სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    თამარ შუკვანი
    14.09.2018

     „იბერიას" საქმეზე კიდევ ერთი ფარული აუდიჩანაწერი ვრცედლდება. იმ შემთხვევასი თუ ჩანაწერი აუთენტურია, დიალოგი კვლავ რკინიგზის სამეთვალყურეო საბჭოს წევრ ლევან ყიფიანსა და „ომეგა ჯგუფის" მფლობელ ზაზა ოქუაშვილს შორის შედგა, სადაც სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი ანზორ ჩუბინიძის და ფინანსთა ყოფილი მინისტრის, დიმიტრი ქუმსიშვილის გვარები ისმის.

    კერძოდ, ყიფიანი ოქუაშვილს ტელეკომპანია „იბერიას" მფლობელებს პრობლემების მოგვარებას, ბიძინა ივანიშვილის გარემოცვისთვის სამი მილიონის გადაცემის სანაცვლოდ სთავაზობდა. აღნიშნულ აუდიოჩანაწერებს ტელეკომპანია „რუსთავი 2" ავრცელებს.

    ლევან ყიფიანი: ესე იგი, ხო გითხარი ჩარეული ჰყავთ ანზორი, ანზორი არის ბიძინას დაცვის უფროსი იყო, ერთ-ერთი არასაუწყებო დაცვის... ავტორიტეტია რა, ერთ-ერთი წამყვანი ფიგურა, ის კაცი იძახის რო, კიდე გამიმეორა, მაგათი გაჩერება რომ ნდომებოდათო, აქამდე გაჩერდებოდაო ქარხანა, პროსტა პრინციპულადო. ახალი პრემიერი მოსულია, უნდობლობა გაიჩითაო კომპანიას შორისო, ის დარჩაო... რა, კუდებიო... ქუმსიშვილის კუდიო რაღაცაო...ეს სიტუაცია იმდენად არეული არიო, რო ნდობის პონტშიო... მე ვუთხარი, მაგიტომ ჩავერიეო, რომ ნდობის მომენტი აღდგეს მეთქი, რა. ბიუჯეტში შევიტანოთ მილიონი.

    ზაზა ოქუაშვილი.: ერთი მილიონი და ორნახევარი მილიონი მთლიანად.

    ლევან ყიფიანი.: ხო

    ზაზა ოქუაშვილი: მარა სამმილიონ ნახევარი დარჩა კონტრიბუშენი მაინც. ეს კონტრიბუშენი?...

    ლევან ყიფიანი: ფული უნდა გავანაწილოთ რა... ანზორაზე, ჩემი მეგობარია და...

    ზაზა ოქუაშვილი: ვინ არის ეს ანზორი ესე იგი თავდაცვის უფროსი, ივანიშვილის.

    ლევან ყიფიანი: რომელიც გვბალეშიკობს ჩვენ. დაცვის უფროსი იყო, იყო... ეხლა სახელმწიფო დაცვის უფროსია, რა... მაგას ეხება აეროპორტების დაცვები, ისა ისა... რა. მინისტრია რა.

    ზაზა ოქუაშვილი: მინისტრია?

    ლევან ყიფიანი: მთელი სახელმწიფო დაცვები მაგის ხელშია.

    გავრცელებულ ახალი ჩანაწერებთან დაკავშირებით პრემიერმა მამუკა ბახტაძემ კომენტარისგან თავი შეიკავა და დასმულ შეკითხვასაც არ უპასუხა.

    ბახტაძის განცხადებით, მმართველი გუნდის მთავარ გამარჯვებას მედია პლურალიზმი წარმოადგენს და მისი თქმით, აქციონერის მიერ ორი საკითხის ერთმანეთთან დაკავშირება "არ არის ლამაზი".

    გავრცელებულ აუდიჩანაწერებთან დაკავშირებით, საქართველოს მთავარი პროკურატურის განცხადებით, აღნიშნული პირები გამოკითხვაზე არიან დაბარებული. ლევან ყიფიანს 17 სექტემბერს გამოკითხავენ. რაც შეეხება ზაზა ოქუაშვილს, თბილისში ჩასვლისთანავე მოხდება მისი დაკითხვა. ინფორმაციას „ინტერპრესნიუსი" ავრცელებს.

    „რაც შეეხება დღევანდელ ჩანაწერს, რა თქმა უნდა გამოძიება ამ ჩანაწერით დაინტერესდება. რამდენიმე დღის წინ და დღეს გავრცელებული ჩანაწერები ერთიან კონტექსტში განიხილება. ამასთან, მედიასაშუალებებში უკვე გავრცელებული ჩანაწერები გამოთხოვილია ტელევიზიებიდან.

    „რაც შეეხება გამოკითხვებზე დაბარებას, ლევან ყიფიანი და ზაზა ოქუაშვილი გამოკითხვაზე არიან გამოძახებული. ლევან ყიფიანი, რომელიც ამჟამად თბილისში არ იმყოფება, 17 სექტემბერს გამოცხადდება საგამოძიებო ორგანოში, ხოლო ზაზა ოქუაშვილმა გამოთქვა მზად ყოფნა ითანამშრომლოს გამოძიებასთან, როგორც კი თბილისში დაბრუნდება", - ნათქვამია განცხადებაში.

    ფოტოზე: ბიძინა ივანიშვილი და ანზორ ჩუბინიძე

     

     

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved