სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    ია აბულაშვილი
    17.05.2018

     ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევის შესახებ რეფერენდუმის ჩატარების თაობაზე საინიციატივო ჯგუფის განცხადება დაარეგისტრირა. რეფერენდუმის ჩატარების ინიციატორები არიან საქართველოს მოქალაქეები ზვიად ტომარაძე, სოსო მანჯავიძე, კახაბერ ჭიჭინაძე, მერაბ შათირიშვილი, ირაკლი აბაშიძე, შოთა გლურჯიძე და ნიკოლოზ კიკნაველიძე. "რეფერენდუმის შესახებ" ორგანული კანონის თანახმად საინიციატივო ჯგუფმა უნდა შეაგროვოს 200 000 ამომრჩევლის ხელმოწერა და წარუდგინოს ცესკოს.

    საპარლამენტო უმრავლესობაში რეფერენდუმის იდეის ავტორებს სამშობლოს მოყვარულ ადამიანებად ახასიათებენ და აცხადებენ, რომ რეფერენდუმის საწინააღმდეგო არაფერი აქვთ.

    "თუ საზოგადოების გარკვეულ ნაწილს მიაჩნია, რომ ამ თემაზე უნდა ჩატარდეს რეფერენდუმი, ამაში ტრაგედიას ვერ ვხედავ. რაც მეტი ადამიანი იქნება აქტიური და მონაწილოებას მიიღებს ქვეყნის პოლიტიკური მოწყობის საქმეში, პირიქით, კარგია. ესეც აერთიანებს ხალხს და ჩვენც დავინახავთ რას ითხოვს ხალხი.

    "საინიციატივო ჯგუფის წევრებიც არიან ის ადამიანები, რომლებიც ყოველთვის აქტიურად იყვნენ ჩართული ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებში. მათ უყვართ თავიანთი ქვეყანა და საკუთარი აზრიც გააჩნიათ", - განაცხადა "რეზონანსთან" ზაზა პაპუაშვილმა.

    ვრცლად ეს სტატია შეგიძლიათ იხილოთ "რეზონანსის" პარასკევის, 18 მაისის ნომერში

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
    ჩაწერა სახელი
    ვინმე   (17.05.2018)
    ვარ კატეგორიულად წინააღმდეგი საპრეზიდენტო არჩევნების. პრეზიდენტს უნდა ნიშნავდეს პარლამენტი, არც მაჟორიტარული არჩევნების გაუქმებას ვუჭერ მხარს, შესაძლოა მაჟორიტართა რიცხვი შემცირდეს, მაგრამ არ უნდა გაუქმდეს. ასევე, წინააღმდეგი ვარ 2 პალატიანი პარლამენტის. მაგრამ, ზოგადად პარლამენტართ რიცხვის შემცირებას ვემხრობი. 100 პარლამენტარზე მეტი საქართველოს არ ჭირდება!


    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved