სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    "ხუხაშვილი მიიჩნევს, რომ "პატარა ბავშვებივით კამათობენ ქვეყნის პირველი და მეორე პირი"
    თიკო ოსმანოვა
    17.04.2018

     "კობახიძე და მისი ჯგუფი პარლამენტში უმცირესობაშია დიდი ხანია. ამოფარებულები არიან სხვის კალთას და ამის ხარჯზე ცდილობენ, ბოროტად გამოიყენონ მათ ხელში შემთხვევით აღმოჩენილი ძალაუფლება," - ამბობს "რეზონანსთან" საუბრისას პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი, რომელსაც ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე ვესაუბრეთ.

    გია ხუხაშვილი: თვითონ ეს მიმოწერა, არა მგონია, განსაკუთრებით სკანდალური იყოს. ამ მიმოწერაში ვერ დავინახე ვერაფერი ისეთი, რაც სამუშაო კამათის ფარგლებს სცილდებოდა. მაგრამ ეს არაა პრობლემა, სხვაც ბევრი ფაქტია იმისა, რომ ქვეყანაში ინსტიტუტები არ არსებობს. არავინ თავის ადგილზე არ არის.

    მთავარი სკანდალი არის ის, თუ როგორ აღმოჩნდა ეს მიმოწერა მედიის ხელში. ისეთი ქაოსია შიგნით, რომ ჟურნალისტების საქილიკოდ იხდიან თავს. პატარა ბავშვებივით კამათობენ ქვეყნის პირველი და მეორე პირი. ჩვენ გვაქვს სერიოზული ინსტიტუციური კრიზისი ქვეყანაში, რაც გადასაწყვეტია - სახელებში და გვარებში არ არის პრობლემა.

    "რეზონანსი": ამ დაპირისპირებაში დეპუტატების უმრავლესობა ვის მხარეს აღმოჩნდება, კვირიკაშვილის თუ კობახიძის?

    გ.ხ: არა მგონია, რომ ეს დაპირისპირება იყოს დღეს მთავარი პრობლემა. ვფიქრობ, ორივე დიდ გაუგებრობაშია. მათი დაპირისპირება არ არის აქ მთავარი პრობლემა. მთავარი პრობლემა არის ის, რომ ინსტიტუციური წესრიგია ქვეყანაში აღსადგენი, არც ერთი და არც მეორე არ ასრულებს სრულფასოვნად მასზე დაკისრებულ მოვალეობას.

    რაც შეეხება კობახიძეს და მის ჯგუფს, ეს ჯგუფი პარლამენტში უმცირესობაშია დიდი ხანია. ამოფარებულები არიან სხვის კალთას და ამის ხარჯზე ცდილობენ, ბოროტად გამოიყენონ მათ ხელში შემთხვევით აღმოჩენილი ძალაუფლება. ისეთ აბსურდამდეც კი მივიდა პარლამენტის თავმჯდომარე, რომ წესები უნდა დაუწეროს დეპუტატებს, როდის რა თქვან და რაზე ილაპარაკონ. თუ არ შეასრულებენ, რას იზამს? ფეხებს დააბაკუნებს, იტირებს, თუ მამიკოსთან იჩივლებს? - ტრაგიკომედიად იქცა საერთოდ პარლამენტის თავმჯდომარის საქციელი.

    "რ": რამდენად მოსალოდნელია კობახიძის იმპიჩმენტის საკითხის დაყენება?

    გ.ხ: არ არის ეს საკითხი ჩემთვის საინტერესო. გინდა დადგეს, გინდა არა, ამით არაფერი იცვლება იმიტომ, რომ ჩვენ გვჭირდება სისტემური მმართველობითი ცვლილება. ძალის და ინსტიტუციური ცენტრები წესრიგშია მოსაყვანი. დღეს სად ძალის ცენტრია, სად ხდება გადაწყვეტილებების მიღება, აბსოლუტურად გაუგებრია. სრული ქაოსია ამ მხრივ.

    "რ": შეწყალებასთან დაკავშირებით პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი მორიგ სკანდალში გაეხვია. რას ფიქრობთ ამაზე?

    გ.ხ: პრეზიდენტის მისამართით ეს შეტევა ძალიან მაგონებს წითელი ხაზების გადაკვეთას. ასეთი რამ ხდება, მაგრამ რადგან პრეზიდენტმა რაღაც გააკეთა, ამიტომ მას დააბრალო მკვლელობა, რაც ლაიტმოტივად გასდევს ამ მოვლენას - ძალიან ცუდი ტონია პოლიტიკაში. პოლიტიკასაც აქვს წითელი ხაზები, რომლის გადაკვეთა არ შეიძლება.

    "რ": თქვენი აზრით, გარკვეული ძალები ამ თემით სპეკულირებენ?

    გ.ხ: ვფიქრობ, რომ არსებობენ წრეები, რომლებიც ჩასაფრებულები არიან და პრეზიდენტზე შეტევისთვის იყენებენ ყველაფერს, ნებისმიერ საბაბს. კი, ბატონო, გასაგებია, რომ ეს პოლიტიკაა, ბევრი რამე მოსულა, მაგრამ არის თემები, რაც არ მოსულა და პოლიტიკის ფარგლებსაც კი სცდება.

    ამიტომ, მიმაჩნია, რომ ასეთ მძიმე ტრაგედიაზე სპეკულირება პრეზიდენტზე შეტევის მიზნით დაუშვებელია და არ შეიძლება ამის გაკეთება. თუმცა, ზოგადად, შეწყალების კომისიის მუშაობაზე კითხვები თუ დაისმევა, ამაში პრობლემას ვერ ვხედავ.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (2)
    ჩაწერა სახელი
    moqalaqe   (17.04.2018)
    დებილების უსინდისო ღორიშვილელების პარადია

    მარინა   (17.04.2018)
    100% მართალი ხართ


    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved