სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    თამარ შუკვანი
    09.08.2018

     უახლოესი დღეების განმავლობაში წვიმა ნარჩუნდება, როგორც დედაქალაქში, ასევე საქართველოს ზღვისპირა რაიონებში, რომელიც ძირითადად , 12 აგვისტომდე იქნება მოსალოდნელი, - ამის შესახებ „რეზონანსს" გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს უფროსი დოდო გვაზავა ესაუბრა.

    მისი განცხადებით, დასავლეთ საქართველოში ჰაერის ტემპერატურა 25-27 გრადუსი იქნება, ხოლო, დედაქალაქში 24-25 გრადუსამდე დაეცემა, და 9-დან 11 აგვისიტოს ჩათვლით შენარჩუნდება.

    „უმეტეს რაიონში ჰაერის ტემპერატურის კლება დღეს და ხვალ შენარჩუნდება. 11 აგვისტოს ინტენსივობა დასავლეთ საქართველოში კლებულობს და აღმოსავლეთ საქართველოში კი - წვიმა უმეტეს რაიონში ნარჩუნდება.

    „9-11 აგვისტოს დასავლეთ საქართველოში მაქსიმალური ტემპერატურა დაბლობ რაიონებში მოსალოდნელია 25-27 გრადუსი და ასევე, დაბალი ტემპერატურას უნდა ველოდოთ, აღმოსავლეთ საქართველოში და მათ შორის, დედაქალაქშიც. განსაკუთრებით 11 აგვისტოს კახეთის რეგიონში და თბილისში ტემპერატურა დაიკლებს და მისი მაქსიმალური ტემპერატურა 24-25 გრადუსს მიაღწევს," - აღნიშნა მან.

    მისი თქმით, 16 აგვისტოდან 18 აგვისტოს ჩათვლით ჰაერის ტემპერატურა კვლავ მოიმატებს და 30-35 გრადუსს მიაღწევს.

    გვაზავას განცხადებით, ძირითადად, 13 აგვისტოდან მოხდება გამოდარება, მაგრამ 11-12 აგვისტოც შეიძლება საკურორტოდ ჩაითვალოს მიუხედადავ იმისა, რომ მცირე, ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი.

    „12 აგვისტოდან გამოიდარებს და ჰაერის ტემპერატურაც მოიმატებს. კვირის ჩათვლით, 13 აგვისტომდე საქართველოს ცალკეულ რაიონებში შეიძლება იყოს მცირე ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 16-დან 18 აგვისტომდე კვლავ დაფიქსირდება 30-35 გრადუსი, ეს მთლიანად საქართველოს მასშტაბით არის მოსალოდნელი.

    „სანაპირო რაიონებში წვიმის ინტენსიობა 11 და 12 აგვისტოს არის მოსალოდენელი. შესაძლოა 12 აგვისტოს დილის საათებში იყოს მოღრუბლული ამინდი და გამოდარება ძირითადად 13 აგვისტოდან მოხდება. 11-12 საკურორტოდ შეიძლება ჩაითვალოს, მიუხედავად იმისა, რომ მცირე ხანმოკლე წვიმა და ღრუბლიანი ამინდი სჭარბობდეს. ერთი-ორი დღე არის ასეთი ჩავარდნა, 11-12 აგვსიტოს შეიძლება უკვე ზღვაზე გასვლა," - განაცხადა დოდო გვაზავამ.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved