სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    ელზა პაპოშვილი
    09.08.2018

     მკვლელობა და დაჭრა ვარკეთილში. შემთხვევა წუხელ მოხდა. 38 წლის მამაკაცს სახლში შესვლის დროს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს, ხოლო სროლის ხმაზე გამოსული მისი კარის მეზობელი მძიმედ დაჭრეს. შინაგან საქმეთა სამინისტროში „რეზონანსს" განუცხადეს, რომ მკვლელობის და დაჭრაში ეჭვმიტანილის ვინაობა უკვე დადგენილია და მის დასაკავებლად საჭირო ღონისძიებები მიმდინარეობს. პოლიცია 29 წლის ც.გ-ს ეძებს.

    „მიმდინარე წლის 8 აგვისტოს, ვარკეთილი 3-ის პირველი მიკრორაიონის 25-ე კორპუსის სადარბაზოში მომხდარი მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გაიხსნა. მიმდინარეობს ინტენსიური ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები, 1989 წელს დაბადებული ც.გ.-ს დასაკავებლად.

    პირველადი ინფორმაციით, მკვლელობა გუშინ საღამოს, ეჭვიანობის ნიადაგზე მოხდა.

    ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით, მოკლულია 41 წლის მამაკაცი. ასევე, დაჭრილია 48 წლის მამაკაცი, რომელსაც ამ დროისთვის, სამედიცინო დაწესებულებაში მკურნალობა უტარდება .

    გამოძიება საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) და 19-109-ე მუხლის მე-3 ნაწილით (დამამძიმებელ გარემოებაში ორი ან მეტი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობა) მიმდინარეობს. დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს",- აცხადებენ შსს-ში.

    გარდაცვლილის მეზობელები ყვებიან, რომ კონფლიქტი გარდაცვლილსა და თავდამსახმელს შორის ეჭვიანობის ნიადაგზე დაიწყო. მათი ინფორმაციით, ჩხუბი სასაიყავრულო ისტორიას უკავშირდება. მკველელობაში ეჭვმიტანილი მამაკაცი გარდაცვლილს სახლის კართან, კორპუსში ელოდებოდა. მათ შორის ჯერ სიტყვიერი შელაპარაკება დაიწყო , რის შემდეგაც ც.გ-მ მამაკაცს ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე ესროლა.

    მეზობლები „რეზონანსთან" ყვებიან, რომ ხმაურზე გარეთ გამოსულებმა ჯერ კიბეებზე სისხლში მწოლიარე მეზობელი დაინახეს, რომელიც იძახდა, რომ დაჭრილი ოყო და ასევე ზემოდ გარდაცვლილი იმყოფებოდა. უცნობია, როგორ მოახერხა თავდამსხმელმა კორპუსის დატოვება და შემთხვევის ადგილიდან მიმალვა. თუმცა სავარაუდოდ იქვე დამონტაჟებული კამერების მეშვეობით პოლიციამ მისი იდენტიფიცირება შეძლო.

    გარდაცვლილს მეზობლები დადებითად ახასიათებენ და ამბობენ, რომ ის საკამოდ უკონფლიქტო ადამიანი იყო. გარდაცვლილი მამაკაცი ერთ-ერთ კომპანიაში მძღოლად მუშაობდა. სავარაუდოდ, ის თავდამსხმელს იცნობდა და არ არის გამორიცხული, რომ მათ შორის კონფლიქტური სიტუაცია დიდი ხანია არსებობდა.

    „ძალიან კარგი ბიჭი იყო. მეზობლებს მასზე კარგის თქმის მეტი არაფერი გვეთქმის. ასე ჩაცხრილვას მართლა არ იმსახურებდა, არ მგონია, რომ ასეთი მძიმე რამ დაეშავებინა. სახლის კართან დახვედრია. ჯერ უდავიათ და მერე ამოუღია იარაღი. რამდენჯერმე აქვს ნასროლი. ფაქტობრივად ჩაცხრილა. ამ სროლის ხმაზე მისი მეზობელი გამოქცეულა, ეტყობა მოწმის მოშორება უნდოდა და მასაც რამდენჯერმე ესროლა.

    მადლობა ღმერთს, რომ ამ ალალ-მართალი ადამიანის გადარჩენა მაინც შეძლეს. რომ გამოვედი გარეთ, მაღლა ავიხედე, ჩემს ზემოთ ცხოვრობს. დავინახე ჯერ დაჭრილი, რომლიც შველას ითხოვდა. გავიქეცი მის დასახმარებლად, მივედი და მითხრა, სასწრაფოდ ზემოთ ადი, მგონი მოკლესო. ავედი ზემოთ და ის უკვე გარდაცვლილი დამხვდა. ამის შემდეგ სასწრაფო და პოლიცია გამოვიძახეთ. გაქცევა კი მოასწრო, მაგრამ როგორც ვიცი იციან ვინც არის", - აცხადებს „რეზონანსთან" გარდაცვლილის მეზობელი.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved