სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    ჰააგაში დააკავეს ორი რუსი აგენტი, რომლებიც "კრიტიკულად მნიშვნელოვანი" ინფორმაციის მოპარვას ცდილობდნენ
    ტატა შოშიაშვილი
    14.09.2018

     ნიდერლანდებში გაზაფხულზე ორი უაღრესად საშიში რუსი ჯაშუში დაუჭერიათ, რომლებიც შვეიცარიის ქიმიური ლაბორატორიიდან ინფორმაციის მოპარვას ცდილობდნენ. ეს ინფორმაცია მხოლოდ ახლახან ჟურნალისტური გამოძიების ფარგლებში გავრცელდა, რადგან ორივე ქვეყანა, ნიდერლანდები და შვეიცარია, ამას მალავდნენ.

    საუბარია შვეიცარიის ქალაქ შპიცში არსებულ ქიმიურ ლაბორატორიაზე, რომელიც "კრიტიკულად მნიშვნელოვან" სამეცნიერო საქმიანობას ეწევა ქიმიური ტექნოლოგიების კუთხით. ეს სწორედ ის ლაბორატორიაა, რომელიც გამოიმუშავებს ნივთიერება BZ-ს. ბირტანეთში სკრიპალების მოწამლვის შემდეგ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ მაშინ გამოყენებული იყო არა რუსული "ნოვიჩოკი", არამედ შვეიცარული BZ, რაც მოგვიანებით ჩატარებულმა გამოძიებამ უარყო.

    რუსი ჯაშუშები, სწორედ ამ ლაბორატორიის საინფორმაციო ბაზაში შეღწევას ცდილობდნენ, და როცა ისინი ნიდერლანდების ქალაქ ჰააგაში დააკავეს, თან ჰქონდათ შესაბამისი საჯაშუშო მოწყობილობა.

    გამოძიება აწარმოეს ნიდერლანდურმა გამოცემა NRC-იმ და შვეიცარიულმა Tages Anzeiger-მა. განსხვავებით ნიდერლანდებისგან, შვეიცარიის სპეცსამსახურმა ჟურნალისტებს დაუდასტურა, რომ გაზაფხულზე მართლაც დააკავეს ორი რუსი აგენტი ჯაშუშობის ბრალდებით. თუმცა დამატებითი ინფორმაციის გავრცელებისგან თავი შეიკავეს.

    ნიდერლანდებში რუსეთის საელჩომ ამაზე კომენტარი არ გააკეთა, შვეიცარიაში საელჩომ კი მას "ანტირუსული ფალსიფიკაცია" უწოდა.

    არ ისურვეს ამაზე საუბარი დაზარალებულ ლაბორატორიაშიც, თუმცა აღიარეს, რომ "არც ისე დიდი ხნის წინ" მათზე ჰაკერული თავდასხმა მოხდა.

    შვეიცარიის რადიოლოგიური და ქიმიო-ბაქტერიოლოგიური ანალიზის ცენტრის პრესმდივანმა ანდრეას ბუჰერმა სპეცსამსახურების მიერ გავრცელებული ინფორმაცია არ დაადასტურა, თუმცა განაცხადა, რომ, მიუხედავად ჰაკერების მცდელობისა, რომლებმაც არც ისე დიდი ხნის წინ სცადეს ქიმიური ლაბორატორიის მონაცემების მოპარვა, მათ არაფერი გამოუვიდათ - ინფორმაციას არ გაუჟონავს.

    ჟურნალისტური გამოძიების თანახმად, რუსი ჯაშუშები ესვეერ-ს, რუსეთის საგარეო დაზვერვას წარმოადგენდნენ. სკრიპალის საქმეში კი ფიგურირებს გრუს, რუსეთის სამხედრო დაზვერვის, ორი აგენტი.

    ჰააგაში დაკავებული ორივე აგენტი ნიდერლანდებმა რუსეთს გადასცა.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved