სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    მარიამ კუპატაძე
    09.08.2018

     თბილისი-ლესელიძის ავტომაგისტრალზე, შავშვებთან, მსუბუქი ავტომანქანის, „ოპელის" მძღოლი ფეხით მოსიარულეს დაეჯახა, რასაც დამატებით 7 მსუბუქი ავტომობილის ერთმანეთთან შეჯახება მოჰყვა.

    შემთხვევის შედეგად დაშავდა ქვეითად მოსიარულე, რომელიც ავტომაგისტრალის გადაკვეთას ცდილობდა.

    დაშავებული სასწრაფო-სამედიცინო დახმარებამ გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანა. რაც შეეხება მსუბუქ ავტომობილებში მყოფ მგზავრებს, მათ მსუბუქი დაზიანებები მიიღეს.

    თვითმხილველების ინფორმაციით, ავტომაგისტრალზე მოძრავ 7 ავტომანქანას მუხრუჭმა უმტყუნა და ერთმანეთს შეეჯახნენ.

    მომხდარი ფაქტის გამო, ავტომაგისტრალზე მოძრაობა შეფერხდა.

    მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს. აღნიშნული მუხლი 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს.

    შსს-ს პრესსამსახურის ინფორმაციით, ადგილზე ამ წუთებში მობილიზებული არიან სამართალდამცველები, მომხდარი ავარიის გამო კი მაგისტრალზე მოძრაობა შეზღუდულია.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved