სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    ნინი ქეთელაური
    17.05.2018

     ტელეკომპანია "იბერიაზე" საინფორმაციო გამოშვება აღარ გავა. როგორც ტელევიზიის თანამშრომლები "რეზონანსთან” საუბრისას აცხადებენ, ეს დროებითია და სასამსახურში გამოცხადებულ რეორგანიზაციას უკავშირდება. თუმცა, აღნიშნავენ, რომ საინფორმაციოს ჟურნალისტები სხვადასხვა გადაცემებში გადანაწილდებიან.

    ამასთან, ჟურნალიტები პირად საუბრებში აცხადებენ, რომ არხს საინფორმაციო სამსახურის თანამშრომლების სახელფასო დავალიანება ჰქონდა, რამაც, მათ თქმით, ოპერატორების პროტესტი გამოიწვია. 

    „იბერიაზე“ საინფორმაციო გამოშვება დღეს 11 საათზე უკვე აღარ გასულა.

    „საინფორმაციო სამსახურში რეორგანიზაცია გამოცხადდა, რაც იმას ნიშნავს, რომ დროებით ახალი ამბები აღარ გავა. თუმცა, როგორც ადმინისტრაციაში აცხადებენ, საინფორმაციო სამსახურის ჟურნალისტები გადანაწილდებიან სხვადასხვა გადაცემებზე და არცერთი ჟურნალისტი მათი მხრიდან სამსახურის გარეშე არ დარჩება.

    „სახელფასო დავალიანება ნამდვიალად იყო. უნდა ჩარიცხულიყო 15 მაისს, თუმცა, ამ დრომდე არ ჩარიცხულა, რაც ოპერატორების გაღიზიანების მიზეზი გახდა.

    „რაც შეეხება რეორგანიზაციის კონკრეტულ მიზეზებს და რამდენს ხანს გაგრძელდება, ეს უკვე ჩვენთვის უცნობია“, - აცხადებს ტელეკომპანიის ერთ-ერთი ჟურნალიტი.

    „რეზონანსი“ საინფორმაციო სამსახურის უფროსს, ვახო ხუზმიაშვილსაც დაუკავშირდა, თუმცა, იგი აცხადებს, რომ ამ ეტაპზე არაფრის თქმა არ შეუძლია.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved