სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    ია აბულაშვილი
    12.01.2018

     "ოპერტიულად რომ გაკეთებულიყო სათანადო განცხადება და შეფასება, დღეს ვითარება სულ სხვა იქნებოდა. ხელისუფლების დანაშაული ის არის, რომ იმ დღესვე, ან მეორე დღეს მაინც ნათელი არ მოჰფინა ვითარებას", - აცხადებს პოლიტოლოგი პეტრე მამრაძე, რომელსაც "რეზონანსი" 26 დეკემბერს პანკისის ხეობაში ჩატარებულ სპეცოპერაციასთან დაკავშირებით ესაუბრა.

    "რეზონანსი": 19 წლის ახალგაზრდის თემირლან მაჩალიკაშვილის დაღუპვასთან დაკავშირებით უამრავი კითხვა გაჩნდა. თქვენი კოლეგა ექსპერტები მიიჩნევენ, რომ პანკისის მოსახლეობის განწყობა დიდად იქნება დამოკიდებული იმაზე, თუ როგორ აღიქვამენ ისინი ხელისუფლების ქმედებას, ანუ თუ მათ გაუჩნდათ განცდა, რომ ხელისუფლება და მისი ძალოვანი სტრუქტურები "მუნდირის დაცვას" და ხელის დაფარების პოლიტიკას ატარებენ, მაშინ სიტუაცია ხეობაში გართულდება...

    პეტრე მამრაძე: ნებისმიერ ქვეყანაში შეიძლება მოხდეს, რომ სამართალდამცავებმა დაძაბულ სიტუაციაში დაუშვან შეცდომა, ან გადაამეტონ ძალას, მაგრამ ხელისუფლება ვალდებულია მაშინვე ოპერატიულად ნათელი მოჰფინოს ვითარებას. 

    ნამდვილად არ ვიცი რა ვითარებაში ესროლეს მაჩალიკაშვილს, მობილური ტელეფონი მართლა ხელყუმბარად მოეჩვენათ თუ სხვა იყო. გარდაცვლილის მამამ ისიც თქვა, რომ ამ გასროლის შემდეგ სპეცრაზმელები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ, ვინაიდან ესმოდათ რაც მოხდა. ხელისუფლების უნიათობა ის არის, რომ იმ დღესვე, ან მეორე დღეს მაინც ნათელი არ მოეფინა ვითარებას.

    "რ": ალბათ ხელისუფლება, როგორც ახლა, მაშინაც ფიქრობდა, რომ გამოძიება მოჰფენდა ნათელს ამ სიტუაციას...

    პ.მ.: რა გამოძიება სჭირდებოდა იმას, რასაც ბევრი ადამიანი შეესწრო?! აშკარაა, რომ დროს წელავენ და ამით ამძიმებენ ვითარებას. 

    ამ ტრაგედიის შემთხვევაში ისეთი შთაბეჭდილება გრჩება, თითქოს ხელისუფლება განზრახ აკეთებს ყველაფერს, რომ ვითარება დაიძაბოს. ოპერატიულად რომ გაკეთებულიყო სათანადო განცხადება და შეფასება, ვითარება სულ სხვა იქნებოდა, მაგრამ მართვის სისტემაა ისეთი, რომ სწორი გადაწყვეტილების მიღება არავის შეუძლია, ყველა ელოდება იმას, რას იტყვის ადამიანი, რომელიც მმართველი ჯგუფის წევრები თავის დიდ პატრონად აღიქვამენ, მას კი, დარწმუნებული ვარ, არ უნდა ჩარევა, უნდა, რომ თავი დაანებონ და თავად მართონ, ამათ კი არ შეუძლიათ და ამის გამო ხდება ასეთი კრიზისები.

    "რ": თქვენი აზრით, რა არის გამოსავალი ამ სიტუაციაში, ანუ როგორ შეიძლება, რომ ხელისუფლებამაც სახე შეინარჩუნოს და ხეობაშიც სიტუაცია არ დაიძაბოს?

    პ.მ.: გამოსავალის რა მოგახსენოთ. ერთადერთი, რაც უნდა გააკეთონ, დაუყოვნებლივ უნდა განაცხადონ სიმართლე რაც მოხდა და შესაბამისი შეფასებაც მისცენ. ხაზს ვუსვამ, ერთია ტრაგიკული შეცდომა სპეცოპერაციისას, თუ ძალის გადამეტება და სულ სხვა სიმძიმისაა ხელისუფლების დანაშაულებრივი უნიათობა, რომელიც ძაბავს ვითარებას და კრიზისამდე მიჰყავს საქმე.

    ლაფანყურის საქმე დღემდე არ არის გამოძიებული, უკვე 4 წელიწად ნახევარი გავიდა. ამასაც თუ ასე აპირებენ, ცუდად წაუვათ საქმე. სიტუაცია არ დაწყნარდება, ვიდრე ხელისუფლება არ გააკეთებს იმას, რაც კანონით ევალება და თანაც ოპერატიულად.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved