სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    მარიამ კუპატაძე
    09.08.2018

     (რეზონანსი) მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განათლების, კულტურის, მეცნიერების და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ბატიაშვილმა განაცხადა, რომ უფასო ფაკულტეტებთან დაკავშირებით შედეგები ისეთი არ არის, რა მოლოდინიც იყო, ამიტომ პროგრამას რეფორმა შეეხება.

    „უფასო ფაკულტეტების მიმართულებით გამოყოფილია დაახლოებით 12 მლნ ლარი. ვფიქრობთ, ამ მიმართულებით გვჭირდება რეფორმირება. ეს საკითხი შედეგის მხრივ არაეფექტურად მუშაობს. ეს არის ერთ-ერთი საკითხი, რომელსაც რეფორმა შეეხება. მუშავდება რამდენიმე შეფასების სისტემა, რომელიც ვფიქრობთ, შემოდგომაზე გაცხადდება. ეს ყველაფერი მიმართული იქნება იქით, რომ ჩვენს მოსწავლეებს და სტუდენტებს სწავლის ხარისხი გაუუმჯობესდეთ", - განაცხადა ბატიაშვილმა.

    მისივე თქმით, განათლების სამინისტრო ამზადებს რეფორმების პაკეტს, რომელსაც სექტემბერში წარადგენს.

    „ვემზადებით, რომ სექტემბერში, ძალიან მალე წარვადგინოთ რეფორმა, რომელიც შეეხება განათლების ხუთივე საფეხურს და მოიცავს მთელ სისტემას. წარმოდგენილი იქნება მთლიანი ხედვა, თუ როგორ უნდა მოხდეს განათლების სისტემის რეფორმირება. ჩვენ უკვე დავიწყეთ კონსულტაციები საერთაშორისო ორგანიზაციებთან, ექსპერტებთან და რეფორმის პრეზენტაციამდე მუშაობა გაგრძელდება კონსულტაციები. სისტემური რეფორმები იქნება ძალიან მნიშვნელოვანი და ძირეული. გადაიდგმება რადიკალური ნაბიჯები სისტემის წინსვლისთვის", - აღნიშნა განათლების მინისტრმა.

     

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
    ჩაწერა სახელი
    ტატოო   (09.08.2018)
    ბატონო ახლანდელო და მომავლაო განათლების მინისტრებო. როდის დამტავრდებ ე.წ. რეფორმებბიიიიიი. ...დავიგალეთ მისგანნნ.....


    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved