სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    ია აბულაშვილი
    10.10.2018

     "2012 წლის შემდეგ, ეს არის პირველი არჩევნები, როდესაც ოპოზიციას რეალურად აქვს გამარჯვების შანსი. ოპოზიციამ მიზნად დაისახა გამარჯვება და თუ ამ არჩევნებში "ოცნება" დამარცხდა, ეს ერთი-ორად გაზრდის ხელისუფლების ცვლილების პერსპექტივას.

    "დღემდე ეს პერსპექტივა თეორიულად არ იყო, ამიტომ მიდის გამალებული ბრძოლა", - აცხადებს პოლიტოლოგი არჩილ გამზარდია, რომელსაც "რეზონანის" არჩევნებთან დაკავშირებით გაესაუბრა.

    "რეზონანსი": როგორ შეაფასებდით წინასაარჩევნო გარემოს და გამარჯვების რა შანსები აქვთ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური ძალებს?

    არჩილ გამზარდია: 2012 წლის შემდეგ ეს არის პირველი არჩევნები, როდესაც ოპოზიციას რეალურად აქვს გამარჯვების შანსი. ამის ერთ-ერთი მიზეზი არის "ოცნების" დაბალი რეიტინგი.

    სახელისუფლებო გუნდის მიმართ გაიზარდა ამომრჩევლის ნეგატიური განწყობა. "ოცნება" ასე ღიად არასდროს ყოფილა კონფრონტაციაში სექტორებთან, მედიასთან, ბიზნესთან და არასამთვრობო სექტორთან.

    ამას თან ერთვის ამომრჩეველის იმედგაცრუება.

    ამ ფაქტორების გათვალისწინებით, გაიზარდა კონკურენცია საპრეზიდენტო არჩევნებში; თანაც ოპოზიციამ მიზნად დაისახა გამარჯვება, რაც შეიძლება გარდამტეხი აღმოჩნდეს. ანუ, თუ "ოცნება" ამ არჩევნებში აღმოჩნდა დამარცხებული, ეს ერთი-ორად გაზრდის ხელისუფლების ცვლილების პესპექტივას. დღემდე ეს პერსპექტივა თეორიულად არ იყო, ამიტომ არის გამალებული ბრძოლა.

    "რეზონანსი" პოლიტმარკეტინგის კუთხით, რა სიახლეებით შემოვიდნენ პორიტიკურ ბაზარზე საპრეზიდენტო კანდიდატები და როგორ იკითხება მათი სლოგანები?

    ა.გ: ძირითადად პროპაგანდისტულ მანევრზე არიან გადასული. "ნაცმოძრაობაში" ლიდერების დეფიციტია. მათი საარჩევნო კამპანიის წარმატება იზრდება იმის ხარჯზე, რამდენად მეტი რადიკალურად მოწინააღმდეგე ამომრჩეველი გაუჩნდება ხელისუფლებას.

    "ევროპულ საქრთველოს" უფრო მეტი ლიდერი ჰყავს, მაგრამ ახალი სახეების დეფიციტია. "ევროპული საქართველო" ცდილობს დააბალანსოს სიტუაცია, რომ არ იყოს მიბმული კვლავ იმ 9 წელთან, მაგრამ ეს პოლიტიკური ძალა ამომრჩევლის თვალში რჩება პასუხისმგებელი წინა ხელისუფლების მემკვიდრეობის.

    "ოცნება" არის ძალაუფლების შეკავების პროცესში, მაგრამ რაც უფრო მეტად იქნება კონექსტიდან ამოვარდნილი, მით მეტი შანსი ეძლევა მოწინააღმდეგეს. სალომე ზურაბიშვილის მიმართ ნეგატიური კამპანია უტრირებულია, რასაც კარგად იყენებს ოპოზიცია, თუმცა ასევე უტრირებულია ხელისუფლების მხრიდან მისი არაადექვატური ქება, რათა ეს ნეგატიური კამპანია დააბალანსოს.

    რაც შეეხება სლოგანებს, როგორც ყოველთვის დეკორატიულ ფუნქციას ატარებს. ამ შემთხვევაშიც არცერთ პოლიტიკურ ძალას არა აქვს ეფექტური სლოგანი, აკლია შინაგანი მუხტი, რომელიც ამომრჩეველს მოიზიდავს.

    "რ": ამ მოცემულობაში, რამდენად დიდია მეორე ტურის ალბათობა?

    ა.გ: იმ შემთხვევაში, თუ მეორე ტური გაიმართება, ოპოზიციის შანსები უფრო გაიზრდება. მეორე ტური აჩვენებს ხელისუფლების არასაკმარისობას და იმას, რომ ადვილად ვეღარ გაიმარჯვებს და თვითკმაყოფილების რეჟიმში ვეღარ იქნება.

     

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved