სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    "სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ ვაშინგტონი მოსკოვს გავლენის სფეროების გადანაწილებაზე არ დათანხმდება
    გვანცა ღვედაშვილი
    16.05.2017

     რუსეთ-ამერიკის ურთიერთობას დიდი გავლენა აქვს გლობალურ პოლიტიკაზე, ამასთან, პოლიტოლოგების შეფასებით, რაც უფრო უხეშად არღვევს რუსეთი ცივილური სამყაროს ღირებულებებს, მით უფრო მეტად კარგავს გავლენას.

    ამის საპირისპიროდ კი დღითიდღე იზრდება მსოფლიოზე ამერიკის გავლენა, რომელიც ბოლომდე ერთგულია იმ თავდაპირველი ღირებულებებისა, რომელსაც დაარსებიდან მისდევს.

    პოლიტოლოგი ნიკა ჩიტაძე "რეზონანსთან აღნიშნავს, რომ მიუხედავად ბოლო პერიოდში რუსეთ-ამერიკის შეხვედრებისა და გარკვეულ საკითხებზე შეჯერებისა, მათი ურთიერთობის დათბობაზე ლაპარაკი ნაადრევია, რადგან ამერიკა არ აპირებს რუსეთისთვის სანქციების მოხსნას.

    არამედ, პირიქით, იმის დასადასტურებლად, რომ ამერიკა მხარს უჭერს საქართველოსა და, ზოგადად, პოსტსაბჭოთა ქვეყნებს, მან მიიღო რეზოლუცია, რომლის მიხედვითაც, სანქციებს აკისრებს ყველა სახელმწიფოს, რომელიც საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებს, ცხინვალსა და აფხაზეთს, დამოუკიდებლად აღიარებს.

    "ამერიკა არავითარ დათმობაზე არ წავა საქართველოსთან მიმართებით. ამერიკასა და რუსეთს შორის გავლენის სფეროების გაყოფა აქ არ იქნება, ვინაიდან აშშ-ის კონგრესმა მიიღო რეზოლოუცია, რომელიც კრძალავს იმ ქვეყნების მხარდაჭერას, რომლებიც აღიარებენ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების დამოუკიდებლობას.

    "აქედან გამომდინარე, შემდგომ შემთხვევითი არ იყო ტრამპისა და საქართველოს პრემიერის, კვირიკაშვილის, შეხვედრა ვაშინგტონში.

    "აქედან გამომდინარე, ამერიკა, შესაძლოა, ეძებს რუსეთთან გარკვეულ შეხების წერტილებს და, პირიქით, რუსეთი - ამერიკასთან, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ, რომ ამერიკა არ აპირებს სანქციების მოხსნას უკრაინასთან დაკავშირებით, ეს ნათლად ადასტურებს, რომ შეერთებული შტატები დაინტერესებულია როგორც უკრაინის, ასევე საქართველოსა და, ზოგადად, პოსტსაბჭოთა სივრცის ქვეყნების დამოუკიდებლობის გამტკიცებით და მათი რუსეთის წნეხისგან განთავისუფლებით", - აცხადებს ჩიტაძე.

    როგორც "ამერიკის მხარდამჭერთა ლიგის" პრეზიდენტი ირაკლი კიკიანი აღნიშნავს, რუსეთი ბოლო ათწლეულებში განსაკუთრებით წარმოჩნდა ცივილურ სამყაროსთან მებრძოლის პოზიციაში, იქიდან გამომდინარე, რომ ის უხეშად არღვევს იმ ღირებულებებს, რომელსაც გაერთიანებული ცივილური სამყარო იზიარებს. შესაბამისად, დღითიდღე მცირდება მსოფლიოზე მისი გავლენა.

    "ამერიკა თავისი დაარსების პირველივე დღიდან ჩამოყალიბებული ღირებულებების მკაცრი მხარდამჭერია, სწორედ იმ ღირებულებებისა, რაც მსოფლიოში არსებობს. ეს ნათლად გამოჩნდა საქართველოსთან, უკრაინასთან, მოლოდოვასა და სხვა რეგიონებთან მიმართებაში.

    "ამერიკა თავისი ღირებულებების ერთგული რომ რჩება, ამას მათი ბოლოდროინდელი განცხადებებიც მოწმობს საქართველოსთან მიმართებით.

    "კონგრესის მიერ ფინანსური სანქციების შემოღებიდან გამომდინარე ყველა იმ სახელმწიფოს მიმართ, რომელიც ოკუპირებულ რეგიონებში განახორციელებს ინვესტიციას, ამერიკის მხრიდან საქართველოს მხადასაჭერი მესიჯები მკვეთრია, - აცხადებს კიკიანი.

    "ამასთან, ქართულმა მხარემ ამ გარემოებათა თანხვედრით უნდა ისარგებლოს და გაააქტიუროს საგარეო პოლიტიკა ქვეყნის დეოკუპაციის მიმართულებით, რადგან სწორედ დეოკუპაცია იქნება იმ ღირებულებათა აღდგენა, რაც თანამედროვე მსოფლიოში არსებობს", - დასძენს კიკიანი.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
    ჩაწერა სახელი
    xxx   (17.05.2017)
    აქ რაზე იყო ლაპარაკი ღმერთმა უწყის მაგრამ, პრაქტიკულად რა ნაბიჯები გადაიდგმება, ეგ არის მთავარი...საინტერესოა ამერიკულ -ევროპული ფირმები რატომ არ შემოდიან საქართველოში, უსაფრთხოების გამო, თუ აქ ბიზნესის კეთებისთვის არ არის ხელსაყრელი ადგილი, მაშინ რუსული კაპიტალი რით ხეირობს საქართველოში, ტაქსის ბიზნესსაც ვერ მოვაბით თავი და ისიც იანდექსის ხელში ჩავაგდეთ...


    Copyright © 2006-2017 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter