სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    თამარ შუკვანი
    17.05.2018

     დღეს ჰომოფობიის წინააღმდეგ ბრძოლის დღესთან დაკავშირებით „თანასწორობის მოძრაობის“ მიერ დაანონსებული აქცია ოფიციალურად გაუქმებულია, არაოფიციალური აქცია მაიც შედგება. 7 საათზე კანცელარიასთან შეიკრიბებიან „თანასწორობის ინსტიტუტის“ ზოგიერთი წევრი, ასევე ლგტბ თემის ის წარმომადგენლები და მათი მხარდამჭერები, რომლებიც აქციის გაუქმებას არასწორად მიიჩნევენ.

    პარალელურად, დღეს კანცელარიასთან 5 საათზე აქციის გამართვა დააანონსა მოძრაობა „ქართული იდეის“ წარმომდაგენელმა გია კორკოტაშვილმა. შესაბამისად, დღეს კანცელარიასთან ვითარება შეიძლება კიდევ ერთხელ უკიდურესად დაიძაბოს.

    ანტიჰომოფობიური აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა გიორგი თაბაგარმა „რეზონანსთან“ საუბრისას განაცხადა, რომ დღეს ჰომოფობიასთან ერთად „თანასწორობის მოძრაობის“ მიერ ოფიციალურად დაგეგმილი აქციის გაუქმებასაც გააპროტესტებენ.

    „ეს შეკრება არ არის ორგანიზაციული. ამას აკეთებენ ის ადამიანები, რომლებმაც სოცილურ მედიაში სპონტანურად მიიღეს გადაწყვეტილება. დღეს საღამოს 

    „19:00 საათზე კანცელარიასთან მისვლას ვაპირებ. აქცია შეიძლება სხვადასხვა ადგილას გაიმართოს. არ მაქვს ინფორმაცია აქციის მონაწილეთა რაოდენობაზე, მაგრამ ხალხი ძირითადად კანცელარიასთან აპირებს შეკრებას.

    „აქციის ორგანიზატორებმა სოციალურ მედიაში მიიღეს გადაწყვეტილება და აქციის ორგანიზებაში „თანასწორობის მოძრაობის“ წევრები არ არიან ჩართული. 

    „მე პირადად ვაპროტესტებ იმ არსებით პრობლემას, რაც განათლების დონეს უკავშირდება, ფაშისტური მოძრაობის თუ სხვა მოძრაობათა გამო. ვაპროტესტებ გაუქმებულ დღევანდელი აქციის ჩაშლას  და სხვა მოტივი არ გამაჩნია,“ - განაცხადა გიორგი თაბაგარმა. 

    არასამთავრობო ორგანიზაცია „თანასწორობის მოძრაობამ“ დღეს დაგეგმილი აქციის გაუქმების გადაწყვეტილება გუშინ ხანგრძლივი და ხმაურიანი მსჯელობის შემდეგ მიიღო. ეს გადაწყვეტილება ორგანიზაციის წევრთა ნაწილისათვის მიუღებელი აღმოჩნდა და მათ გუშIნდელი განხილვისას პროტესტის ნიშნად დატოვეს ორგანიზაციის ოფისი.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved