სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    თიკო ოსმანოვა
    16.04.2018

     პრეზიდენტის შეწყალების კონსტიტუციური უფლება, შესაძლოა გადაიხედოს. ბარნოვის ქუჩაზე მომხდარი ტრაგედიის შემდეგ უმრავლესობა ამ საკითხზე კიდევ ერთხელ ალაპარაკდა. და პრეზიდენტსა და შეწყალების კომისიას გარკვეული სტანდარტების თავიდან შემუშავებისკენ მოუწოდებს. თავის მხრივ პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ძალადობრივ დანაშაულთან მიმართებაში შეწყალების აქტების გამოცემას დროებით წყვეტს.

    "არსებობს კონსტიტუციური დისკრეცია და პრეზიდენტს შეუძლია შეიწყალოს ნებისმიერი ადამიანი. ძალიან მძიმე დამნაშავეც შეიძლება შეიწყალოს მოქმედი კანონმდებლობით, თუ მას ამისი სურვილი აქვს. თუ ეს რაღაც დონეზე არ დარეგულირდა, გარკვეული საფრთხის მატარებელია იმიტომ, რომ ბოროტად ამის გამოყენების შემთხვევაში, შეიძლება ძალიან ცუდი რაღაცეები მოხდეს. ელემენტარულად, ბოროტმოქმედი და საშიში ადამიანი გამოუშვას, თუ მას ასეთი სურვილი გაუჩნდება. ჩვენ ვერ შევუცვლით პრეზიდენტს ამ დისკრეციას, მაგრამ, ჩემი აზრით, რაღაც ჩარჩოში ეს დისკრეცია თვითონ უნდა მოაქციოს და შეწყალების კომისიამაც გარკვეული სტანდარტებით უნდა იმოქმედოს. ეს სტანდარტები თავად უნდა დაადგინონ და გაასაჯაროვონ. თუ ამას არ გააკეთებენ, ყოველთვის იქნება სუბიექტურობის და ხანდახან ამ უფლების ბოროტად გამოყენების შესაძლებლობაც", - განაცხადა საპარლამენტო უმრვალესობის წევრმა გედევან ფოფხაძე.

    საგულისხმოა, რომ შეწყალებასთან დაკავშირებით პრეზიდენტისადმი კრიტიკა უმრვალესობის მხრიდან პირველი არ არის. უფრო მეტიც იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი არ იზიარებს მოსაზრებას, რომ პრეზიდენტის უფლებამოსილება, შეიწყალოს დამნაშავე პირი, არის შეუზღუდავი.

    შეგახსენებთ, რომ 13 აპრილს ბარნოვაზე მოხდარი მკვლელობის გამო პრეზიდენტი სკანდალში, შეწყალების გამო კიდევ ერთხელ გაეხვა. როგორც გაირკვა საკუთარი გერის მკვლელობაში ბრალდებული ვეფხია ბაქრაძემ, ცოტა ხნის წინ საპატიმრო პრეზიდენტის შეწყალების საფუძველზე დატოვა. რის გამოც 2 დღის განმავლობაში პრეზიდენტის მისამართით კრიტიკა არ შეწყევტილა. ამის გამო პრეზიდენტმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ ძალადობრივ დანაშაულთან მიმართებაში შეწყალების აქტების გამოცემა დროებით შეწყვიტოს.

    „კომისიამ მე მომმართა ამ ადამიანის სრულად გათავისუფლების თაობაზე, მე მხოლოდ გავანახევრე სასჯელი. მიუხედავად იმისა, რომ მე რომც არ გამენახევრებინა და ის 6 თუ 7 თვე არ მომეკლო, ბრალდებული უკვე კალენდარულად მოიხდიდა სასჯელს. ასევე, მიუხედავად იმისა, რომ მე თქვენ გაგაცანით ყველა შემადგენელი ამ გადაწყვეტილების, ჩვენ მაინც უაღრესად მძიმედ აღვიქვამთ, როგორც ამ მოვლენას, ასევე, იმ ფაქტს, რომ ასეთ დანაშაულში ბრალდებული ადამიანის მიმართ ჩვენ შეწყალების მოტივაცია გაგვიჩნდა. ეს ნათლად ასახავს იმ საჭიროებას, რომ ჩვენ კიდევ უფრო ღრმად ჩავუღრმავდეთ ყველა პროცედურულ დეტალს, რის საფუძველზე ვიღებთ გადაწყვეტილებას. ჩვენ დროებით ვწყვეტთ ძალადობრივ დანაშაულთან მიმართებაში შეწყალების აქტების გამოცემას, სანამ არ გავივლით კონსულტაციას შეწყალების პროცესის ყველა აქტორთან, რაც თავის თავში მოიცავს არა მარტო სახელმწიფო უწყებებს, ვინც ჩვენ გვაძლევს დახასიათებებს, არამედ აგრეთვე იმ ჯგუფებს, რომლებიც სპეციფიკურად ძალადობაზე მუშაობენ, ქალთა მიმართ ძალადობაზე მუშაობენ და შესაძლოა, მოგვცენ უფრო მეტი დაკონკრეტებული რჩევა ამ თემების გააზრებასთან დაკავშირებით. მხოლოდ ამის შემდეგ აღადგენს კომისია გადაწყვეტილების მიღების პროცესს ძალადობრივ დანაშაულებებთან მიმართებაში", - განაცხადა გიორგი მარგველშვილმა.

    იურისტ ამირან გიგუაშვილის თქმით, შეწყალებასთან დაკავშირებით ტექნიკური ნაწილი უნდა გადაიხედოს. ზოგადად კი შეწყალება როგორც პრეზიდენტის დისკერციული უფლება უნდა არსებობდეს.

    "ყველა ქვეყანაში მათ შორის აშშ-ში შეწყალების უფლება აქვთ როგორც პრეზიდენტს ფედერალურ დანაშაულბებეთან დაკავშირებით ისე კონკრეტული შტატის გუბერნატორებს იმ დანაშაულებებთან დაკავშირებით, რომელსაც ფედერალური ხასიათი არ აქვს. ამიტომ რა თქმა უნდა ეს უფლება უნდა ჰქონდეს პრეზიდენტს. ეს უფლება გარკვეულწილად ემსახურება მართლმსაჯულების ხარვეზის აღმოფხვრას.

    სხვა საკითხია შესწავლის და უფლების გამოყენების ხარისხი. პრეზიდენტს ეს უფლება რა თქმა უნდა ჰქონდეს, მაგრამ უნდა ვიდაოთ იმაზე რამდენად კვალიფიციურად და ხარიხსიანად ხდება კონკრეტული საკითხების შესწავლა. შეცდომებისგან დაზღვეული არავინ არ არის. შეიძლება შეწყალებული ადამიანი სამართლებრივად დასაბუთებულად იყოს გამოშვებული, მაგრამ მან მაინც ჩაიდინოს იგივე ტიპის დანაშაული ამისგან დაზღეული არავინაა.

    პრობლემა მდგომარეობს იმაში, რომ შეწყალების პროცესი იყოს მაქსიმალურად გამჭირვალე. გარდა ამისა შერთებულ შტატებში ობამამ 5 ათასზე მეტი განცხადებიდან რომელიც შეწყალებას ეხებოდა მხოლოდ რამდენიმე ადამიანი შეიწყალა. მაშინ როდესაც ჩვენთან პრეზიდენტის მიერ დაახლოებით 12-13%-ია მაჩვენელი მიმართვიანობიდან დადებით გადაწყვეტილებაზე. არასრულწლოავნებთან მიმართებაში კი საერთოდ 67%. ასე, რომ ეს არის ეკსკლუზიური უფლება და არა სტანადრტული ჩვენი მოსახლეობა აღდგომას, მარიამობას და ახალ წელს რომ ელოდება. და საჩუქრების სახით რომ ურიგდებათ ადამიანებს.

    პროცედურები ტექნიკური ნაწილია და ალბათ ეს არის გადასახედი მეტი კონტროლისა და ბიოროკრატიული მექანიზმების გამკაცრების თვალსაზრისით", - გვითხრა გიგუაშვილმა.

    შეწყალების კომისიის ყოფილი თავმჯდომარის ელენე თევდორაძის განცხადებით, კი არ არის აუცილებელი შეწყალების კომისიამ ყველა იმ მუხლით გასამართლებული ადამიანები შეიწყალოს ვისზეც რეკომენდაციას პრეზიდენტი ძილევა

    "შეწყალების შესახებ არანაირი კანონი არ არსებობს ესა არის პრეზიდენტის კონსტიტუციური უფლება. ოღონდ ამ შემთხვევაში, რაც მოხდა ძალადობასთან დაკავშირებით ჩემი აზრით, შეცდომა იქნა დაშვებული. ვფიქრობ ასეთი ადამიანების შეწყალება არ უნდა მოხდეს. მაგალითად ჩემი მუშაობის დროს არც ერთხელ ძალადობაზე დკავებული პატიმრისთვის თანხმობა არ მიგვიცია. ეს იყო ჩვენი კომისიის მკაცრი პოზიცია.

    იყო რამდენიმე მუხლი, დანაშაულის რაზედაც წინასწარ მოლაპარაკებით ამ ტიპის დანაშაულებში მსჯავრედულებს არ ვიწყალებდით. მათ შორის იყო ძალადობა, გაუპატიურება, დანაშაულში არასრუწლოვნის ჩართვა და სხვა. ამ მუხლების მიმართ ყოველთვის მკაცრები ვიყავით.

    არ არის აუცილებელი რომ ყველა მუხლი რაზედაც ამახვილებს პრეზიდენტი ყურადღებას იყოს გაწერილი. შენ ხარ კომისიის წევრი და შენზეა დამოკიდებული ვის მისცემ რეკომენდაციას. ვფიქრობ კომისიაში უნდა იყოს საერთო რაღაც მოლაპარაკება", - უთხრა "რეზონანსს" თევდორაძემ.

     

     

     

     

     

     

     

     

     

     

     

     

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved