სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    მარიამ კუპატაძე
    10.08.2018

     მთელს საქართველოსი სტიქიაა, წვიმამ სერიოზული ზიანი მიაყენა მოსახლეობას.

    სტიქიაა აჭარაში. გადაუღებელმა წვიმამ პრობლემები შექმნა ბათუმში. დატბორილია ქალაქის ქუჩები, შეფერხებულია ავტომანქანების მოძრაობა.

    ძლიერი ნალექების შედეგად საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები და ეზოები დაიტბორა ქობულეთშიც.

    ამ დროისთვის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში შესულია 30 შეტყობინება.

    მეხანძრე-მაშველები წყლის ამოტუმბვით სამუშაოებს აღმაშენებლის, სოხუმისა და თხილაიშვილის ქუჩებზე აწარმოებენ.

    უბედური შემთხვევა მოხდა გუშინ ფოთშიც - ზღვაში ახალგაზრდა მამაკაცი დაიხრჩო. გარდაცვლილი მამაკაცი რუსი ტურისტია და ის სანაპიროზე ახალგაზრდა ქალთან ერთად იმყოფებოდა.

    ზღვაზე ამ დრომდე შტორმია და ბანაობა აკრძალულია, აღმართულია წითელი ალმებიც.

    სტიქიაა ახმეტაშიც. მერიაში შეიქმნა სპეციალური კომისია, რომელიც მიყენებულ ზარალს ითვლის. სეტყვამ და მოვარდნილმა ნიაღვარმა განსაკუთრებული ზარალი სოფელ საკობიანოს მიაყენა. სეტყვამ ვენახების, ხეხილის ბაღებისა და საკარმიდამო ნაკვეთების ნაწილი გაანადგურა.

    თითქმის ანალოგიური მდგომარეობაა პანკისის ხეობის სოფლებში. მოვარდნილმა ღვარცოფმა კი სოფელ მატანში შიდა საუბნო გზები დააზიანა.

    მახინჯაურის ცენტრში, ძლიერი წვიმის შედეგად, ცენტრალური გზა ტალახით დაიფარა. ტალახიანი წყალი, მახინჯაურის სოფლებიდან მოედინება და ტალახი ცენტრში ჩამოაქვს. ადგილოვები ამბობენ, რომ ტალახი ძლიერმა წვიმამ 100 წლოვანი ხეების გადატანის შედეგად გადათხრილი ტერიტორიებიდან ჩამოიტანა .

    რკინიგზის სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილება გართულებულია

    რთული სიტუაციაა სამეგრელოშიც. დატბორილია სოფელი გაჭედილი, მოსახლეობა გადაადგილებას ვერ ახერხებს.

    "რთული სიტუაციაა, ყურადღებას არავინ გვაქცევს. 2 მიცვალებულია სოფელში და რომ დავიტიროთ მაგის საშუალებაც კი არ არის. რამდენჯერმე ჩავედით საკრებულოში, გზის გაწმენდისთვის ტექნიკა მოვითხოვეთ, მაგრამ არავითარი ყურადღება არ ყოფილა მათგან,"- აცხადებს ადგილობრივი.

    გარდა ამისა, ევაკუაცია გამოცხადდა მლეთაში, მაშველებმა მდინარე არაგვის სანაპიროზე მცხოვრები მოსახლეობა სახლებიდან გამოიყვანეს.

    ადიდებულმა არაგვმა კალაპოტი შეიცვალა და ჯებირები გაანგრია. წყალდიდობამ მეწყერიც გამოიწვია.

    ადგილობრივების თქმით, წლებია ამ საშიშროების წინაშე დგანან, თუმცა, მუნიციპალიტეტი ნაპირსამაგრ სამუშაოებს არ ახორციელებს. ადგილობრივები ხელისუფლებას მოუწოდებენ, რომ მოხდეს მათი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა.

    დუშეთის მერმა, ზურაბ სეხნიაშვილმა ადგილობრივები მოსალოდნელი საფრთხის შესახებ პირადად გააფრთხილა და ტერიტორიის დატოვება სთხოვა. სეხნიაშვილის განცხადებით, არსებული ინფორმაციით, რომ მომდევნო ორი დღის განმავლობაში წვიმებია მოსალოდნელი და ადგილობრივების ევაკუაცია აუცილებელია.

    საქართველოში 12 აგვისტომდე შავი ზღვის ჩრდილო-დასავლეთიდან მოსალოდნელია გრილი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელება.

    მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა ელჭექით, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია სეტყვა, ქარის გაძლიერება, ზღვაზე 3-4-ბალიანი ღელვა.

    გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს მდინარეებზე წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს.

     

     

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved