გიორგი ფუტკარაძე (29.07.2010) სამოქალაქო მოძრაობამ "სოლიდარობა უკანონო პატიმრებს" პენიტენციური სისტემის ხუთთვიანი მონიტორინგის შედეგები წარმოადგინა და 7 - პუნქტიანი დასკვნა დადო, სადაც ნათქვამია, რომ პენიტენციურ სისტემაში ვითარება ძალიან მძიმეა. მოძრაობის მიერ შესწავლილი 300 პატიმრის საქმის მიხედვით (ბათუმის საპყრობილეში, რუსთავის N2, N1 კოლონიაში, რუსთავის მე-6 საპყრობილეში, გეგუთის N8 კოლონიაში. გლდანის N6 საპყრობილეში) გაკეთებულ დასკვნაში ნათქვამია, რომ ძირითადი პრობლემა არის საპატიმრო ადგილების გადატვირთვა, პატიმრებს მორიგეობით სძინავთ. ამასთან, საპატიმროებში პატიმართა მიმართ სასტიკი მოპყრობისა და ცემის, უფლებების დარღვევის ფაქტებმა იმატა. საპატიმროებში მაღალია პატიმართა სიკვდილიანობის რიცხვი, ასევე, პატიმრებს არ უტარდებათ ადექვატური საჭირო სამედიცინო დახმარება. მათი უმრავლესობა ვერ სარგებლობს ვადაზე ადრე პირობით გათავისუფლების უფლებით და ამით სარგებლობენ პრივილეგირებული პატიმრები. დასკვნაში მითითებულია, რომ მძიმე ავადმყოფი პატიმრების მიმართ არ იყენებენ სასჯელის გადავადების უფლებას. ასევე, ხშირია მსჯავრდებულთა გადაყვანა სხვადასხვა დაწესებულებაში რეჟიმის დარღვევით და ისე, რომ ოჯახის ინფორმირება და ამგვარი გადაწყვეტილების დასაბუთება არ ხდება. მოძრაობის თავმჯდომარე ეკა ბესელია ამბობს, რომ სასჯელაღსრულების სისტემაში "რენესანსის ხანა" არ დამდგარა, როგორც ეს სამინისტროში სტუმრობისას პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა. "ხუთთვიანი მონიტორიგის შედეგები გულისხმობდა კონკრეტული საქმეების შესწავლას და დასკვნა ყველაზე მწავე პრობლემებს ეხება. საბოლოო შედეგი მეტყველებს იმაზე, რომ არც ერთი წარმატებული რეფორმა ამ სისტემაში არ გვაქვს, ყველაზე მძიმე პრობლემებია სახეზე", - ამბობს ბესელია. მისი თქმით, პატიმართა მიმართ ცუდი მოპყრობის ფაქტები ხშირია, ასევე იშვიათად ხდება სამედიცინო დახმარების აღმოჩენაც. პატიმრის ოჯახები ინახავენ მათ ოჯახის წევრებს და მკურნალობისა და კვების ხარჯებსაც ხშირად იხდიან ხოლმე. "უმძიმესი ვითარებაა პენიტენციურ სისტემაში და ჩვენი მოძრაობის ფარგლებში ვიძლეოდით რეკომენდაციებს, სამინისტროსაც მივმართავდით, ევროსასამართლოსთვის საქმეების მომზადებით და ა.შ. "ძირითადი პრობლემა კვლავ საპატიმრო ადგილების გადატვირთვაა, პატიმრებს მორიგეობით სძინავთ. იმატა ციხეებში პატიმართა ცემის, უფლებების დარღვევებისა და სიკვდილიანობის ფაქტებმა. პატიმრების უმრავლესობა ვადაზე ადრე პირობით გათავისუფლების უფლებით ვერ სარგებლობს, ამ უფლებით მხოლოდ პრივილეგირებული პატიმრები სარგებლობენ", - განაცხადა ბესელიამ. ბესელიას განცხადებით, კითხვები, რომლებიც პატიმრების საქმეების შესწავლის შედეგად გაუჩნდათ, სასჯელაღსრულების მინისტრ ხათუნა კალმახელიძეს გაუგზავნეს, თუმცა პასუხი არ მიუღიათ. მაგრამ, მიუხედავად ამისა, მონიტორინგის პროცესი გაგრძელდება და 3-4 თვის შემდეგ ახალი დასკვნა დაიდება. სასჯელაღსრულების და პრობაციის სამინისტროში კი აღნიშნულ დასკვნას არ ეთანხმებიან. სამინისტროს პრესსამსახურის ხელმძღვანელი თეა სუხიშვილი ამბობს, რომ რეალური სურათი სხვანაირია. "დასკვნა არ შეესაბამება სიმართლეს. ორი ახალი საპყრობილე გაიხსნა, მესამეც მალე გაიხსნება. ყველაფერი კი იმას ემსახურება, რომ ვითარება გამოსწორდეს, რადგან მძიმე საბჭოთა მემკვიდრეობა მოჰყვება ამ სისტემას. უწყება და საპყრობილეები გადავიდა დასავლურ სტანდარტებზე და ეს დასკვნა არ ასახავს რელობას", - ამბობს სუხიშვილი.
|
| დატოვე კომენტარიკომენტარები (0) კომენტარის დატოვებისათვის უნდა გაიაროთ ავტორიზაცია(თუ ხართ "რეზონანსის web–კლუბის წევრი), ან გაიაროთ რეგისტრაციის უმარტივესი პროცედურა და შემდეგ –– ავტორიზაცია. შესაბამის ველები საიტის ზედა ზოლშია | |
|
|
მთავარი გვერდის პერსონალიზაცია
აუდიო–ინტერვიუ  როგორც სამხედრო ექსპერტი ირაკლი სესიაშვილი აცხადებს, ნატოს მუდმივი წარმომადგენლობის გახსნა საქართველოში ნატოში შესვლიათვის გასაღები ვერ იქნება. თუმცა ექსპერტის განმარტებით, ასეთი ურთიერთობა იმის იმედს იძლევა, რომ ნატო უფრო მეტად დაკავდება საქართველოს პრობლემებით - განსაკუთრებით შიდა რეფორმებით, რომელიც დემოკრატიისათვის არის ძალიან მნიშვნელოვანი. აუდიო–ინტერვიუ  “დღეს დასავლეთი ცდილობს რაც შეიძლება შეამციროს კონფრონტაციული ინტონაცია რუსეთთან ურთიერთობაში, რაც შეიძლება მეტ დარღვევაზე თქვას, რომ “ეს არაფერია”, რათა დაძაბულობის ტალღა ხელახლა არ წამოვიდეს საერთაშორისო ურთიერთობებში,”- აცხადებს პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე ბერნარ კუშნერის განცხადების კომენტირებისას. აუდიო–ინტერვიუ  “ბოლო გამგეობის სხდომაზე ზურაბ ნოღაიდელს სრული მანდატი მივეცით, რომ არამარტო ოქრუაშვილს (ვისაც უკვე ელაპარაკა), არამედ სხვებსაც ელაპარაკოს ამ გაერთიანებაზე. მაგრამ შედეგები არ ვიცი. ვფოქრობ, რაიმე კონკრეტული შედეგი რომ ყოფილიყო, ალბათ, უკვე შეგვკრებდა,” - აცხადებს მოძრაობის “სამართლიანი საქართველოსთვის” წევრი პეტრე მამრაძე ზურაბ ნოღაიდელისა და ირაკლი ოქრუაშვილის შესაძლო გაერთიანების კომენტირებისას.
(22.07.2010)
(25.05.2010)
(19.05.2010)
(17.05.2010)
(16.05.2010)
(03.05.2010) ვინ შეიძლება ყოფილიყო შშს-ს ის მაღალჩინოსანი, რომელიც, ავსტრიის პოლიციის მონაცემებით, სახელმწიფო გადატრიალებას გეგმავდა? გამოკითხვის დასრულება 03.07.2010
| კახა თარგამაძე(25.758%) |
| ირაკლი კოდუა(27.273%) | | ვიღაც სხვა(3.03%) | | არავინ, ავსტრიის პოლიცია შეცდა(25.758%) | | მიჭირს პასუხის გაცემა(18.182%) | რა მოტივებით ხელმძღვანელობდა ხელისუფლება გორის ცენტრიდან სტალინის ძეგლის აღებისას? გამოკითხვის დასრულება 03.07.2010
| ისტორიული სამართლიანობის აღდგენა(24.138%) |
| სტალინის ისტორიული როლის დაკნინება(20.69%) | | პასუხი ქუთაისში აფეთქებული მემორიალის სანაცვლოდ მოსკოვში ახალი მემორიალის აშენებაზე(3.448%) | | საერთოდ უყვარს ყველაფრის ნგრევა(46.552%) | | მიჭირს პასუხის გაცემა(5.172%) | რითია გამოწვეული ბოლოდროინდელი გადაჯგუფებები ოზოპიციაში? გამოკითხვის დასრულება 20.06.2010
| პროდასავლური ძალების დასუსტებით(9.302%) |
| პრორუსული ძალების გაძლიერებით(23.256%) | | ორივეთი ერთად(20.93%) | | ჩვეულებივი პოლოტიკური პროცესია(44.186%) | | მიჭირს პასუხის გაცემა(2.326%) | როგორ ფიქრობთ, მოსალოდნელია თუ არა ფასების შემდგომი ზრდა? გამოკითხვის დასრულება 20.06.2010
| დიახ, ფასები გაიზრდება(86.957%) |
| შენარჩუნდება იგივე დონეზე(8.696%) | | არა, შემცირდება(2.174%) | | მიჭირს პასუხის გაცემა(2.174%) | როგორ ფიქრობთ, კიდევ გაუფასურდება თუ არა ლარი? გამოკითხვის დასრულება 13.06.2010
| არსებული კურსი შენარჩუნდება(11.613%) |
| ლარი მკვეთრად გაუფასურდება(24.516%) | | თანდათანობით გაუფასურდება(45.806%) | | გამყარდება(7.742%) | | მიჭირს პასუხის გაცემა(10.323%) | როგორი უნდა იყოს ოპოზიციის მოქმედების გეგმა გამოკითხვის დასრულება 13.06.2010
| დაელოდოს 2012 წლის არჩევნებს(22.436%) |
| გამართოს კონსულტაციები საარჩევნო გარემოს შემდგომი გაუმჯობესებისათვის(38.462%) | | გამართოს აქციები ვადანდელი არჩევნების დანიშვნისათვის(36.538%) | | მიჭირს პასუხის გაცემა(2.564%) | რას ელოდებით ახალი საკრებულოსა და მერისაგან? გამოკითხვის დასრულება 06.06.2010
| სოციალური საკითხების გადაჭრას(12.676%) |
| ქალაქის კეთილმოწყობას(12.676%) | | უმეშებრობის შემცირებას(5.634%) | | მიწისძვრით დაზარალებულთა დახმარებას(0%) | | კარგ არაფერს ველოდები(69.014%) | რამდენად შეესაბამებოდა არჩევნების შედეგები ამომრჩეველთა ნებას? გამოკითხვის დასრულება 06.06.2010
| შეესაბამება(17.949%) |
| უფრო სეესაბამება(6.41%) | | უფრო არ შეესაბამება(6.41%) | | არ შეესაბამება(66.667%) | | მიჭირს პასუხის გაცემა(2.564%) |
|