სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    გია ხუხაშვილის განცხადებით, ქვეყანაში ორი დიდი დაჯგუფება იბრძვის დომინანტური მდგომარეობის მოსაპოვებლად
    თიკო ოსმანოვა
    16.05.2017

     "ჩავეპოტინო ხელისუფლებას და რაღაცნაირად შევქმნა საფუძველი, რომ მუდმივად ვიყო ხელისუფლებაში, ამ ქვეყანაში არავის არ გამოსვლია და არც გამოუვა. ამით კი არ გაიხანგრძლივებენ ხელისუფლებაში ყოფნას, პირიქით.

    "ამას თუ მიხვდებიან, კარგია, თუ არ მიხვდებიან, შეიძლება ტაქტიკური გამარჯვება მოიპოვონ, მაგრამ სტრატეგიულად დამარცხებულები არიან", - ამბობს "რეზონანსთან საუბრისას პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი, რომელსაც ქვეყანაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით ვესაუბრეთ.

    გია ხუხაშვილი: ზოგადად, სახალხო განხილვის პროცესს რაც ვაკვირდებოდი, ძალიან პირობითი იყო. სახალხო განხილვა ნიშნავს ხალთან კომუნიკაციას, აზრთა გაცვლა-გამოცვლას და აქედან დასკვნების გატანას. ის, რასაც ვაკვირდებოდი, იყო აბსოლუტურად ფარსი, დიდი დადგმული სპექტაკლი.

    სტიქიურადაც რომ ყოფილიყო იქ 200-300 ადამიანი დარბაზებში, რატომ ასახავდა ეს ადამიანები რეგიონების განწყობას, აბსოლუტურად გაუგებარია.

    გარდა ამისა, ხელისუფლებას თავიდანვე ნათქვამი ჰქონდა - თქვენ აქ რაც უნდა ილაპარაკოთ, არ მაინტერესებს, მე მაინც ჩემსას გავაკეთებ. მხოლოდ იმ შემთხვევაში შევცვლი, თუ დირექტორი, ვენეციის კომისია მეტყვის.

    ამათ თუ არ აინტერესებთ ხალხის აზრი, რა საჭირო იყო ე.წ სახალხო განხილვის მოწყობა?!

    რაც შეეხება თბილისს, დედაქალაქი უფრო თავისუფლად აზროვნებს და აქ სპექტაკლის დადგმა ბევრად უფრო რთულია, ვიდრე რეგიონებში. ხელისუფლებამ შეხვედრა თავიდან უნივერსიტეტში დანიშნა, მაგრამ მიხვდა, რომ ძალიან მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდებოდა, იმიტომ, რომ იქ ორგანიზებულად მდუმარე ხალხის მიყვანა გაუჭირდებოდა.

    ამიტომ გადაიტანეს ფილარმონიაში იმ გათვლით, რომ დარბაზს შეავსებდნენ მორჩილი უმრავლესობით, თუმცა არ გამოუვიდათ. საბოლოო ჯამში, მივიღეთ ის, რაც მივიღეთ.

    ეს პრობლემა ნამდვილად არ მიხარია, მაგრამ აბსოლუტურად გაუგებარი იყო პარლამენტის თავმჯდომარის შემაშფოთებელი ეპითეტები, როგორც ის მიმართავდა რადიკალურად განწყობილ ადამიანებს. თან ამას აკეთებდა ჩემი შენ გითხარის პრინციპით.

    "ადამიანს როდესაც კონსტიტუციაში უწერია, რომ პირველ ადგილზე გასულ პარტიას ყველა მანდატი უნდა შეხვდეს და მთელი ნაშთები ჯიბეში უნდა ჩაიდოს, ეს ჩანაწერი არის ძალაუფლების უზურპაციის მცდელობის ტოლფასი და ეს ადამიანი ახლა სხვებს რომ ეუბნება, თქვენ ბოლშევიკები ხართო, ცოტა არ იყოს, ძალიან სასაცილოდ გამოიყურება. ეს არის წმინდა ბოლშევიკური მეთოდი.

    გარდა ამისა, ის არის ერთ-ერთი უმაღლესი თანამდებობის პირი და ახალგაზრდებს როდესაც ასე მიმართავს, ეს მის არაკომპეტენტურობაზე მეტყველებს, მინუმუმ. უფრო მძიმე ფრაზების გამოყენებაც შემიძლია და უფრო მძიმე დიაგნოზის დასმაც, მაგრამ ამჯერად თავს შევიკავებ.

    "რეზონანსი": ამ მოვლენებში დამარცხდა თუ არა "ქართული ოცნება" ოპოზიციასთან?

    გ.ხ: გააჩნია, რას ვუწოდებთ დამარცხებას. ხელისუფლება თუ შეეცდება, საბანი თავისკენ მოქაჩოს, მე ვფლობ აბსოლუტურ ჭეშმარიტებასო და რაც მე მინდა, ის უნდა გავაკეთოს პრინციპით იმოქმედებს, გამოდის, რომ დამარცხებულია. სიმართლე და საღი აზრი იმარჯვებს.

    ის, რომ ჩავეპოტინო ხელისუფლებას და რაღაცნაირად შევქმნა საფუძველი, რომ მუდმივად ვიყო ხელისუფლებაში, ამ ქვეყანაში არავის არ გამოსვლია და არც გამოუვა. ამით კი არ გაიხანგრძლივებენ ხელისუფლებაში ყოფნას, პირიქით.

    ამას თუ მიხვდებიან, კარგია, თუ არ მიხვდებიან, შეიძლება ტაქტიკური გამარჯვება მოიპოვონ, მაგრამ სტრატეგიულად დამარცხებულები არიან.

    "რ": რაც შეეხება ყოფილი პროკურორისა და მთავარი აუდიტორის დაპირისპირებას, რას ფიქრობთ ამასთან დაკავშირებით?

    გ.ხ: ვფიქრობ, ეს თემა უფრო მძიმე და შემაშფოთებელია. დღეის მდგომარეობით მივიღეთ ე.წ ჰიბრიდული ხელისუფლება, სადაც ძალაუფლებას ინარჩუნებს, ერთი მხრივ, ფორმალური ხელისუფლება, პოლიტიკური ელიტა და, მეორე მხრივ, გარკვეული ინტერესთა ჯგუფები. ახლა ამ ორ დიდ დაჯგუფებას შორის მიდის დიდი ბრძოლა დომინანგტური მდგომარეობის მოსაპოვებლად.

    ახლა მთავარ კითხვაზე უნდა გაეცეს პასუხი - ფულის ინტერესით იმართება ხელისუფლება, ანუ ფულია დომინანტი თუ პოლიტიკა.

    სააკაშვილმა მოახერხა, ე.წ ოლიგარქები წაწია უკან და დღეს არის მცდელობა, რომ ფინანსურმა დაიქვემდებაროს ხელისუფლება. თუ ეს მოხერხდა, ძალიან სახიფათოა. ეს ნიშნავს სახელმწიფოს დეგრადაციას, რაც ძალიან მძიმედ დამთავრდება.

    სამწუხაროდ, ამ პრობლემის სამართლიანად გადაწყვეტის არანაირი რესურსი არსებულ ხელისუფლებას არ გააჩნია. რამდენადაც რთული უნდა იყოს, ვფიქრობ, ბიძინა ივანიშვილი ვალდებულია, რომ დაეხმაროს ამ ვითარებაში პრემიერ-მინისტრს, შეძლოს და მიიღოს ეფექტური და სწრაფი გადაწყვეტილებები.

    თუ ეს არ მოხდა, ხვალ და ზეგ ჩვენ შეიძლება მივიღოთ სიტუაცია, როდესაც პრემიერ-მინისტრსაც სცემენ და ეს გაუვიდეთ.

    "რ": და რა იქნება სწრაფი და ეფექტური გადაწყვეტილება?

    გ.ხ: რეაგირება, ანუ ფარცხალაძის დასჯა.

    "რ": თქვენი აზრით, ამის პოლიტიკური ნება არსებობს?

    გ.ხ: ეს იქნება იმის პირდაპირი დასტური, რომ ხელისუფლებაში არ არიან ადამიანები, რომლებსაც მინისტრები ჰქვიათ. ამ პრობლემის გადაწყვეტა ხელისუფლებას არ შეუძლია. კონსტიტუციური წესრიგის აღდგენა შეუძლია მხოლოდ ბიძინა ივანიშვილს. მისი დახმარებით გააკეთებს ამას კვირიკაშვილი, სხვანაირად ის ამ პრობლემას ვერ მოერევა.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
    ჩაწერა სახელი
    giorgi   (16.05.2017)
    rogor keklucobs da yels igherebs 16 clis putanasavit, es chemis mnotynuliss sahvili.


    Copyright © 2006-2017 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter