სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    ნინი ქეთელაური
    16.05.2018

     დედაქალაქი კიდევ ერთი დაპირისპირების მოლოდინშია. 17 მაისს "თანასწორობის მოძრაობა" კანცელარიასთან ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღისთვის მიძღვნილ აქციას გეგმავს. ამის პარალელურად, რუსთაველზე საპატრიარქო საკუთარ ღონისძიებებს მართავს, რომელსაც "ქართული მარში" და სხვა კონსერვატიული ორგანიზაციები შეუერთდებიან. ანალიტიკოსების თქმით, დაპირიპირების საფრთხე დიდია, ამიტომ მთელ პასუხისმგებლობას სამართალდამცავ ორგანოებს აკისრებენ.

    "თანასწორობის მოძრაობის" მიერ ორგანიზებული აქცია 17 მაისს 19:00 საათზე გაიმართება და მასზე დასწრება ყველას შეეძლება, თუმცა, საფრთხის თავიდან ასარიდებლად, აქციაში მონაწილეობის მიღების მსურველებს მოუწოდებენ, რომ რეგისტრაცია წინასწარ გაიარონ და დათქმულ ადგილას სამართალდამცავებით დაცული ტრანსპორტით მივიდნენ.

    "17 მაისს, ჩვენ, ლგბტ/ქვიარ აქტივისტები, ჩვენი მეგობრები, ოჯახის წევრები და მხარდამჭერები, ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია - საქართველოს თავისუფალი მოქალაქეები ვიკრიბებით იმისთვის, რომ შევახსენოთ საზოგადოებას სიძულვილისა და აგრესიის დამანგრეველი შედეგები.

    "საბჭოთა კავშირის დაშლისა და დამოუკიდებლობის მოპოვებიდან დღემდე ქართულ საზოგადოებას არაერთი სასტიკი, ძალადობრივი აქტი გვახსოვს. ჩვენს მეხსიერებაში ოთხი ომის შავ-თეთრი სურათებია აღბეჭდილი, აქედან ერთი, ყველაზე სასტიკი - სამოქალაქო ომის. ჩვენ ერთად გამოვიარეთ შიმშილის, განუკითხაობისა და უსამართლობის ათწლეულები, რომელმაც ათასობით თანამოქალაქის ჯანმრთელობა, თავისუფლება, ღირსეული ცხოვრება, ხოლო ხშირ შემთხვევაში, საუბედუროდ, სიცოცხლე შეიწირა და იწირავს დღემდე. ძალადობისა და სიძულვილის დამანგრეველი შედეგები ქართული საზოგადოებისთვის უცხო არაა. ამ პროცესში კი სიძულვილის წამახალისებელ როლს უმეტესად სხვადასხვა პოლიტიკურ და გეოპოლიტიკურ ინტერესთა მქონე ჯგუფები ასრულებდნენ," - აცხადებენ "თანასწორობის მოძრაობაში".

    ორგანიზატორების თქმით, პოლიტიკოსებისა თუ სხვა პოლიტიკურად ანგაჟირებული ჯგუფებისა და დაჯგუფებების მიზანი ყოველთვის იყო საზოგადოების დაქსაქსვა და ერთმანეთისთვის დაპირისპირება, რისი შედეგიცაა 2013 წლის მაისში განვითარებული მოვლენები.

    "2013 წლის 17 მაისს ერთმანეთი დავკარგეთ ადამიანებმა ბარიკადების ორივე მხარეს, ხოლო ამ დღეს აგორებულმა სიძულვილისა და ზიზღის, ჰომოფობიის ტალღამ მოგვიანებითაც არაერთი ჩვენგანი დატოვა მეგობრის, სახლისა და სიცოცხლის გარეშე. ჩვენ გვახსოვს, რომ სასტიკად მოკლული ჰომოსექსუალი და ტრანსგენდერი ადამიანები ზოგჯერ არც კი იგლოვეს, ზოგჯერ დაწვეს, ზოგჯერ კი სიხარულით აღნიშნეს ჩვენი დებისა და ძმების სიცოცხლის დასრულება," - აცხადებენ ორგანიზაციაში.

    მათი თქმით, სწორედ ამიტომ, წელს გამართულ აქციაზე შეიკრიბებიან იმისთვის, რომ საზოგადოებას შეახსენონ სიძულვილისა და აგრესიის დამანგრეველი შედეგები. ამასთან, მკაფიოდ უთხრან ხელისუფლებას, პოლიტიკოსებსა თუ პოლიტიკურად ანგაჟირებულ ჯგუფებსა თუ დაჯგუფებებს, რომ საზოგადოებაში შუღლის გაღვივების ყველანაირი მცდელობა უშედეგოა.

    თავის მხრივ, საპატრიარქოში აცხადებენ, რომ მათი ღონიძიებების არეალი რუსთაველის გამზირი და თავისუფლების მოედანია, საიდანაც ფეხით სამების ტაძრისკენ გაემართებიან. მათი თქმით, შესაბამისი ნებართვა მერიიდან უკვე აღებული აქვთ.

    საპატრიაქტოს აქტივობა ქაშუეთის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარიდან დაიწყება, სადაც საზეიმო წირვა 10:00 საათზე გაიმართება, ხოლო 11:30 საათზე მოხდება გვარების შეკრება ფილარმონიასთან.

    "უკვე 12:00 საათზე აწყურის ღვთისმშობლის ხატით მსვლელობა დაიწყება ვარდების მოედნიდან, რასაც ქაშუეთთან შეკრებილი მრევლი შეურთდება და ერთად გაემართებიან სამების საკათედრო ტაძრისკენ.

    "14:00 საათზე მისი უწმინდესობა დახვდება მათ, გადახდილი იქნება სამადლობელი პარაკლისი და კიდევ ერთხელ დაილოცება ერი," - აცხადებენ საპატრიარქოში.

    "ქართული მარში" კი აცხადებს, რომ მთელი ამ პროცესის განმავლობაში "განსხვავებული ორიენტაციის" ადამიანებს რუსთაველის გამზირზე არ გაატარებენ.

    "17 მაისს ჩვენ ვუერთდებით საპატრიარქოს მიერ დაგეგმილ ღონისძიებებს და ვაცხადებთ, რომ საქართველოში გეი აღლუმი ვერასდროს ჩატარდება," - აცხადებს "ქართული მარშის" ერთ-ერთი ლიდერი სანდრო ბრეგაძე.

    ფაშისტური დაჯგუფება "საქართველოს ეროვნული ერთობა" არ აკონკრეტებს, მივლენ თუ არა კანცელარიასთან გამართულ აქციაზე, ამბობენ მხოლოდ იმას, რომ განსხვავებული იდეოლოგიის ჯგუფებს საკუთარ ღონიძიებაზე არ დაუშვებენ.

    17 მაისს დაპირისპირების საფრთხეს ხედავენ ანალიტიკოსები.

    მათი თქმით, საზოგადოებივ ჯგუფებს საკუთარი პროტესტის კანონის ფარგლებში გამოხატვას ვერ აუკრძალავ. თუმცა, აქციების ტერიტორიულად ერთმანეთის სიხლოვეს ჩატარებას დიდი რისკის შემცვლად მიიჩნევენ და სამართალდამცავ უწყებებს უსაფრთხო გარემოს შექმნისკენ მოუწოდებენ.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved