სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    თიკო ოსმანოვა
    13.02.2018

     დაძლევს თუ არა პარლამენტი მაუწყებელობის შესახებ კანონზე პრეზიდენტის მიერ დადებულ ვეტოს, ჯერ კიდევ უცნობია. ასევე გაურკვეველია, შეხვდება თუ არა დაპირებისამებრ პარლამენტის თავმჯდომარე და უმრავლესობის წევრები კერძოს ტელევიზიის წარმომადგენლებს, რომლებიც სარეკლამო ბაზარზე

    პირველი არხის" შემოსვლას კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან.

    შეგახსენებთ, რომ ირაკლი კობახიძე მედიის წარმომადგენლებს იანვრში შეხვდა, სადაც დაპირდა, რომ მეტი ინფორმაციისთვის გაფართოებულ ფორმატში მათ კიდევ ერთხელ შეხვდებოდა, სანამ საშემოდგო სესია დაიწყებოდა და პარლამენტს ამ კანონის ბედი უნდა გადაეწყვიტა.

    პარლამენტში საშემოდგომო სესია დაიწყო, თუმცა ჯერ კიდევ უცნობია შეხვდება თუ არა ირაკლი კობახიძე მედიის წარმომადგნლებს. ტელეკომპანია `კავკასიის~ გენერალური დირექტორის ნინო ჯანგარიშვილის თქმით, სულმოუთქმელად ელოდება როდის გაიმართება პარლამენტის თავმჯდომარესთან მორიგი შეხვედრა.

    "ჯერჯერობით არ ვიცი, არავინ შეგვხმიანებია. ველოდებით შეხვედრას, რომელზეც ვაჩვენებთ იმ მონაცემებს, რომელიც წინა შეხვედრაზე კობახიძეს ჰქონდა არასწორად. სარეკლამო ბაზარი ყველა ვალუტაში მცირდება და ამას ვაჩვენებთ.

    "ჩვენ დავიანგარიშეთ ყველაფერი დეტალურად და მოუთქმელად ველოდები შეხვედრას უმრავლესობის წევრბთანაც, რადგან ის დაგვპირდა, რომ მეორე შეხვედრა გაფართოებულ ფორმატში მოხდებოდა. ველოდებით შეხვედრის შესაძლებლობას, რომ ჩვენი არგუმენტები მოვახსენოთ უმრვალესობას და იმედია მოგვეცემა ამის საშუალება", - ამბობს "რეზონანსთან" საუბრისას ჯანგირაშვილი.

    მოსალოდნელი შეხვედრის შესახებ ინფორმაციას არ ფლობს საპარლამენტო უმრვალესობის წევრი ზაქარია ქუცნაშვილი.

    "არ ვარ ინფორმირებული. ისიც არ ვიცი, შეხვედება თუ არა კობახიძე მედიის წარმოამდგენლებს. ამის შესახებ არ ვფლობ რამე ინფორმაციას", - გვითხრა ქუცნაშვილმა.

     

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter