სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    თამარ შუკვანი
    10.08.2018

     „ქართული ოცნება“ სალომე ზურაბიშვილს საპრეზიდენტო არჩევნებზე მხარდაჭერას დაპირდა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მას მმართველი პარტიის მხარდაჭერა გარანტირებული აქვს. ამის შესახებ „რეზონანსთან“ საუბარში პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა განაცხადა.

    „სალომე ზურაბიშვილისთვის ასეთი პირობა „ქართულ ოცნებში“ გაცემულია - ისინი დაუჭერენ ზურაბიშვილს მხარს. თუკი თვის ბოლომდე გაჩნდა რაიმე რისკი, რომ სალომე ზურაბიშვილის კანდიდატობის შემთხვევაში ან მეორე ტური შედგეს ან უარესი - რაღაცა საფრთხე გაჩნდეს იმისა, რომ არჩევნები შესაძლოა იქნეს წაგებული, ამ შემთხვევაში ისინი ამას გადაათამაშებენ, რადგან ეს არის პირობა და არა გარანტია“, - აცხადებს ხუხაშვილი.

    მისივე შეფასებით, „ოცნებამ“ პრაქტიკულად „გამოსაცდელი ვადა“ მისცა ზურაბიშვილს და უახლოესი ორი კვირის განმავლობაში დააკვირდება, თუ რა მოვლენები განვითარდება მის გარშემო.

    „რა მოცემულობა დაჯდება ამ ორი კვირის განმავლობაში, ეს თვითონ სალომე ზურაბიშვილზეა დამოკიდებული, თუ როგორ გაივლის ამ ორ კვირას და აგრეთვე, დამოკიდებულია „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭო რა შეფასებას მისცემს სალომე ზურაბიშვილის მდგომარეობას.

    „მდგომარეობა უნდა განვიხილოთ დინამიკაში, რომელიც ყოველდღიურად იცვლება: გუშინ ატყდა ერთი ამბავი, ხვალ შეიძლება ასევე რაღაცა მოხდეს  - კარგი ან ცუდი. 

    „სალომე ზურაბიშვილმა რომ არჩევნები მოიგოს, სჭირდება „ქართული ოცნების“ აქტიური მხარდაჭერა. პასიურიც არ არის საკმარისი. მარტო ის ფაქტი, რომ „ოცნებამ“ მხარს უჭერს ზურაბიშვილს, საკმარისი არ იქნება არჩევნების მოსაგებად. აუცილებელია, რომ აქტიური მხარდაჭერა მოხდეს. მთელი თავისი სახელმწიფოებრი, პარტიული და ორგანიზაციული რესურსის გამოყენება დასჭირდება, რომ არჩევნები მოაგებინონ“, - განუცხადა ხუხაშვილმა „რეზონანსს“.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved