სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    თამარ შუკვანი
    11.10.2018

     „ჩხარტიშვილს ჰქონდა რუსეთთან კონტაქტი და ვიცით, რომ ბევრს აქვს რუსეთში ბიზნესი. ყველა მათგანზე საუბარი, რომ საქართველოს მოღალატეები არიან, ძალიან არაადეკვატურია, მაგრამ პოლიტიკურ წრეებთან რა აკავშირებდა ჩხარტიშვილს, ამაზე განმარტებას ან თავად მისცემს, ან სამომავლოდ დაზუსტდება, ისევე როგორც ყველაფერი ზუსტდება და იცვლება," - ახალ აუდიჩანაწერებთან დაკავშირებით „რეზონანსთან" საუბრისას პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე აცხადებს.

    რამაზ საყვარელიძე: როგორც ჩანს, იცნობდა (პუტინის) ადმინისტრაციის უფროსს, ყველა გადამკვეთ შეხვედრის დროს ადამიანი ლაპარაკს არ იწყებს, მითუმეტეს ისეთ საკითხებზე, რომელიც ქვეყნის პოლიტიკას ეხება. ეს უკვე ნაცნობობა არ არის და რა ხდებოდა იქამდე, საინტერესოა.

    ჩხარტიშვილი არასდროს დებდა თავს, რომ სააკაშვილის მომხრეა. რუს პოლიტიკოსთან რა აკავშირებდა, ალბათ ეს ცალკე საკითხია. კომერციულ წრეებთან კავშირი გასაკვირი არ არის, მაგრამ პოლიტიკურ წრეებთან კავშირები, რომ ამ ტიპის დიალოგი შემდგარიყო, ძალიან საინტერესოა.

    „რეზონანსი": როგორ ფიქრობთ, რამდენად აუთენტიკურად შეიძლება მივიჩნიოთ ახალი აუდიოჩანაწერები?

    რ.ს: არ მივეკუთნები იმათ რიცხვს, რომლებიც ამ ჩანაწერებს დიდი ნდობით ეპყრობიან, თუმცა არც იმათ რიცხვს, ვინც საერთოდ ამ ჩანაწერებს ტყუილს უწოდებენ. სამწუხაროდ, გვაქვს იმის საფუძველი, რომ შევიტანოთ ბევრ იმ ადამიანში ეჭვი, რომლებიც დაპისირპირებას არ ერიდებიან ასეთ სიტუაციაში, მაგრამ მოქმედი პირები ნამდვილად იმას ამბობდნენ თუ არა, რაც ჩანაწერებშია, დაზუსტებით ვერ ვიტყვი.

    ადამიანი, რომელიც მიკროფონითა და ჩამწერი საშუალებებით დადის საქმიან შეხვედრებზე, თავისთავად ეს იშიათი მოვლენაა და გამოდის, რომ იმ საუბრების გამოყენებას სამომავლოდ აპირებდა. ეს გააკეთა იმ ადამიანმა, რომელსაც უჭირს გადასახადის გადახდა. ზოგადად, ის პორტრეტი, რაც ოქუაშვილზე შეიქმნა, არ განგაწყობს დიდი ნდობით.

    მაგრამ ყველაფერი თუ არ გადამოწმდა, მარტო ეჭვების გამო უარის თქმა ამ მასალაზე, ნამდვილად დაუშვებელია. თვითონ მასალა საკმაოდ სერიოზულ საფუშველს იძლევა იმისა, რომ გადამოწმდეს მასალაში მოცემული ყველა დეტალი.

    „რ": ბანკმა „ქართუმ" სალომე ზურაბიშვილს მილიონი ლარი ასესხა. როგორ ფიქრობთ, იკვეთება თუ არა პოლიტიკური ნიშნები ამ საქმეში?

    რ.ს: ვნახოთ, რა მოხდება „გირჩთან" დაკავშირებით. საინტერესო ექსპერიმენტია და საერთოდ, ჯაფარიძეს საინტერესო იდეები მოსდის თავში. ვნახოთ მოყვება თუ არა იგივე შედეგი. სხვა მხრივ დიდი ეჭვის საფუძველი არ არის, რადგან მას აქვს იმის ვალდებულება, რომ გასცეს სესხი გარკვეულ პირობებში.

    „რ": აუდიტის სამსახურმა ექიმების მიერ ზურაბიშვილისთვის შეწირულ ათასობით ლარზე სასამართლოს მიმართა. რას ფიქრობთ აღნიშნულთან დაკავშირებით?

    რ.ს: აუდიტის სამსახურმა თავისი საქმე ნამდვილად კარგად იცის. მოდელი არის ასეთი, რომ სახელმწიფო სისტემა მუშაობს ზურაბიშვილზე და ამის საფუძველზე ჩნდება ეჭვები. აუდიტის სამსახური სახელმწიფო სისტემაა და თუკი მან ეს საკითხი დააყენა, შეიძლება ბუნდოვანი იყოს ამ ეტაპზე ბევრი რამ და არ იყოს ის სურათი, რაც ჩანს.

    არ გამოვრიცხავ იმ ფაქტსაც, რომ ამ პროცესში სხვა პოლიტიკურმა ძალებმა გაათამაშონ ისეთი სცენა, რომლიდანაც სახელისუფლებო კანდიდატს, სალომე ზურაბიშვილს, რაღაც ბრალეულობა მიეწეროს. პოლიტიკაში ასეთი სცენარები არსებობს და დიდად გასაკვირი არ არის.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved