სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    მუხიანში უდიდესი სპორტულ-გამაჯანსაღებელი ცენტრი აშენდება
    ნინი საყვარელიძე
    10.10.2017

     თბილისში კულტურული, საგანმანათლებლო და სპორტული დაწესებულებების მოდერნიზაცია, მათი ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია და ახალი პროექტების  შექმნა იგეგმება. სწორედ ასეთია "ქართული ოცნების" გეგმა განათლების, კულტურისა და სპორტის პოლიტიკის ხედვის ფარგლებში. "ქართული ოცნების" თბილისის მერობის კანდიდატის კახი კალაძის თქმით, ქალაქის ნებისმიერი უბანი იქნება სიცოცხლით სავსე, მათ შორის მუხიანიც, სადაც დიდი სპორტულ-დასასვენებელი კომპლექსის მშენებლობა იგეგმება

    ჯერ კიდევ 4 სექტემბერს მმართველი გუნდის კანდიდატმა ქალაქის განვითარების და აღორძინების 7 პროგრამის მიმართულების პრეზენტაცია გამართა. მათ შორისაა მნიშვნელოვანია განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის ხედვის პოლიტიკა, რომელზედაც უკვე 9 ოქტომბერს საკუთარ გუნდთან ერთად და სფეროს სპეციალისტებთან ერთად დეტალურად ისაუბრა. 

    პრეზენტაცია მუხიანის ყოფილი რადიოქარნის ტერიტორიაზე შედგა. სწორედ იმ ადგილას, სადაც დიდი სპორტული გამაჯანსაღებელი კომპლექსის მშენებლობა იგეგმება. დღეს ეს ადგილი ყველასგან მიტოვებულია, მხოლოდ უსახური ცარიელი კედლებია, თუმცა კახა კალაძის დაპირებებით რადიოქარხნის ყოფილი ტერიტორია მალე შეიცვლება და რკინის ცარიელი კონსტრუქცია მხოლოდ ისტორიას შემორჩება, როგორც ცუდი მოგონება. 

    გლდანში, მუხიანში, ავჭალაში, ზაჰესში მცხოვრები ადამიანებისთვის ეს იქნება ერთ-ერთი საუკეთესო ადგილი, სადაც მოეწყობა გამაჯანსაღებელი ცენტრი, კაფე-ბარები. 

    "მუხიანში არის ყოფილი რადიო ქარხნის ტერიტორია, რომელიც ძალიან მძიმე მდგომარეობაშია. ვაპირებთ, რომ ამ ტერიტორიაზე ახალი რადიოქალაქი ავაშენოთ, რომელიც იქნება გლდანში, მუხიანში, ავჭალაში, ზაჰესში მცხოვრები ადამიანებისთვის ერთ-ერთი საუკეთესო დასვენების ადგილი. ეს იქნება ადგილი, სადაც ყველა თაობის წარმომადგენელს ექნება შესაძლებლობა კომფორტულ, სასიამოვნო გარემოში დაისვენოს. ამ ადგილას ავაშენებთ გამაჯანსაღებელ ცენტრს, ახალგაზრდებისთვის დასასვენებელ ადგილს, კაფე-ბარებს იმისთვის, რომ არა მარტო ამ რაიონში მცხოვრებ ადამიანებს, არამედ მთელი თბილისის მოსახლეობას ჰქონდეს შესაძლებლობა, რომ მოვიდეს და დაისვენოს“, -განაცხადა კალაძემ.

    მისივე თქმით, განათლებაზე, კულტურაზე და სპორტზე ხელმისაწვდომობა ყველა რაიონში და ყველა თაობისთვის გაიზრდება.

    "არ უნდა ვიყოთ ორიენტირებული მხოლოდ ცენტრალურ რაიონებზე. ყოველთვის ვამბობდით და ახლაც გავიმეორებ - ყველა რაიონში მოხდება თანაბარი განვითარება. ყველა თბილისელმა დედაქალაქი საკუთარ უბანში უნდა იგრძნოს“, - განაცხადა თბილისის მერობის კანდიდატმა და დასძინა, რომ აქტიურად გაუწევს პოპულარიზაციას ჯანსაღი ცხოვრების წესს.

     კალაძემ განათლების მიმართულებაზე საუბრისას ხაზი გაუსვა სკოლამდელი საგანმანათლებლო დაწესებულებების რაოდენობის გაზრდის საკითხს.

    „ბოლო წლებში დაახლოებით 12 ახალი საბავშვო ბაღის პროექტი განვახორციელეთ. 2012 წლამდე ბაღები ფასიანი იყო. წინა ხელისუფლების დროს ხშირად ხდებოდა ბაღების გასხვისება და მათ ადგილზე საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობა. დღეს ჩვენ გვაქვს ძალიან მძიმე მემკვიდრეობა და შედეგიც სახეზეა. მას მერე, რაც განვახორციელეთ რეფორმა და ბაღები გახდა უფასო, ყოველწლიურად იზრდება ბაღში შემსვლელი პატარების რაოდენობა. ეს,   რა თქმა უნდა, მისასალმებელია, მაგრამ ამ ყველაფერს ჩვენ უნდა დავხვდეთ მომზადებული. ამიტომაც, მომდევნო 4 წლის განმავლობაში, 30-მდე ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა იგეგმება, სადაც ჩვენს შვილებს ექნებათ შესაძლებლობა ნორმალურ გარემოში მიიღონ განათლება“, - აღნიშნა თბილისის მერობის კანდიდატმა.

    განათლების სისტემაში დაგეგმილ სიახლეებზე დეტალურად ისაუბრა განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამაც. მისი თქმით, დედაქალაქში არა მარტო სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების, არამედ სასკოლო ინფრასტრუქტურის დეფიციტიცაა, ამიტომაც თბილისში განათლების პარკების შექმნა იგეგმება.

    „ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ თბილისში შეიქმნას განათლების პარკები - ეს იქნება სპეციალური ტერიტორიები, სადაც განთავსდება როგორც საშუალო სკოლები, ასევე, საერთაშორისო თანამშრომლობით შექმნილი სპეციალიზებული გაძლიერებული დაწესებულებები. აქ აქცენტი გაკეთება იმაზე, რომ ზედა კლასებში ყველაზე ნიჭიერმა და მონდომებულმა ახალგაზრდებმა სახელმწიფოს ხარჯზე მიიღონ მსოფლიო კლასის განათლება, რომელიც შემდგომში საშუალებას მისცემს, საქართველოშიც და საზღვარგარეთაც განაგრძონ განათლების მიღება. ეს პარკები ინფრასტრუქტურულად, საგანმანათლებლო პროგრამების მხრივაც დახვეწილი ცენტრები იქნება. მუშაობა უკვე დაწყებულია და თბილისის მერიასთან და მუნიციპალიტეტებთან თანამშრომლობის დიდი იმედი მაქვს“, - განაცხადა განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა.

    ჯანსაღი ცხოვრების წესის თაობაზე კი ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ გაამახვილა ყურადღება. როგორც მან აღნიშნა, ჯანდაცვა მხოლოდ ჯანმრთელობის დაცვის სისტემა არ არის და დედაქალაქის მერობის კანდიდატს ჯანსაღი ცხოვრების წესის აქტიური მხარდაჭერა შეუძლია.

    „ჯანმრთელობის ხელშეწყობა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პროპაგანდა არანაკლებ მნიშვნელოვანია. ჩვენ გვექნება იმის უნიკალური შესაძლებლობა, რომ ეს ორი მიმართულება გავაძლიეროთ, რადგანაც კახა კალაძეს შეუძლია, ჯანსაღი ცხოვრების წესის პროპაგანდაში ძალიან დიდი წვლილი შეიტანოს. ამ მხრივ დიდი მოლოდინი მაქვს, გამომდინარე იქიდან, რომ ჯანდაცვის კონცეფციის პრეზენტაციისას რეალურად სწორი ხედვა დავინახე. ჯანმრთელობის ხელშეწყობასა და ჯანსაღი ცხოვრების აქტიურ მხარდაჭერაში, კახა კალაძის მუშაობა ეფექტური იქნება“, - აღნიშნა დავით სერგეენკომ.

    ამასთან პრეზენტაციაზე თბილისის მერობის კანდიდატმა მუნიციპალური მუზეუმების საკითხიც განიხილა და აღნიშნა, რომ მათ რეაბილიტაციას გეგმავს.

    „თბილისში, დაახლოებით, 27 მუზეუმია, აქედან 9 - მუნიციპალური, მათ სჭირდებათ რეაბილიტაცია და ჩვენ ამას განვახორციელებთ, რადგან ყველა განვითრებული ქვეყნის დედაქალაქში მუზეუმები ქალაქის ბიუჯეტისთვის შემოსავლის წყაროა“, - განაცხადა კახა კალაძემ.

    მისივე თქმით, ძველი თბილისის რეაბილიტაციისა და ტურისტული მარშრუტების მოწყობის ფარგლებში, რომელსაც მომავალი ოთხი წლის განმავლობაში თავის გუნდთან ერთად გეგმავს, მუზეუმების როლი განსაკუთრებული იქნება.

    კახა კალაძე საქართველოში ტურისტების რაოდენობის ყოველწლიურად ზრდას მიესალმება და აღნიშნავს, რომ ის უზარმაზარი პოტენციალი, რომელიც ქალაქს ტურიზმის მიმართულებით აქვს, მომდევნო წლების განმავლობაში მაქსიმალურად ათვისებული უნდა იყოს.

    პრეზენტაციას, ახალგაზრდებთან ერთად, თბილისის საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატები და ჯანდაცვის, განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრები ესწრებოდნენ. 

    "ძალიან საინტერესო ხედვა გვაქვს სპორტსმენებისთვის. სპორტის მოყვარულებისთვის ახალი სივრცეები შეიქმნება. ყველას აქვს საშუალება, რომ ჯანსაღი ცხოვრებით იცხოვროს და თბილისი გახდეს სიცოცლხით სავსე ქალაქი. კახა კალაძე არის სპორტის მიმდევარი და დარწმუნებული ვარ მის აღორძინებას ხელს შეუწყობს", - განაცხადა სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა.

    პარლამენტის მუხიანის მაჟორიტარის ლევან კობერიძის თქმით, ქალაქის ნებისმიერ უბანი იქნება სიცოცხლით სავსე და ამ დაპირებს მმართველი ძალა ნაბიჯ-ნაბიჯ შეასრულებს. 

    "ის პროგრამა, რომელიც წარმოდგინა კახა კალაძემ კიდევ ერთხელ ადასტურებს მკაფიო ხედვას, რომელიც ქალაქის მომავალ მერს აქვს. დედაქალაქის თითოელი მოქალე, ყველა უბანში თავს კომფორტულად და კარგად იგრძნობს. 

    მუხიანში რადიოქარხნის ყოფილ ტერიტორიაზე გაკეთდება ძალიან დიდი კომპლექსი. ეს იქნება ახლგაზრდული, კულტურის და განათლების ცენტრი. კახა  კალაძის მთავარი დაპირებაა ქალაქის ნებისმიერი უბანი იყოს სიცოცხლით სავსე", - განაცხადა ლევან კობერიძემ.  

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2017 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter