სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    ელზა პაპოშვილი
    09.08.2018

     მედიაში გავცელდა ინფორმაცია, რომ სამეგრელოში ქართველმა მამაკაცმა ტურისტების გაუპატიურება სცადა. მართალია პოლიცია უშუალოდ გაუპატიურების მცდელობას უარყოფს, ადასტურებს, რომ ინციდენტი მართლაც იყო. როგორც თვითმხილველები ყვებიან, ფაქტი სამეგრელოში, ტობა-ვარჩხილის ტერიტორიაზე რამდენიმე დღის წინ მოხდა.

    კარავში, სადაც ორი ტურისტი ქალი იმყოფებოდა, ქართველი მამაკაცი მათთან კონტაქტს შეეცადა და გასაუბრება სცადა, თუმცა რა მიზანი ჰქონდა მას ამას გამოძიება დაადგენს. ქალბატონებმა კი ჩათვალეს, რომ მამაკაცი მათთან იძულებით შეღწევას და მათ გაუპატიურებას ცდილობდა, რის გამოც 112-ში დარეკეს.

    მათ პოლიციას განუცხადეს, რომ კარავში უცხო მამაკაცი შეღწევას ცდილობდა. პოლიცია ადგილზე გამოძახებიდან ოპერატიუად მივიდა. ადგილზე მისულმა სამართალდამცველებმა ქართველი მამაკაცი იქვე დააკავეს.

    თვითმხილველები „რეზონანსთან" ყვებიან, რომ დაკავებული მამაკაცი ნასვამ მდგომარეობაში იყო და შესაძლოა ტურისტები სწორედ ამის გამო შეშინდნენ. მათი თქმით, დაკავებულის მხრიდან არ ყოფილა არც აგრესია და არც ქალბატონების შეურაცხყოფა. სავარაუდოდ, მას ტურისტების გაცნობა სურდა და კარავში შესვლას ამიტომ ცდილობდა.

    თვითმხილველები ამბობენ, რომ მამაკაცი სხვა დამსვენებლებთან ერთად იმყოფებოდა და გამორიცხულია, რომ ტურისტების გაუპატიურების განზრახვა ჰქონოდა.

    „ჩვენ როგორც ვიცით, უბრალოდ უცხოელები რადგანაც იყვნენ, მათთან გასაუბრება უნდოდა. მე მგონი უკრაინელები იყვნენ, ზუსტად არ ვიცით. გაუპატიურება უნდოდაო რომ ამბობენ, გაზვიადებულია. როგორ უნდა გაეუპატიურებინა, გარშემო ამდენი ხალხია და მარტო ისინი არ იყვნენ იქ, როგორც ვიცით. ამიტომ არც გაუპატიურების მცდელობის მუხლით არ არის დაკავებული. უბრალოდ გასაუბრება უნდოდა ალბათ, ამათ შეეშინდათ და პანიკა ატეხეს. იქნებ არც იცოდა, რომ შიგნით ვინმე იყო, ან კარავი აერია. ასე ადამიანის დადანაშაულება, რომ აუპატიურებდა ძალიან არასწორი საქციელია", - აცხადებს „რეზონანსთან" ერთ-ერთი თვითმხილველი.

    თავად უცხოელი ქალბატონებმა კი ადგილზე მისულ პოლიციას განუცხადეს, რომ მამაკაცს მათი გაუპატიურება სურდა და კარავში შესვლას ამიტომ ცდილობდა. ტურისტების განცხადებით, მათ მამაკაცს არა ერთხელ მოუწოდეს, რომ კარავში შესვლის მცდელობისგან თავი შეეკავებინა, თუმცა მან მათი თხოვნა არ გაითვალისწინა, რის გამოც იძულებულები გახდნენ, რომ პოლიციაში დაერეკათ.

    „რეზონანსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, რომ მამაკაცის მხრიდან ქალების გაუპატიურების მცდელობას ადგილი არ ჰქონია. ის მხოლოდ კარავში შესვლას ცდილობდა, რის გამოც გამოძიება მიმდინარეობს. უწყებაში აცხადებენ, რომ გამოძიება დაადგენს, რა განზრახვა ამოძრავებდა ქართველ მამაკაცს კარავში ტურისტ ქალბატონებთან შესვლისას.

     

     

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved