სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    მარიამ კუპატაძე
    10.10.2018

     130 ათასამდე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი, პირველი იანვრიდან გაზრდილ პენსიას ვერ აიღებს. "ქართული ოცნების" გადაწყვეტილებით, პენსია მხოლოდ ასაკით პენსიონერებისთვის და მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებისთვის იზრდება.

    „მოხდა პენსიების ზრდა მხოლოდ ასაკით პენსიონერებზე და 125 ათასი შშმ პირი დატოვეს პენსიის ზრდის გარეშე. 2015 წლის შემდეგ, მათ არ მომატებიათ არცერთი თეთრი. ეს ბიუჯეტი არის ფიქტიური ბიუჯეტი, ტყუილია, რომ იზრდება 300 მილიონით. დაახლოებით 300 მილიონი გადამალული აქვთ და ვინც ბევრს იყვირებს იმას მისცემენ დეკემბერში იმათ მისცემენ ფულს. ამ ადამიანებისთვის 20 ლარით პენსიის ზრდას სჭირდება მხოლოდ 30 მილიონი ლარი,"-აცხადებს "ნაციონალური მოძრაობის" წევრი, დეპუტატი, რომან გოცირიძე.

    სახელმწიფოსგან გაზრდილ თანხებს ვერ მიიღებენ 23 ათასი მარჩენალდაკარგული და 125 ათასი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირიც.

    „ასაკით პენსიონერებს ნამდვილად სჭირდებათ 50 ლარით მომატება, როგორც ამას „ევროპული საქართველო" დიდი ხანი ამბობს, მაგრამ ამავდროულად, არ უნდა დაგვავიწყდეს შშმ პირები, რადგან თუნდაც 2015-2016 წლების 10 და 20 ლარიანი მატება არ შეეხოთ, მეორე ჯგუფის შშმ პირებს, რომელთაც დარჩათ 100 ლარი და დღემდე ითხოვენ მთავრობისგან იმას, რომ პენსიის ზრდა შეეხოთ მათაც"-ამბობს "ევროპული საქართველოს" წევრი, ზურაბ ჭიაბერაშვილი.2019 წლის პირველი იანვრიდან პენსია 20 ლარით გაიზრდება და 200 ლარი გახდება.

    პენსიის ზრდას 2019 წლის ბიუჯეტის პროექტი ითვალისწინებს.

    როგორც 2019 წლის ქვეყნის მთავარი ფინანსური დოკუმენტის განმარტებით ბარათში ვკითხულობთ, "სოციალური დაცვისა და საპენსიო უზრუნველყოფისათვის - 2 684.2 მლნ ლარი, საიდანაც 1 925.0 მლნ ლარი მიიმართება მოსახლეობის საპენსიო უზრუნველყოფისთვის, რომლის ფარგლებში გათვალისწინებულია პენსიის 20 ლარით ზრდა 2019 წლის პირველი იანვრიდან".

    როგორც ცნობილია, საქართველოში პენსია 180 ლარამდე 2016 წლის ივლისიდან გაიზარდა. 2017 წლის ბიუჯეტით მიმდინარე საპენსიო უზრუნველყოფაზე გამოყოფილია 1.7 მილიარდი ლარი.

     

     

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved