სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    VOLTE - მაღალი რანგის უახლესი ტექნოლოგია უკეთესი ხარისხისათვის
    ანა დანელია
    17.05.2018

     საქართველოში მსოფლიოს უახლესი ტექნოლოგიები ინერგება.

    ახალი ტექნოლოგიის - VoLTE (VoLTE over long term evolution)-ის - წყალობით "4G-4.5G-LTE" ქსელში შესაძლებელია მაღალი გარჩევადობის სატელეფონო ხმოვანი ზარების განხორციელება. VoLTE ტექნოლოგია "მაგთიკომმა" უკვე გაუშვა. 4G თაობის სმარტფონებზე, რომლებსაც VoLTE მხარდაჭერა აქვთ, სტატუს ბარში შესაბამისი სიტყვა გაჩნდა და მომხმარებელში შესატყვისი კითხვა - რას ნიშნავს VoLTE?

    ახალი ტექნოლოგიის შესახებ გვესაუბრება "მაგთიკომის" კომერციული დირექტორი ნიკოლოზ დავითაშვილი.

    "რეზონანსი": რა არის მწდეუ და რა უპირატესობები აქვს მას?

    ნ.დ: მწდეუ (VoLTE ~Voice over long term evolutio) არის ტექნოლოგია, რომლის საშუალებითაც 4G-4,5G-LTE ქსელში შესაძლებელია განხორციელდეს მაღალი გარჩევადობის სატელეფონო ხმოვანი ზარი. მას ასევე "HD Voice"-ის სახელით მოიხსენიებენ და პირდაპირი სახით ხმის ხარისხობრივი მაჩვენებლის მნიშვნელოვან გაუმჯობესებას ნიშნავს.

    - ეს ტექნოლოგია უზრუნველყოფს ხმის ხარისხს - სისუფთავესა და უკეთეს სმენადობას;

    - VoLTE ტექნოლოგიის გამოყენებისას დაკავშირების დრო მნიშვნელოვნად შემცირებულია 1-2 წამამდე;

    - საუბრის პარალელურად, HD ხარისხის ხმოვანი ზარის დროს შესაძლებელია 4.5G ქსელის მობილური ინტერნეტით სარგებლობა.

    რ: ახალი ტექნოლოგიით სარგებლობა 4.5G ქსელის მხარდაჭერის მქონე ყველა ტელეფონით შესაძლებელია?

    ნ.დ: თითქმის ყველა თანამედროვე სმარტფონი, რომელსაც აქვს 4G-4.5G-LTE ქსელის მხარდაჭერა, ისარგებლებს VoLTE ტექნოლოგიითაც. რაც მთავარია, "მაგთიკომის" ქსელი სრულად აკმაყოფილებს ამ ტექნოლოგიის სტანდარტებს. კომპანია უზრუნველყოფს სერვისს ყველა მწარმოებლის სმარტფონისთვის, მაგრამ ამისთვის აუცილებელია, მწარმოებელმა გაააქტიუროს ეს ფუნქცია კონკრეტული რეგიონისთვის, გეოგრაფიული არეალისთვის.

    "მაგთიკომის" ქსელში სრულფასოვანი ტესტირება გაიარა შემდეგმა მოდელებმა:

    Huawei-P Smart LTE Dual SIM, Huawei - Mate10_ Pro LTE Dual SIM, Huawei-P 20 LTE Dual SIM Samsung - Galaxy S8 LTE, Samsung - Galaxy s8+ LTE ახალი მოდელები პერიოდულად დაგვემატება. აღსანიშნავია, რომ ამ სერვისით სარგებლობისთვის აუცილებელია VoLTE ფუნქცია, ორივე მხარეს, დამრეკსაც და ზარის მიმღებსაც ჰქონდეს გააქტიურებული.

    მომხმარებელს არ სჭირდება არანაირი რეგისტრაცია, პარამეტრების გაწერა და არც რამე აპლიკაციის ჩატვირთვა. VoLTE ფუნქციის მქონე სმარტფონებს ტელეფონის ოპერაციულ სისტემაში წინასწარვე აქვთ ინტეგრირებული შესაბამისი პროგრამული საშუალებები. ქსელი ავტომატურად აკეთებს ასეთი ფუნქციის მქონე აპარატების ამოცნობას და უზრუნველყოფს მათ საჭირო მხარდაჭერით.

    "რ": VoLTE -ის სერვისის გააქტიურებისას მომხმარებელი მეტ ინტერნეტს მოიხმარს?

    ნ.დ: მომხმარებლისთვის ამ სერვისით სარგებლობა არ უკავშირდება ინტერნეტის მოხმარებას. ეს ცალკე ხმოვანი სერვისია, რომელიც გამიჯნულია მობილური ინტერნეტისგან.

    დასასრულს უნდა აღვნიშნოთ, რომ საქართველოში VoLTE -თ თავსებადობა ჯერჯერობით მხოლოდ "მაგთიკომს" აქვს. კომპანია მუდამ ცდილობს, პირველმა დანერგოს ახალი ტექნოლოგიები ქვეყანაში და ამით თავისი მომხმარებელი ყოველთვის უპირატეს მდგომარეობაში ჰყავდეს.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved