აღიარება, რომელიც ეკუთვნის ქართველ ხალხს და საქართველო გააგრძელებს გზას ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრობისკენ.

"ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე დარწმუნებულია, რომ ევროპული საბჭოს საბოლოო გადაწყვეტილება საქართველოში პოლიტიკური პროცესების დერადიკალიზაციას შეუწყობს ხელს.

"20 თვეზე მეტი გავიდა, მას შემდეგ, რაც საქართველომ კანდიადატის სტაუსის მისაღებად განაცხადი შეიტანა. ამ 20 თვის განმავლობაში ქვეყანამ მრავალი სირთულე გამოიარა. სტატუსის მიღების საბოტაჟით დაწყებული, რევოლუციის მცდელობით დამთავრებული. დარწმუნებული ვარ, ევროპული საბჭოს 15 დეკემბრის საბოლოო გადაწყვეტილება საქართველოში პოლიტიკური პროცესების დერადიკალიზაციას შეუწყობს ხელს"- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ოპოზიცია კვლავ კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს ქვეყნისთვის სტატუსის მინიჭების პერსპექტივას; მათი შეფასებით, საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ არის და მხოლოდ რეკომენდაცია გაიცა.

"ეს დადებითი რეკომენდაცია მთლიანად ევროპის გეოპოლიტიკური ინტერესი და ქართველი ხალხისთვის წინასწარ გაცემული კრედიტია. რაც პასუხიმგებლობას გვაკისრებს, ევროპულ დღის წესრიგს და ცხოვრების წესს დავუბრუნოთ ჩვენი ქვეყანა.

"უნდა გვახსოვდეს, რომ ერთი მავნებლობაც ჩვენი მთავრობის მხრიდან, დარჩენილ ერთ თვეში, და ევროპული საბჭოს მხრიდან სტატუსის გაცემის ალაბათობა შემცირდება. ამიტომ ერთი თვე ქართველებმა უნდა შევძლოთ და გავანეიტრალოთ ხელისუფლება და კბილებით მივიტანოთ ეს დადებითი რეკომენდაცია, ევროპულ საბჭოში ისე, რომ სტატუსის მინიჭების გადაწყვეტილება კითხვის ნიშნის ქვეშ არ დადგეს"- აცხადებს ნიკა გვარამია.

პოლიტოლოგი რამაზ საბყვრელიძე ევროკომისიის 8 ნოემბრის გადაწვეტილებას მნიშვნელოვანს უწოდებს და აცხადებს, რომ საქართველომ ძალიან საინტერესო და არაორდინალური გზა გაირა ამ სტატუსიის ძებნაში.

"საქართველომ ძალიან საინტერესო და არაორდინალური გზა გაირა ამ სტატუსის ძებნაში. კანდიდატის სტატუსს ექნება ის მნიშვნელობაც, რომ არ იქნება ქვეყანაში რევოლუციის საბაბი, თუმცა, ოპოზიცია რიტორიკას და სტილს არ შეიცვლის და იქნება ჩასაფრებული რა გამოძებნოს საჭიდაოდ ხელისუფლებასთან"- აცხადებს რამაზ საყვარელიძე.

პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე მიიჩნევს, რომ ევროკომისიის მიერ გაცემული დადებითი რეკომენდაცია არის ნიშანი იმისა, რომ საქართველო კანდიდატის სტატუსს მიიღებს.

"რადაგნ მიღებულია პოლიტიკური გადაწყვტილება, ამ ფონზე გარანტიას ვერ დავარქმევთ, მაგრამ, არის იმის მოლოდინი, რომ საბოლოო გადაწყვეტილება იქნება სასარგებლო და საქართველო მიიღებს კანდიდატის სტატუსს.

"რა თქმა უნდა, იქნება ვალდებულებები, რაც არის შესარულებელი. ვალდებულებები გვექნება შესასრულებებლი. რეალობა კი ისაა, რომ დღეს ქვეყანაში არის სიმშვიდე, თუმცა სტატუსი რომც არ მოეცათ, ამას მძლავრი საპროტესტო აქცია არ მოჰყვებოდა"- განაცხადა "რეზონანსთან" ვახტანგ ძაბირაძემ.

ექსპერტი პეტრე მამრაძე აცხადებს, რომ ოპოზიციას გეგმები ჩაეშალა.

"დესტრუქციული ოპოზიციის გათვლა იყო, რომ საქართველოს არ მიეღო კანდიდატის სტატუსი და ამის შემდეგ ხალხი ქუჩაში გამოსულიყო, მოეთხოვა რიგგარეშე არჩევნები და გაემარჯვა, ეს გეგმა ჩაიშალა, ხალხი ქუჩაში არ გამოვა.

"მაგრამ, ოპოზიცია ყველაფერს ეცდება, სატელევიზიო გამოსვლებით, პარლამენტში პერფორმანესებით სიტუაცია დაძაბოს. მათი ლუსტრაცია უკვე მოხდა და ხალხი მასობრივად ქუჩაში არ გამოვა, რადგან კარგად დაინახეს ვინ არის პროდასავლელი.

"მიხარია, რომ ხალხში დომინირებს რეალისტური მიდგომა, ერთადერთი შანსი რომ გადავრჩეთ არის რეალობა. რაც შეეხება საბოლოო გადაწყვეტილებას სტატუსთან დაკავშირებით, რადგან რეკომენდაცია გაიცა, ჯერ არ ყოფილა შემთხვევა კანდიდატის სტატუსი არ მიეცათ.

"საქართველოს დამსახურებულად ეკუთვნოდა სტატუსი ჯერ კიდევ შარშან. უკრაინასა და მოლდოვაზე ადრე უნდა მიეღო კანდიდატის სტატუსი"- განაცუხადა "რეზონანსთან" პეტრე მამრაძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×