სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    ნინი ქეთელაური
    13.03.2018

     “პრემიერის წერილს არ მოჰყვა მინიმუმ პატივისცემითი შეფასებაც კი. ოკუპირებულ რეგიონში მას ძალიან ირონიულად მიუდგნენ, რუსეთში მნიშვნელოვანმა, მისი რანგის ჩინოვნიკებმაც კი არ უპასუხეს და მხოლოდ ერთი-ერთი ქვეუწყების დონეზე გაავრცელეს განცხადება, სადაც ერთ კონტექსტში მოიხსენიეს საქართველო და მისი ტერიტორიის ოკუპირებული ნაწილი, როგორც ტოლფარდი “ქვეყნები”, ამ წუთში ამაზე უარესი რა უნდა იყოს?” - აცხადებს ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია “რეზონანსთან” საუბრისას. 

    მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლება დროდადრო უნდა გამოხატავდეს გარკვეულ ინიციატივებს, მაგრამ ამისთვის უნდა არსებობდეს ერთი ნომინალური პირობა მაინც.

    “მოცემულობა, რაც ახლა გვაქვს, პირველ რიგში, ჩვენთვისაა მიუღებელი. მცოცავი ოკუპაცია გრძელდება, ამ ტერიტორიაზე ადამიანის უფლებები ტოტალურად განადგურებულია, ვაწყდებით შემთხვევას, როდესაც ადამიანს კლავენ და მერე ცხედარსაც არ აბრუნებენ. წარმოიდგინეთ, საომარ პირობებშიც კი არსებობს მხარეებს შორის გარკვეული პასუხისმგებლობა და რასაც აქ ვაკვირდებით, კომუნიკაციის თვალსაზრისით ცვლილება ნამვილად საჭიროა. თუმცა პრემიერის წერილის პათოსი, ჩემთვის ცოტა გაუგებარია. ამის შედეგიც ვნახეთ, მის წერილს არ მოჰყვა მინიმუმ პატივისცემითი შეფასებაც კი. ოკუპირებულ რეგიონში მას ძალიან ირონიულად მიუდგენენ, რუსეთის ხელისუფლებაში მნიშვნელოვანმა, მისი რანგის ჩინოვნიკებმაც კი არ უპასუხეს და მხოლოდ ერთი-ერთი ქვეუწყების დონეზე გაავრცელეს განცხადება, სადაც დაახლოებით ერთ კონტექტსში მოიხსენიეს საქართველო და მისი ტერიტორიის ოკუპირებული ნაწილი, როგორც ტოლფარდი “ქვეყნები”. ეს იმდენად სერიოზული პორობლემაა, რა ტიპის კომუნიკაციაზე და ფორმატზე უნდა იყოს საუბარი, არ მესმის. 

    "მე ვფიქრობ, საქართველოს ხელისუფლება დრო და დრო უნდა გამოხატავდეს გარკვეულ ინიციატივებს, მაგრამ ამისთვის უნდა არსებობდეს ერთი ნომინალური პირობა მაინც. როგორც მინიმუმ, რუსეთის ხელისუფლება ოკუპირებული ტერიტორიების აღიარების კუთხით, გადახედვის შესაძლებლობას მაინც უნდა აყენებდეს. როდესაც ამის თეორიული შანსიც არ არსებობს, გაუგებარია, რა პერსპექტივა შეიძლება ჰქონდეს ნებისმიერ ინიციატივას,” -აცხადებს არჩილ გამზარდია.

    მისი თქმით, აქ სხვადასხვა ტიპის სამუშაოა გამჭვილვალედ ჩასატარებელი, რათა ამ ყველაფერს ეროვნული ინტერესები არ შეეწიროს. 

    “ხელისუფლების მაღალი რანგის წარმომადგენელმა გარკვეული სურვილები შეიძლება აჟღეროს, მაგრამ არა ამ გაუგებარი ფორმით, რომელსაც შესაძლოა უარესი შედეგები მოჰყვეს. როდესაც შენ წერ წერილს და გპასუხობენ ტექსტით, სადაც შენთან არის გათანაბარებული შენივე ქვეყნის ტერიტორიის ოკუპირებული ნაწილი, თავად ოკუპანტი ამ ვითარებიდან გადის და ერთმანეთის პირისპირ ტოვებს სამ “თანაბარზომად მხარეს”, ამ წუთში ამაზე უარესი რა უნდა იყოს? ეს ძალიან საშიში ცნებაა. ამიტომ, ხელისუფლებამ უფრო მეტი პასუხისმგებლობა უნდა იგრძნოს, რომ რაიმე სერიოზული არ გაიპაროს,” -აცხადებს არჩილ გამზარდია.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved