სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    თიკო ოსმანოვა
    14.04.2018

     სამართადამცველებმა მუხიანში მომხდარი მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს. იგი საკუთარი ცოლის ძმის მკვლელობაშია ეჭვმიტანილი. ტრაგედია ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მოხდა, ორივე პირი ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა. ოჯახის ახლობლებს მომხდარის შესახებ საუბარი უჭირთ.

    გარდაცვლილს დ.ვ. მეზობლები და მეგობრები მშვიდ ადამიანად ახასიათებენ.

    "გარდაცვლილი ძალიან კარგი ბიჭი იყო, წყნარი და მშვიდი. ჯარიც ახალხანს დაამთავრა. სიძე სახლიდან წასული იყო, ნაჩხუბარი იყო ცოლთან, მაგრამ ამ ბიჭმა შეარიგა 2-3 თვის წინ.

    "ეს ბიჭი ზედმეტ ხმას არ ამოიღებდა, რასაც სიძეზე ნამდვილად ვერ ვიტყვი. რომ დათვრებოდა, სულ ჩხუბობდა", - უთხრა "რეზონანსს" გარდაცვლილის ერთ-ერთმა მეზობელმა.

    კიდევ ერთი მეზობლის თქმით, ოჯახში კონფლიქტი ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ხშირად ჰქონდათ.

    "როგორც მითხრეს, ოჯახში კონფლიქტი ხშირად ჰქონდათ. თუმცა, რა ხდებოდა მათ შორის, არ ვიცი, ეს მათი ოჯახის პირადი საქმეა. ახლაც უჩხუბიათ, თან ორივე ნასვამი იყო.

    "შელაპარაკების შემდეგ ერთ-ერთ სკოლასთან გასულან. ჩხუბში რამდენიმე ადამიანი მონაწილეობდა, მათ შორის ქალბატონები და სწორედ იქ ესროლა 2 ტყვია. სხვა დეტალები არ ვიცი. დ.ვ. ძალიან კარგი ადამიანი იყო ჩემს თვალწინ გაიზარდა", - გვითხრა გარდაცვლილის მეზობელმა.

    გარდადცლის დას ჰყავს 2 შვილი. იგი ერთ-ერთ საბავშვო ბაღში მუშაობდა. კონკრეტულად რა გახდა მვლელობის მიზეზი, უცნობია. მომხდარით გაოგნებულები არიან მეზობლები და დეტალებზე საუბარი უჭირთ.

    გარდაცვლილს 2 ტყვია აქვს მოხვედრილი.

    შს სამინისტროს ინფორმაციით, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1982 წელს დაბადებული გ.ა. დააკავეს. მას ბრალად ედება ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. ჩადენილი დანაშაული 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

    "მიმდინარე წლის 13 აპრილს შინაგან საქმეთა სამინისტროში შემოვიდა შეტყობინება, რომ მუხიანში, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსთან ნანახი იქნა დაჭრილი ახალგაზრდა მამაკაცი. პოლიცია შემთხვევის ადგილზე უმოკლეს დროში გამოცხადდა. მამაკაცს ქვედა კიდურებზე ცეცხლნასროლი ჭრილობები აღენიშნებოდა. დაჭრილი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში გადაიყვანა, თუმცა, მიყენებული ჭრილობების შედეგად, იგი საავადმყოფოში გარდაიცვალა.

    "სამართალდამცველებმა, ოპერატიულად ჩატარებული სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, მომხდარიდან რამდენიმე საათში, სასაზღვრო გამშვები პუნქტი "წითელი ხიდის" ტერიტორიაზე, გარდაცვლილის ნათესავი - გ.ა. ბრალდებულის სახით დააკავეს.

    "პოლიციამ გ.ა.-ს სახელზე რეგისტრირებული დანაშაულის ჩადენის იარაღი - "რემუმინგტონ 700"-ის მოდელის შაშხანა ნივთმტკიცების სახით ამოიღო. შემთხვევის ადგილიდან, ასევე, ამოღებულია ტყვიის 2 მასრა.

    "გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია", - ნათქვამია ინფორმაციაშ

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved