სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    "დიალოგი არის ერთ-ერთი შემაკავებელი და მშვიდობის შემნარჩუნებელი, დროის მოგება ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია"
    ნინო ქეთელაური
    (21.03.2017)

     რუსეთის მხრიდან ოკუპირებულ აფხაზეთში დისლოცირებული ბაზების შეიარაღების გაძლიერებას სპეციალისტები "ძალების დემონსტრირებას" უწოდებენ და აცხადებენ, რომ რუსეთი დე-ფაქტო აფხაზეთს საკუთარი გეოპოლიტიკური ინტერესებისთვის იყენებს.

    შეგახსენებთ, რომ აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე საზენიტო-სარაკეტო სისტემების, ს-300 შეყვანის ფაქტი საერთაშორისო სადაზვერვო საზოგადოების, "ინფორმნაპალმ"-ის მოხალისეებმა დააფიქსირეს. მათ პირველადი ინფორმაცია აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიის მცხოვრებლებისაგან მიიღეს.

    მათივე ცნობით, 10 მარტს რუსეთიდან აფხაზეთში სარკინიგზო ეშელონი, დაახლოებით სამი ათეული ვაგონი შევიდა, მათ შორის ღია პლატფორმებითა და მსხვილგაბარიტებიანი მეტალოკონსტრუქციებით დატვირთული დიდბორბლიანი სატვირთო მანქანები.

    მათი ინფორმაციით, ახალი მესამე დივიზიონი ს-300 ოჩამჩირის ("ნაგვალოუს" პოლიგონის რაიონში) ან ალის რაიონში განთავსდება.

    აფხაზეთის უშიშროების ყოფილი მინისტრის ლევან კიკნაძის შეფასებით, რუსეთი რამდენსაც საჭიროდ ჩათვლის, იქ იმდენ შეიარაღებას შეიტანს და ამის შესახებ არავის დაეკითხება.

    "არსებობს ვარაუდიც, რომ ჩვენ ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელი გვაქვს მოწერილი, 28-დან უკვე უვიზო მიმოსვლა დაიწყება და შეიძლება რუსეთი იქ იმიტომ აძლიერებს თავის შეიარაღებულ ძალებს. მაგრამ მე მაინც ვფიქრობ, ის ამას იმისთვის არ აკეთებს, რომ მერე შეგვაშინებს."საქმე ისაა, რომ რუსი რამდენსაც საჭიროდ ჩათვლის, იქ იმდენ შეიარაღებას შეიტანს. არავის ამის შესახებ არ ჰკითხავს. სხვათა შორის, არც აფხაზებს", - ამბობს ლევან კიკნაძე და განმარტავს, რომ რუსეთი ამას ძალის დემონსტრირებისთვის აკეთებს.

    "ამას აკეთებენ იმიტომ, რომ ჩვენ გაგვაღიზიანონ. გარდა ამისა, აფ მისა, აფხაზეთის ტერიტორიაზე სამხედრო ძალების მოძლიერება პარალელურად სამხედრო კონტინგენტის გაზრდას გამოიწვევს. ეს კი რუსი მოსახლეობის რაოდენობის ზრდას ნიშნავს, რისკენაც დიდი ხანია რუსეთის ხელისუფლება მიილტვის", - აღნიშნავს ლევან კიკნაძე.

    ბრიგადის გენერალი, ანალიტიკოსი სამხედრო-პოლიტიკურ და უსაფრთხოების საკითხებში ამირან სალუქვაძე მიიჩნევს, რომ აღნიშნული ქმედება საქართველოს ვიზალიბერალიზაციის პროცესს არ უკავშირდება, რადგან რუსეთისთვის ეს არანაირი საფრთხე არ არის, რასაც ვერ ვიტყვით ნატო-საქართველოს დაახლოებაზე.

    "რუსეთისთვის საფრთხე ჩვენი ქვეყნის ნატოსთან დაახლოებაა. მით უმეტეს, ნატოს მხრიდან არაერთხელ გაკეთდა განცხადება, რომ საქართველო გასაწევრიანებლად მზად არის.

    "აქ სხვა ფაქტორებიც არის, ერთ-ერთია ნატოს შავი ზღვის რეგიონში გააქტიურება და ზოგადად მისი გაფართოების საკითხი, რაც რუსეთისთვის ყველაზე მტკივნეულია და არც მალავს.

    ხოლო ის, რომ კავკასიის რეგიონი რუსეთისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, ყველამ იცის. კავკასიის ნებისმიერი სახელმწიფო ნატოში - რუსეთისთვის მიუღებელია", - ამბობს ამირან სალუქვაძე და განმარტავს, რომ აფხაზეთში რუსეთის გააქტიურება კრემლის გრძელვადიანი გეგმის თანახმად მიმდინარეობს.

    "ის ახდენს საკუთარი შეიარაღებული ძალების განახლებას და მოდერნიზაციას. ძველი ტექნიკა, ფაქტობრივად, გამოჰყავთ ექსპლუატაციიდან და მის ნაცვლად იღებენ ახალ გამოშვებულ ტექნიკას. დღეს უკვე რუსეთის სამხედრო ტექნიკის 50%-ზე მეტი განახლებულია.

    "ბოლო რამდენიმე წელიწადში 5000-ზე მეტი ერთეული ტექნიკა: ტანკები, თვითმფრინავები, შვეულმფრენები, საზენიტო-სარაკეტო კომპლექსები, სარაკეტო სისტემები - ისკანდერები და ა.შ. აქვთ მიღებული. დანარჩენი ძველი ტექნიკის მოდერნიზება მიმდინარეობს.

    "ჩვენ რატომღაც გვგონია, რომ ეს შეიარაღება ყველგან წავა, გარდა კავკასიის ბაზებისა. ისინი გეგმურად მუშაობენ. რა თქმა უნდა, სამხრეთი და სამხრეთ-დასავლეთ მიმართულება, ანუ დონბასი, მათთვის არის პრიორიტეტული, თუმცა სხვა მიმართულებებითაც მიდის ტექნიკის შეტანა და გადაიარაღება", - ამბობს ამირან სალუქვაძე.

    მისი თქმით, რუსეთი ყველანაირ სცენარზე მუშაობს და ბოლო 5-10-წლიანმა დაკვირვებამ აჩვენა, რომ "წასულ მატარებელს კი არ მისდევენ, არამედ თვითონ ცდილობენ სცენარების შექმნას და გლობალურ პოლიტიკაზე ზეგავლენის მოხდენას".

    "ამ ყველაფერში, რა თქმა უნდა, არის პოლიტიკური ნაწილიც და გეგმური გადაიარაღებაც. როგორც ახალხან შევიტყვეთ, სამხრეთ სამხედრო ოლქში, ანუ ჩრდილოეთ კავკასიაში განლაგებულ სამხედრო ოლქს დაემატა კიდევ ერთი საერთო საჯარისო არმია.

    "იქ იყო 58-ე არმია, რომელიც ჩვენთვის კარგად ნაცნობია, 2011 წელს შეიქმნა 49-ე და ახლა კიდევ ერთი არმია დაემატა. წარმოიდგინეთ, ჯერ მარტო 58-ე არმია რა ძალას წარმოადგენდა ჩვენთვის და ახლა კიდევ უფრო გაძლიერებული 3 არმია. ასე რომ, სერიოზულ ძალასთან გვაქვს საქმე, რომელიც ჩვენთვის დიდ საფრთხეს წარმოადგენს", - ამბობს ამირან სალუქვაძე.

    სამხედრო ექსპერტის თქმით, ამ შემთხვევაში აფხაზეთი რუსეთისთვის სამხრეთ მიმართულებით მოქმედებების ერთ-ერთ შემადგენელ ნაწილს წარმოადგენს.

    "მე არ განვიხილავდი ამას ისე, თითქოს რუსეთი ახლა აფაზეთში რამეს გეგმავს. მათ იქ რაც უნდოდათ, 2008 წელს უკვე განახორციელეს, ჩვენ ამის აღკვეთა ვერ თუ არ მოვახდინეთ. ეს ცალკე ანალიზის საგანია. ასე რომ, ეს არის ერთიანი გეგმის ნაწილი და არა კონკრეტული მოქმედების", - ამბობს ამირან სალუქვაძე.

    მისი თქმით, ამ სიტუაციაში ქართულმა მხარემ დიალოგის რეჟიმში ყოფნა უნდა უზრუნველყოს, რადგან ურთიერთობის მხოლოდ ეს ფორმაა მშვიდობის შემანარჩუნებელი.

    "მე ყველთვის ვთვლიდი და ახლაც ასე ვფიქრობ, რომ მტერსაც უნდა ესაუბრო. არც ენამოჩლექით საუბარია საჭირო და არც ზედმეტი აგრესიულობით. მტერს უნდა ესაუბრო ისე, როგორც მოყვარეს. მით უმეტეს, ჩვენ სამეზობლოს ვერ შევიცვლით და დიალოგი არის ერთ-ერთი შემაკავებელი და მშვიდობის შემნარჩუნებელი. დროის მოგება ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია.

    "აქ ასევე ბევრია დამოკიდებული პუტინ-ტრამპის შეხვედრაზე. მათი ურთიერთობის გაყინვაც და დათბობაც, შესაძლოა, ორივე საფრთხის შემცველი აღმოჩნდეს ჩვენთვის.

    "დათბობის შემთხვევაში შესაძლოა მათ შორის ვაჭრობა შედგეს, ურთიერთობის გაყინვა კი დასვლეთთან დიალოგის არქონას ნიშნავს, რაც რუსეთის პოსტსაბჭოთა სივრცეში უარესად გააქტიურებას გამოიწვევს", - ამბობს ამირან სალუქვაძე და აღნიშნავს, რომ საქართველოს მხრიდან აუცილებელია გააზრებული, გონივრული პოლიტიკა როგორც დასავლეთის, ისე რუსეთის მიმართულებით და სახლმწიფოს განმტკიცება ეკონომიკური თუ ძალოვანი სტრუქტურების თვალსაზრისით.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (4)
    ჩაწერა სახელი
    jaba   (21.03.2017)
    batono zurab istorikosi brdzandebit da ver xvdebit, rom rusets iseti kaci moevlina aravis arafers rom ar dautmobs. ra amerika ris hineti, dominanti yvelafersi tviton aris. trampi ambobs rusettan dialogi aris sahiroo, xolo hveni sniri mtavroba eloda ras etyvis amewrikis sniri evropa. ratom gesiniat referendumi rom hatardes xalxs sait unda evropisken tu rusetisken?70 procenti rusets airhe vs da imitom esinia am mtavrobas referendumis. ak mxolod 10000 kaci cxovrobs kargad danarheni ki cudad cxovrobs. ise hven rom damoukidebeli saxelmwifo viyo amdeni xalxi sazqvargaret ar gaicevoda. hveni kveyana iqupeba, amas vera xvdebit istorikosi? 2021 wlis 16 martidan ra gvelis, tu icit es?

    ზურაბ ბეჟანიშვილი.ისტორიკოსი   (21.03.2017)
    საქართველო დამარცხებული რეცპუბლიკაა და მისი მხრიდან ინიციატივა,დაიწყოს ნებისმიერი=დიალოგ,აბაშიძე-კარასინობა თუ სხვა მოლაპარაკებები,ჩვენთვის წამგებიანია(მოლაპარაკებებს იწყებას წაგებული),რასაც ადასტურებს დღევანდელი პროცესები("ზოგჯერ თქმა სჯობს არა თქმასა,ზოგჯერ თქმითაც დაშავდების.)კრემლი შეგნებულად თავს არიდებს მოლაპარაკებებს და პროვოცირებს ინიციატივას ჩვენი მხრიდან.ამის შემდგომ იგი იქნება სრული დომინანტი.დღეს მსოფლიო პოლიტიკის განმსაზღვრელები არის სამი ქვეანა:აშშ,ჩინეთი და რუსეთი.სქართველომ ძირითადი ყურადღება-აშშ და ჩინეთზე გადაიტანოს და რუსეთის იგნორირება მოახდინოს.ამით თავის როლს გაზრდის და გეოპოლიტიკას გადაიყვანს ტექტონიკურ პოლიტიკასი. რუსეთი აუცილებლად დაიწყებს მოლაპარაკებებს.

    სიმონ   (21.03.2017)
    საქართველო უცხოეთის მასმედიაში 21 მარტი, 2017 წელი შინაარსი «Radio Voice of America - რადიო ამერიკის ხმა» (აშშ): ორმაგი ვეტო „ფარული მოსმენების კანონის მიმართ“ «Financial Times» (დიდი ბრიტანეთი): წერილი რედაქტორს: „აფხაზეთი საქართველოს ტერიტორიად განიხილება“ «Süddeutsche Zeitung» (გერმანია): ყირიმი რუსეთის იმპერიაში დიდი ხნით შევიდა, დონბასის ბედი კი აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთისას ემსგავსება «Boston Herald» (აშშ): რუსეთი აშშ-სთან ურთიერთობას არ გააუმჯობესებს // მოსკოვი ვაშინგტონის წინააღმდეგ მთელ მსოფლიოში საბრძოლო პოზას ღებულობს // „ბევრი ადამიანი ვერ აცნობიერებს, რომ თითქმის ათი წლის წინათ მომხდარი რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ რუსეთის არმია ჯერ ისევ სეპარატისტულ სამხრეთ ოსეთში რჩება“ «Печат» (სერბეთი): ვლადიმირ პუტინი და მიხეილ კუტუზოვის სტრატეგია // რუსეთის ახალმა გეოპოლიტიკურმა პოზიციამ პირველი სერიოზული შემოწმება 2008 წლის აგვისტოში გაიარა, როცა ქართულ არმიის მოქმედებას სწრაფად და გადამწყვეტად უპასუხა «Известия» (რუსეთი): თურქეთი ნატოს კონსენსუსს ურღვევს // ანკარის უთანხმოებამ ნატოს ზოგიერთ წევრთან შეიძლება ნატო-საქართველოს თანამშრომლობა შეზღუდოს

    იპოლიტე   (21.03.2017)
    საქართველოს მართებს დისტანცირება რუსული პოლიტიკისგან, სხვაინაირად ხომ ვიცით, როგორ იყენებს ის ყოველგვარ მომენტს, რომ მოგაქციოს გავლენის ქვეშ და დაგიმორჩილოს... ჩვენ მარტო ამ ძალასთან ვერაფერს გავხდებით, ამიტომ უნდა ვიტრიალოთ სამეგობროში, სწორედ მათ გვიხსნეს 2008 და აგრეთვე ჩვენმა შეუპოვრობამ მსოფლიო დაარწმუნა, რომ ჩვენ, ჩვენს დამოუკიდებლობას უბრძოლველად არ დავთმობთ, აქედან მოდის არ აღიარების პოლიტიკა და სარკოზი -მედვედევის ხელშეკრულება, ჩვენ უნდა მივაწვეთ ამ უკანასკნელს... ამას წინათ ისრაელის F-16-მა შიშის ზარი დასცეს რუსებს, ეხლა წარმოვიდგინოთ F-35-ს რა შეუძლიათ, ერთი ორი s-400-ის დაჩმორება, წარმოიდგინნეთ რა შედეგის მომცემი იქნება, ასე რომ ეს ფეჩის ტრუბები, რომელიც შემოზიდეს შეიძლება მალე ჯართში გახდეს ჩასაბარებელი...


    Copyright © 2006-2017 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter