სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    12.06.2018

     „გომბორზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შემდეგ მოვისმინეთ დეპუტატების და განათლების მინისტრის განცხადება, რომ ექსკურსიების რეგულაციებზე ფიქრობენ; მსგავსი არაკომპეტენტური და არასერიოზული განცხადება მე დიდი ხანია არ მომისმენია და კარგი იქნება თუ ექპერტებს დაეკითხებიან;

    "რას ნიშნავს ექსკურსიების რეგულაცია, - ესე იგი, სხვა მიკროავტობუსით რომ სხვა მგზავრები მიდიან ქუთაისიდან თბილისში, იქ უნდა იყოს დაშვებული სიკვდილიანობა? ასეთი დაყოფა არასერიოზულია. უნდა იყო ზოგადად მიკროავტობუსით მგზავრთა გადაყვანის საგზაო უსაფრთოების სტანდარტები. არაფერ შუაშია აქ ექსკურსია. ექსკურსიის მგზავრები უნდა იყვნენ დაცულები და ჩვეულებრივი რეგულარული რეისებით მგზავბრები არადაცულები? მგზავრები უნდა იყვნენ ყველგან დაცულები.

    ბოლო პერიოდში მომხდარ ავტოშემთხვევების შესახებ „რეზონანსი" საქართველოს ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის თავჯდომარეს, დავით მესხიშვილს ესაუბრა.

    ის გომბორზე მომხდარ ავტოკატასტროფასა და ბოლო პერიოდში გახშირებულ ავტოსაგზაო შემთხვევებს ეხმაურება და აცხადებს, რომ პრობლემა მენეჯმენტის არარსებობაშია.

    „ყველაფრის სათავე არის მენეჯმენტში, უფრო სწორად, მენეჯმენტის არარსებობაში. საგზაო უსაფრთხოების სტრუქტურა ევროკავშირის ქვეყნებში და ყველაგან არსებობს, რომელიც პასუხისმგებელი არის ამ ავტოსაგზაო შემთხვევებზე; პასუხისმგებელია პრევენციულ ღონისძიებებზე, სოციალურ საგანმანათლებლო კამპანიაზე, საგანმანათლებლო ცვლილებებზე და უამრავ სხვა რამეზე. ჩვენთან ასეთი რამ არ არსებობს. მიუხედავად არაერთგზის გაფრთხილებისა, ხელისუფლებამ ეს არ გაითვალიწინა..

    „ასევე, ჩვენი კანონმდებლობა უშვებს, რომ მართვის მოწმობა თუ გაქვს ჩამორთმეული, მაინც მართო საჭე, მთავარი გქონდეს ფული. თუ გაქვს ფული, იყიდი უფლებას, რომ იხადო ჯარიმები და მართვის მოწმობის გარეშე იარო. არც ამას არ აქვს პრეცედენტი". - გვითხრა მესხიშვილმა.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved