სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    პოლიტოლოგი ზაალ ანჯაფარიძე მიიჩნევს, რომ ბიძინა ივანიშვილი „ქართულ ოცნებაში" მიმდინარე შიდა დაპირისპირებაში არ უნდა ჩაერიოს.
    თიკო ოსმანოვა
    15.04.2018

     „მას შემდეგ, რაც ის ოფიციალურად პოლიტიკიდან და პარტიული საქმიანობიდან განზე გადგა, მისი მხრიდან ხილული ჩარევა და პარტიის კონფერენციაზე მისვლა სწორი არ იქნებოდა და შინ თუ გარეთ აღქმული იქნება, როგორც არაფორმალური მმართველობის გაგრძელება. ეს ივანიშვილის ინტერესში არ უნდა შედიოდეს, განსაკუთრებით - „ფრიდომ ჰაუსის" ბოლო ანგარიშის ფონზე, სადაც მის პერსონას საკმაოდ დიდი ადგილი დაეთმო", - განაცხადა ანჯაფარიძემ "რეზონანსთან" საუბრისას.

    მისივე თქმით, გედევან ფოფხაძის მიერ გადაწყვეტილების შეცვლა და საპარლამენტო უმრავლესობაში დარჩენა შეცდომაა. ხოლო საზოგადოების სიმპათია „ოცნების" იმ დეპუტატებისაკენ იხრება, რომლებმაც პარლამენტის თავმჯდომარე გააკრიტიკეს.

    „იმ მწვავე განცხადების შემდეგ, რაც მან გააკეთა თავდაპირველად, ახლა 180 გრადუსით პოზიციის შეცვლა მისთვის სახის შენარჩუნება კი არა, სახის დაკარგვა უფრო იქნება.

    „რაც შეეხება სხვა დეპუტატებს, რომლებმაც არ გააკეთეს განცხადება უმრავლესობიდან გასვლის შესახებ, მაგრამ გამოთქვეს კრიტიკული მოსაზრებები, მათ ჯერჯერობით ასეთი რეპუტაციული დანაკარგები არ ემუქრებათ. პირიქით, საზოგადოების საკმაოდ ანგარიშგასაწევი ნაწილის სიმპათიები შეიძლება, მათკენ იხრებოდეს", - განაცხადა ანჯაფარიძემ.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved