სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    ირაკლი ცქიტიშვილს მიაჩნია, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ელოდება ბრიუსელის რეაქციას
    ეკატერინე ბასილაია
    18.05.2017

     "ევროკავშირის წარმომადგენელი ზალბერი უნდა ჩამოშორდეს ჟენევის მოლაპარაკებებს და სახელმწიფოს ღირსების საკითხია, როდესაც ასეთი ადამიანის პერსონა ნონ გრატად გამოცხადების საკითხი დგება".

    აცხადებს "ექსპერტთა კლუბის" წევრი ირაკლი ცქიტიშვილი ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლისა და ჟენევის ფორმატის თანათავმჯდომარე ჰერბერტს ზალბერის მიერ ცხინვალში დე ფაქტო პრეზიდენტ ანატოლი ბიბილოვისთვის "არჩევნებში გამარჯვების" მილოცვის გამო.

    "რეზონანსი": ჟენევის თანათავმჯდომარე ჰერმერტს ზალბერმა დე ფაქტო პრეზიდენტ ბიბილოვს მიულოცა გაპრეზიდენტება, რასაც მოჰყვა განცხადებები თბილისში, რომ ეს მიუღებელია. რამდენად ადეკვატურია ხელისუფლება და უნდა მოითხოვოს თუ არა დიპლომატის ჟენევის დისკუსიის თანათავმჯდომარეობიდან გადაყენება?

    ირაკლი ცქიტიშვილი: აქ ორი მომენტია. პირველი ის, რომ ზოგადად სახელმწიფოს ღირსების საკითხია, როდესაც ასეთი ადამიანის პერსონა ნონ გრატად გამოცხადების საკითხი დგება.

    მეორე საკითხი არის ის, რომ თვითონ ზალბერს შეიძლება არც უფიქრია, რომ ამით ირიბად მაინც აღიარებდა ოსების დამოუკიდებლობას. ეს უფრო იყო დიპლომატიური ჟესტი. ის პირველად შეხვდა ბიბილოვს და მიულოცა გამარჯვება არჩევნებში. არ ფიქრობდა, რომ ეს ინფორმაცია გამოჟონავდა.

    ჩვენმა საგარეო საქმეთა სამინისტრომ საკმაოდ მკვეთრი რეაგირება მოახდინა ამაზე, მაგრამ ჩემთვის ეს (ოკუპაციის თემა) იმდენად მტკივნეული და მნიშვნელოვანი საკითხია, აუცილებლად უნდა დაისვას ჟენევის ფორმატიდან ზალბერის შეცვლის საკითხი.

    მიუხედავად იმისა, რომ არ მეეჭვება ევროკავშირი განაგრძობს ჩვენი პოლიტიკის მხარდაჭერას და ევროკავშირი არანაირად, არც ირიბად არ ცნობს ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობას. ჟესტი თუ წინასწარ განსაზღვრული რაღაც სცენარი, ჩვენი მხრიდან მისი ჟენევის ფორმატიდან ჩამოშორების საკითხი უნდა დავაყენოთ.

    "რ": რატომ არ დააყენა საქართველომ მისი გაწვევის საკითხი დღესვე საჯაროდ? დე ფაქტო აფხაზეთმა 2012 წელს გალის შეხვედრები შეწყვიტა, თან 4 წლით, ევროკავშირის მისიის დამკვირვებელი, ანჯი ტიშკევიჩის გამო. პრეტენზია იყო, მიკერძოებულიაო და პერსონა ნონ გრატად გამოაცხადეს.

    ი.ც: ეტყობა, საგარეო უწყება ელოდება ზალბერის განმარტებას და შემდეგ ბრიუსელის პოზიციას. კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ეს არის სახელმწიფოს ღირსების საკითხი და მე ამ ღირსებაზე ლაპარაკი მიჭირს მას შემდეგ, რაც მოსკოვის ყოფილმა მერმა ლუჟკოვმა საქართველოში მშვენივრად დაისვენა.

    ბოლო დროს ვატყობთ, რომ ჩვენი საგარეო უწყების მოქმედებები და რეაგირება ბევრად არის დამოკიდებული რაღაც პოლიტიკურ ელემენტებზე - ქართულ-რუსული თუ ქართულ-ევროკავშირის ურთიერთობების სურვილებზე, რომ ამ კავშირებს თუნდაც რამე პატარა ჩრდილი არ მიადგეს. ამის სანაცვლოდ კი ჩვენ ვკარგავთ ღირსებას საერთაშორისო არენაზე. არც ერთი ნორმალური, ღირსეული სახელმწიფო ამ თემას არ აპატიებდა.

    რაც მაშინ აფხაზებმა ტიშკევიჩის მიმართ გააკეთეს და პრინციპულად ბოლომდე გაიტანეს თავიანთი პოზიცია, ეს მართალაც მათ ღირსებაზე მეტყველებს. ჩვენ შემთხვევაში კი, სამწუხაროდ, ბოლო დროდ ამას საერთოდ ვერ ვხედავთ და მარტო ლუჟკოვს არ ვგულისხმობ.

    ლუჟკოვი გვეცა ახლა თვალში, მაგრამ მაგალითად შარშან ბათუმში ჩამოსული იყო იტალიური ჯგუფი "რიკი ე პოვერ", რომელიც 2011 წელს ცხინვალშია ნამყოფი და კოკოითის ხელიდან მედლებიც აქვს მიღებული. მათ ბათუმში კონცერტი ჩაატარეს და ხელისუფლებას ამაზე ყური არ შეუბერტყავს. ასეთი მომენტები, რომლებიც ვიცით და რომლებიც არც ვიცით, ძალიან ბევრი დაგროვდა.

    სიტუაცია იქითკენ მიდის, რომ მოქმედი ხელისუფლება ვერც რისკავს "ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ" კანონი შეცვალოს, მის იგნორირებას ახდენს და ეს იგნორირება ხშირად მათ უბრუნდებათ სკანდალად.

    "რ": ზალბერმა ბოდიში რომ მოიხადოს, საქართველო ამით უნდა დაკმაყოფილდეს?

    ი.ც: არა, ჩვენ მისი შეცვლა უნდა მოვითხოვოთ.

    "რ": რა ნაბიჯს ელოდებით ევროკავშირისგან?

    ი.ც: ბრიუსელის განცხადება იქნება შაბლონური, იტყვიან, რომ აღიარებენ ტერიტორიულ მთლიანობას და ევროკავშირი გააგრძელებს ამ არაღიარების პოლიტიკას. საქართველომ უნდა მოითხოვოს ზალბერის გამოწვევა, ისე ევროკავშირი მას ჟენევის ფორმატიდან არ გაიწვევს.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
    ჩაწერა სახელი
    giorgi   (18.05.2017)
    person non grantad ki ar unda gamocxaddes, aramed mokluli unda iqnes.


    Copyright © 2006-2017 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter