სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    თიკო ოსმანოვა
    12.01.2018

     თბილისის მერობის ყოფილი კანდიდატი ალექსანდრე ელისაშვილი

    საზოგადოებრივ-პოლიტიკური მოძრაობას აყალიბებს. თუმცა ვინ იქნება მისი თანაგუნდელები, ჯერჯერობით უცნობია. თავად ელისაშვილი ამაზე არ საუბრობს. ამის შესახებ ინფორმაციას არ ფლობენ არც ის ოპოზიციური პარტიები, რომლებიც ელისაშვილს თავის დროზე მხარდაჭერას უცხადებდნენ.

     

    "არავითარი შემოთავაზება არ გვქონია. ამ ყველაფერზე საუბარი ჯერ ძალიან ადრეა. ჯერჯერობით არ მიმაჩნია ისეთ თემად, რომ ამაზე რაღაც პოზიცია გამოვხატო. მეც მედიის მეშვეობით შევიტყვე. ვნახოთ რა იქნება, დრო გვიჩნებებს. წინასწარ კომენატრის გაკეთება არ შემიძლია", - გვითხრა "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერმა შალვა შავგულიძემ.

     

    ანალოგიურ განცხადებას აკეთებს "რესპუბლიკური~"პარტიის წევრი დავით ზურაბიშვილიც.

     

    `წარმატებს ვუსურევბ თავის საქმეში. გამოვიდეს ასპრაზე რა ურთიერთობა გვექნება ამას დრო გვიჩნენებს~, - გვითხრა ზურაბიშვილმა.

     

    `ჯერ ბავშვი დაიბადოს და მერე ვილაპარაკოთ. ადრეა ამაზე საუბარი. მე პირადად მასთან ამ თემაზე არ მისაუბრია. ვნახოთ რა იქნება. არ მიყვარს ვარაუდები, როდესაც რაღაც ითქმევა, მერე შეიძლება ვილაპარაკოთ. ჯერჯერობით არ ვიცით რა იქნება და რას გადაწყვეტს~, - ამბობს "რეზონანსთან" საუბრისას მოძრაობა "შენების~"ერთ-ერთი ლიდერი ვახტანგ ხმალაძე.

     

    შეგახსენებთ, რომ პოლიტიკურ გეგმებთან დაკავშირებით განცხადება ელისაშვილმა გუშინ გააკეთა. იგი 2018 წლის საპრეზიდენტო და 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას გეგმავს, თუმცა მანამდე საკუთარ პოლიტიკურ პარტიას შექმნის.

     

     

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved