სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    ელზა პაპოშვილი
    13.06.2018

     პანკისში მაჩალიკაშვილის მიერ 15-16 ივნისს დაანონსებული აქციების ჩასატარებლად მზად არიან და ხეობის უხუცესები იზიარებენ იმ მოსაზრებას, რომ თემირლან მაჩალიკაშვილის მკვლელობასთან დაკავშირებით, არცერთ კითხვაზე პასუხი გაცემული არ არის.

    ხეობის უხუცესები „რეზონანსთან" საბარში ამბობენ, რომ მაჩალიკაშვილს ჯერჯერობით უხუცესებთან კომუნიკაცია არ ჰქონია, თუმცა მათი აზრით, აქციების გარდა, შვილ მკვდარ მამას სხვა გამოსავალი აღარ დაუტოვეს. მათი თქმით, ხეობაში მოსახლეობას განცდა აქვს, რომ ისინი ხელისუფლებისგან მიტოვებულები არიან.

    „რეზონანსთან" საუბარში უხუცესი ხასო ხანგოშვილი ამბობს, რომ სამართალდამცველების მხრიდან იყო გარკველი დაპირებები, რომ ამ საქმის ირგვლივ სიმართლე დადგინდებუდა, თუმცა შვილ მკვდარ მამას დღემდე არა აქვს პასუხი როგორ მოხდა მისი შვილის მკვლელობა.

    ხანგოშვილი ამბობს, რომ პანკისში აქციების ჩატარების გარდა, სხვა გამოსავალი აღარ არსებობს. ის გულდაწყვეტილია, რომ ამ ტრაგედიიდან ამდენი ხნის შემდეგ, არცერთ პოლიტიკოსს არ გაუჩნდა სურვილი, ჩასულიყო ხეობაში და ადგილობრივებს დალაპარაკებოდა. უხუცესის განცხადებით, ხეობის მოსახლეობა პოლიტიკოსებს და მთავრობის წარმომადგენლებს მათი პრობლემებით დაინტერესებას სთხოვს და ფიქრობს, რომ ცენტრალურ ხელისუფლებას პანკისელებთან კომუნიკაციის პრობლემა აქვს.

     

     

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
    ჩაწერა სახელი
    პეტრე   (13.06.2018)
    საკუთარ სახლში, ლოგინში მწოლიარე პირტიტველა ბიჭს ლოგინში, რომ ჩაგიცხრილავს სახელმწიფო, წარმოიდგინეთ თქვენი ფსიქიკური მდგომარეობა...თუ დამნაშავე იყო, გამოიძიე და დაუდევი მშობლებს სათანადო მტკიცებულებები, ნაცვლად ამისა ეხლა შარის მოდება, ეს რა თქვი მიტინგზეო, ცოტა არ იყოს დიდი უნამუსობაა...


    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved