გუშინ დევნილებმა საპროტესტო აქცია სუბელიანის უწყებასთან გამართეს, ხვალ კი ეკონომიკის სამინისტროსთან შეიკრიბებიან თიკო ოსმანოვა (29.07.2010) გამომცემლობა "სამშობლოს" ყოფილი შენობიდან გამოსახლებული დევნილები ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროსგან თბილისში საცხოვრებელი ფართებით დაკმაყოფილებას ითხოვენ. ამ მოთხოვნით გუშინ ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს წინ სხვასადხვა კომპაქტურად ჩასახლებულ ადგილებში მცხოვრები 100-მდე დევნილი შეიკრიბა. აქციას ორგანიზატორობას "კონსერვატიული" პარტიის ერთ-ერთი ლიდერი ლაშა ჩხრატიშვილი უწევდა. მისი ცნობით, სამინისტროს შეთავაზება საცხოვრებელი ფართებით რეგიონებში დაკმაყოფილებსთან დაკავშირებით დევნილებისთვის მიუღებელია, რადგან მათ მოუწევთ სამსახურის და სხვადასხვა შემოსავლის წყაროს დაკარგვა. "დევნილების გასახლება რეგიონებში ნიშნავს მათ დაღუპვას და უმუშევრად დარჩენას, რადგან ამ ადამიანებმა წლები მოანდომეს დედაქალაქში ადგილის დამკვიდრებას, ახლა კი მათი გასახლება რეგიონში ყოვლად შეუძლებელია. ამასთანავე, ვინც ბიოლოგია, ისიც ეცოდინება, რომ მათი ზაფხულში გასახლება არ შეიძლება, რადგან მიწაზე მუშაობა გაზაფხულზე იწყება, ახლა კი თუ გაასახლებენ, დევნილები შიმშილით დაიხოცებიან", - განაცხადა ჩხარტიშვილმა. თავად დევნილების თქმით კი ის სოფლები, რომლებსაც სამინისტრო სთავზობთ, საცხოვრებლად უვარგისია, რადგან, მათი თქმით, იმ სოფლებში მიწა მოსავალს არ იძლევა და ადგილობრივი მკვიდრებიც კი აღარ ცხოვრობენ. გუშინვე გამომცემლობა "სამშობლოდან" გამოსახლებულ დევნილებს სოლიდარობა ჟურნალისტთა კავშირმა "სხივმა" და სხვა კომპაქტურად ჩასახლებულ ადგილებში მცხოვრებმა დევნილებმაც გამოუცხადეს. მათი თქმით, ისინი აპროტესტებენ სამინისტროს გადაწყვეტილებას და გასახლებულ დევნილებს თანადგომას უცხადებენ. ჟურნალისტთა კავშირის გაზეთ "სხივის" რედაქტორმა თამაზ ბიბილურმა, რომელიც აქციაზე დევნილებთან ერთად იმყოფებოდა, განაცხდა, რომ დევნილების მხარდაჭერის მიზნით ის გამომცემლები, რომლებიც "სამშობლოს" შენობაში იყვნენ განთავსებულნი, აღნიშნული შენობის დასაცავად საერთაშორისო მონიტორნგს დაიწყებენ. "ჩვენ გამომცემლობა "სამშობლოს" გასხვისების წინაღმდეგ დიდი ხნის წინ გამოვედით და რამდენიმე აქციაც გავმართეთ. ფართო მასშტაბიანი აქციის გავმართავსაც ვგეგმავდით, მაგრამ ვინაიდან აღნიშნულ შენობაში დევნილები შესახლდნენ, მათთვის ტკივილი რომ არ მიგვეყენებინა, პროტესტისგან თავი შევიკავეთ", - განუცხადა შეკრებილ საზოგადოებას ბიბილურმა. აქციის მონაწილეებმა მოგვიანებით ლტოლვილთა და განსახლების მინისტრთან შეხვედრაც ითხოვეს, თუმცა სუბელიანის უწყებიდან მათ არავინ გამოხმაურებია. კომენტარი გააკეთა მხოლოდ ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს პრესსამახურმა, ისიც მხოლოდ ჟურნალისტებისთვის. სამინისტროს პრესსამსახურის წარმომადგენლის ეკა გულუას თქმით, სამინისტრო თავის შეთავაზებას არ ცვლის და დევნილებს რეგიონების მიხედვით სრულად რეაბილიტირებულ ფართებს საკუთრებაში სთავაზობს. თავად გამომცემლობა "სამშობლოს" შენობიდან გამოსახლებული დევნილები კი ამბობენ, რომ სამინისტრო მათ მოტყუებას ცდილობს და რეალურად მათ საცხოვრებლად უვარგის ფართს სთავაზობს, თანაც დაკანონების გარეშე. სოხუმიდან ერთ-ერთი დევნილი თამუნა მილორავა აცხადებს, რომ მას სამინისტროს შემოთავაზების არ სჯერა. მისივე თქმით, "სამშობლოდან" გამოსახლებულ დევნილთა ნაწილი გორში გადაიყვანეს, თუმცა ღამეს ავტობუსში ათენენ, რადაგნ საცხოვრებლად უვარგისი შენობები შესთავაზეს. "ვითომ გარემონტებულ შენობებს გაძლევთო, მაგრამ მე არ მჯერა. ჩვენი მეზობლების ნაწილი, ვინც გორში გაიყვანეს, ღამეს ფერმაში და ავტობუსში ათევენ - საცხოვრებლად უვარგისი ადგილიაო. იქ მიწაც უვარგისი ყოფილა, მოსავალი საერთოდ არ მოდის და უკან დაბრუნებას ითხოვენ", - ამბობს "რეზონანსთან" საუბარში მილორავა. ერთ-ერთი დევნილი მონიკა კვატანიაც ამბობს, რომ ის სოფლები, რომლებსაც სამინისტრო მათ საცხოვრებლად სთაზობს, უვარგისია და მიუვალ ადგილას მდებარეობს. კვატანიას თქმით, ზუგდიდის რაიონი სოფელ ფოცხოში ადგილობრივი მკიდრებიც კი არ ცხოვრობენ, რადგან მიწა მოსავალს არ იძლევა. "ორი შვილი მყავს ასთმიანი, ერთი ახლაც იაშვილის კლინიკაში მიწევს, ერთი კი ექიმების ნებართვის გარეშე გამოვიყვანე, რადგან ბუნებრივ კვებაზე მყავს. როდესაც დამირეკეს და მითხრეს, გვასახლებენო, იძულებული ვიყავი გამოვსულიყავი საავადამყოფოდან, რადგან წასასვლელი არსად მაქვს, მაგრამ სამინისტროში მითხრეს, რომ ან წადი სოფელ ფოცხოში ან კიდევ სადაც გინდა იქ წადიო. არადა ჩემი შვილები დასავლეთში ვერ იცხოვრებენ", - უთხრა "რეზონანსს" კვატანიამ, რომელიც აქციაზე მძინარე მცირეწლოვან შვილილთან ერთად იმყოფებოდა. აქციაზე დაძაბული ატმოსფერო იყო. აქციის დასარულს 26 ივლისს "სამშობლოდან" იძულებით გამოსახლებისას პოლიციის მიერ დაკავებული დევნილის მამამ შენობაში შესვლა და მისი შვილის გათავისუფლება მოითხოვა, თუმცა აქციის ორგანიზატორმა ლაშა ჩხარტიშვილმა მას სიმშვიდისკენ მოუწოდა, რადგან, ჩხრატიშვილის თქმით, შესაძლოა რაიმე პროვოკაციას ჰქონდეს ადგილი. შეგახსენებთ, რომ გამომცემლობა "სამშობლოს" შენობაში მცხოვრები 300-მდე ოჯახი 26 ივლის საპატრულო პოლიციის მეთვალყურეობით გაასახლეს, რის შედეგადაც დევნილებსა და პოლიციას შორის მცირე შეხლა-შემოხლაც მოხდა. დაკავებულია ერთ-ერთი დევნილი ბიჭი, რომელსაც ერთთვიანი პატიმრობა შეუფარდეს. "ამას გამოშვება კი არა, გამოყრა ჰქვია. ათასი პოლიციელი დაგვადგა. ასეთი საძაგლობა აფხაზეთის ომის დროსაც კი არ ყოფილა, ერთი ადამიანი კრუნჩხვებში ჩავარდა. ისეთი შიში გადავიტანეთ, რომ ამის აღწერა შეუძლებელია. ბარგი გარეთ გადმოგვიყარეს, ნახევარმა დევნილმა დაკარგა საკუთარი ტანისამოსიც კი, სრული ქაოსი იყო. "ორი შვილი მყავს. არ ვიცი, სად წავიდე. მეუბნებიან, რომ მამაშენმა აიღო კუთვნილი კომპენსაცია და მას მოსთხოვეო. მე კი მამაჩემი 5 წელია, არ მინახავს, რადგან სხვა ოჯახი ჰყავს, მაგრამ დედაჩემთან ოფიციალურად არ არის განქორწინებული, რის გამოც მედავებიან და კომპენსაციას არ მაძლევენ. ჩვენმა მთავრობამ დევნისა და ადამიანების მოკვლის მეტი არაფერი იცის. გამიმწარეს სიცოცხლე, ბარემ მომკლან, რაღას მაწვალებენ ამდენს", - ამბობს "რეზონანსთან" საუბარში სოხუმიდან დევნილი თამუნა მილორავა. ის, რომ დევნილებმა ფულადი კომპენსაცია აიღეს და უკანონოდ სარგებლობენ სახელმწიფოსგან ფართის გამოყოფით, ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრო ამაზე უკვე დიდი ხანია საუბრობს და დევნილების ნაწილს ფულის მითვისებაშიც ადანაშაულებს. აღნიშნული ბრალდებები გუშინ აქციაზე ლაშა ჩხრატიშვილმაც გაიხსენა. მან ამის გამოსაძიებლად დევნილებს სპეციალური კომისიის შექმნაც შესთავაზა. დევნილებმა ამაზე თანხმობა ხელის აწევით გამოხატეს. ამასთან, ჩხრტიშვილმა განმარტა, რომ მსგავსი ბრალდება ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრომ ერთ-ერთ ქალბატონსაც წამოუყენა, თუმცა ამ ქალბატონს აქვს დამამტკიცებელი საბუთი, რომ მისი ძმა 2001 წელს გარდაიცვალა და შესაბამისად, 2004 წელს კუთვნილ კომპენსაციას ვერ აიღებდა. ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროსთან დევნილების აქცია დახლოებით ერთი საათის განმავლობაში გრძელდებოდა. დევნილები მორიგ აქციას ეკონომიკის სამინისტროსთან პარასკევს გამართავენ. |
| დატოვე კომენტარიკომენტარები (0) კომენტარის დატოვებისათვის უნდა გაიაროთ ავტორიზაცია(თუ ხართ "რეზონანსის web–კლუბის წევრი), ან გაიაროთ რეგისტრაციის უმარტივესი პროცედურა და შემდეგ –– ავტორიზაცია. შესაბამის ველები საიტის ზედა ზოლშია | |
|
|
მთავარი გვერდის პერსონალიზაცია
აუდიო–ინტერვიუ  როგორც სამხედრო ექსპერტი ირაკლი სესიაშვილი აცხადებს, ნატოს მუდმივი წარმომადგენლობის გახსნა საქართველოში ნატოში შესვლიათვის გასაღები ვერ იქნება. თუმცა ექსპერტის განმარტებით, ასეთი ურთიერთობა იმის იმედს იძლევა, რომ ნატო უფრო მეტად დაკავდება საქართველოს პრობლემებით - განსაკუთრებით შიდა რეფორმებით, რომელიც დემოკრატიისათვის არის ძალიან მნიშვნელოვანი. აუდიო–ინტერვიუ  “დღეს დასავლეთი ცდილობს რაც შეიძლება შეამციროს კონფრონტაციული ინტონაცია რუსეთთან ურთიერთობაში, რაც შეიძლება მეტ დარღვევაზე თქვას, რომ “ეს არაფერია”, რათა დაძაბულობის ტალღა ხელახლა არ წამოვიდეს საერთაშორისო ურთიერთობებში,”- აცხადებს პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე ბერნარ კუშნერის განცხადების კომენტირებისას. აუდიო–ინტერვიუ  “ბოლო გამგეობის სხდომაზე ზურაბ ნოღაიდელს სრული მანდატი მივეცით, რომ არამარტო ოქრუაშვილს (ვისაც უკვე ელაპარაკა), არამედ სხვებსაც ელაპარაკოს ამ გაერთიანებაზე. მაგრამ შედეგები არ ვიცი. ვფოქრობ, რაიმე კონკრეტული შედეგი რომ ყოფილიყო, ალბათ, უკვე შეგვკრებდა,” - აცხადებს მოძრაობის “სამართლიანი საქართველოსთვის” წევრი პეტრე მამრაძე ზურაბ ნოღაიდელისა და ირაკლი ოქრუაშვილის შესაძლო გაერთიანების კომენტირებისას.
(22.07.2010)
(25.05.2010)
(19.05.2010)
(17.05.2010)
(16.05.2010)
(03.05.2010) ვინ შეიძლება ყოფილიყო შშს-ს ის მაღალჩინოსანი, რომელიც, ავსტრიის პოლიციის მონაცემებით, სახელმწიფო გადატრიალებას გეგმავდა? გამოკითხვის დასრულება 03.07.2010
| კახა თარგამაძე(25.758%) |
| ირაკლი კოდუა(27.273%) | | ვიღაც სხვა(3.03%) | | არავინ, ავსტრიის პოლიცია შეცდა(25.758%) | | მიჭირს პასუხის გაცემა(18.182%) | რა მოტივებით ხელმძღვანელობდა ხელისუფლება გორის ცენტრიდან სტალინის ძეგლის აღებისას? გამოკითხვის დასრულება 03.07.2010
| ისტორიული სამართლიანობის აღდგენა(24.138%) |
| სტალინის ისტორიული როლის დაკნინება(20.69%) | | პასუხი ქუთაისში აფეთქებული მემორიალის სანაცვლოდ მოსკოვში ახალი მემორიალის აშენებაზე(3.448%) | | საერთოდ უყვარს ყველაფრის ნგრევა(46.552%) | | მიჭირს პასუხის გაცემა(5.172%) | რითია გამოწვეული ბოლოდროინდელი გადაჯგუფებები ოზოპიციაში? გამოკითხვის დასრულება 20.06.2010
| პროდასავლური ძალების დასუსტებით(9.302%) |
| პრორუსული ძალების გაძლიერებით(23.256%) | | ორივეთი ერთად(20.93%) | | ჩვეულებივი პოლოტიკური პროცესია(44.186%) | | მიჭირს პასუხის გაცემა(2.326%) | როგორ ფიქრობთ, მოსალოდნელია თუ არა ფასების შემდგომი ზრდა? გამოკითხვის დასრულება 20.06.2010
| დიახ, ფასები გაიზრდება(86.957%) |
| შენარჩუნდება იგივე დონეზე(8.696%) | | არა, შემცირდება(2.174%) | | მიჭირს პასუხის გაცემა(2.174%) | როგორ ფიქრობთ, კიდევ გაუფასურდება თუ არა ლარი? გამოკითხვის დასრულება 13.06.2010
| არსებული კურსი შენარჩუნდება(11.613%) |
| ლარი მკვეთრად გაუფასურდება(24.516%) | | თანდათანობით გაუფასურდება(45.806%) | | გამყარდება(7.742%) | | მიჭირს პასუხის გაცემა(10.323%) | როგორი უნდა იყოს ოპოზიციის მოქმედების გეგმა გამოკითხვის დასრულება 13.06.2010
| დაელოდოს 2012 წლის არჩევნებს(22.436%) |
| გამართოს კონსულტაციები საარჩევნო გარემოს შემდგომი გაუმჯობესებისათვის(38.462%) | | გამართოს აქციები ვადანდელი არჩევნების დანიშვნისათვის(36.538%) | | მიჭირს პასუხის გაცემა(2.564%) | რას ელოდებით ახალი საკრებულოსა და მერისაგან? გამოკითხვის დასრულება 06.06.2010
| სოციალური საკითხების გადაჭრას(12.676%) |
| ქალაქის კეთილმოწყობას(12.676%) | | უმეშებრობის შემცირებას(5.634%) | | მიწისძვრით დაზარალებულთა დახმარებას(0%) | | კარგ არაფერს ველოდები(69.014%) | რამდენად შეესაბამებოდა არჩევნების შედეგები ამომრჩეველთა ნებას? გამოკითხვის დასრულება 06.06.2010
| შეესაბამება(17.949%) |
| უფრო სეესაბამება(6.41%) | | უფრო არ შეესაბამება(6.41%) | | არ შეესაბამება(66.667%) | | მიჭირს პასუხის გაცემა(2.564%) |
|