სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    ელზა პაპოშვილი
    11.10.2018

     შესაძლოა იმ უცხოელს, რომელსაც ქართული ენა არ ეცოდინება, ქვეყანაში მუდმივი ცხოვრების ნებართვა აღარ მიეცეს. კანონში ამ ცვლილების შეტანის ინციატივით „ნაციონალური მოძრაობა" გამოდის.

    საკანონმდებლო ინიციატივა ქვეყანაში შრომითი და მუდმივი ცხოვრების ნებართვების, აგრეთვე არალეგალური იმიგრაციის გამკაცრებას ითვალისწინებს.

    აღსანიშნავია, რომ დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა კანონპროექტი მოიწონა და მის პრინციპებს მხარი დაუჭირა. კენჭისყრა კი მომდევნო სხდომაზე ჩატარდება.

    კონსტიტუციონალისტები და იურისტები აღნიშნულ კანონპროექტს მიესალმებიან და აცხადებენ, რომ მსოფლიოში გეოპოლიტიკის თვალსაზრისით სიტუაცია იცვლება, შესაბამისად საქართველოს მიმართაც ინტერესი უფრო ბევრ უცხოელს უჩნდება.

    ასევე, არსებობს სირიიდან და სხვა კონფლიქტური რეგიონებიდან მასობრივი არალეგალური იმიგრაციის საფრთხეები. ამიტომაც ამ პროცესების სწრაფ ტემპში განხილვა და მიღეება საჭირო. ასევე მათი აზრით, უნდა მოხდეს საქართველოს იმ მოქალაქეებისთვის ენის შესწავლა, რომლებიც ეთნიკურად სხვა ქვეყნის წარმომადგენლები არიან , საქართველოში დაიბადნენ თუმცა ქართულს ვერ ფლობენ.

    „ნაციონალების" მიერ შეტანილი კანონპროექტი კი შემდეგ პირობებს ითვალისწინებს:

    „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ" კანონის მე-15 მუხლში ცვლილებების შეტანას. კერძოდ, ცვლილება შედის მე-15 მუხლის „ა" ქვეპუნქტში, რომლის მიხედვითაც დარეგულირდება უცხოელებისათვის შესათავაზებელი სპეციალობების/პროფესიების ნუსხა დასაქმების მიზნით.

    აღნიშნულ ნუსხას დაამტკიცებს საქართველოს პარლამენტი და მისი შეთავაზება მოხდება იმ შემთხვევაში, თუ შესაბამისი შრომითი კონტრაქტის მიღების სურვილს არ გამოთქვამს შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე საქართველოს მოქალაქე. ასევე ცვლილება შედის „ზ" ქვეპუნქტში, რომელიც ამკაცრებს მუდმივი ცხოვრების ნებართვის გაცემის წესს. კერძოდ, მუდმივი ცხოვრების ნებართვის გაცემა აღარ მოხდება მხოლოდ 6 წლის განმავლობაში არსებული ცხოვრების დროებითი ნებართვის საფუძველზე.

    დამატებითი მოთხოვნის სახით ემატება სახელმწიფო ენის ცოდნა ელემენტარულდონეზე, საქართველოში განხორციელებული ინვესტიცია ან საკუთრება მინიმუმ 200 ათასი აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში. კანონპროექტის მიხედვით, ასევე ცვლილება შედის „თ"ქვეპუნქტში, რომელიც ამკაცრებს საინვესტიციო ბინადრობის ნებართვის გაცემას.

    კერძოდ, საინვესტიციო ვიზის მიღება შესაძლებელი გახდება შემდეგ ორ შემთხვევებში: თუ ინვესტორი შეიძენს საქართველოს სახელმწიფოს მიერ გამოცემულ არანაკლებ 400 000 აშშ დოლარის ღირებულების ექვივალენტ ლარში ხუთწლიანი ვადის მქონე სახაზინო ფასიან ქაღალდს და განახორციელებს 100 ათასი აშშ დოლარის ექვივალენტ ლარში ინვესტიციას ან თუ ინვესტორი განახორციელებს არანაკლებ 300 ათასი აშშ დოლარის ექვივალენტ ლარში ინვესტიციას

    (ეს არ უნდა იყოს საცხოვრებელი სახლის შეძენა) და მუდმივ სამუშაოზე დაასაქმებს საქართველოს არანაკლებ 8 მოქალაქეს. ასევე კანონპროექტი ითვალისწინებს მე-15 მუხლის „კ" ქვეპუნქტის გაუქმებას, რომელიც გულისხმობს მოკლევადიანი ბინადრობის უფლების ინსტიტუტის გაუქმებას"- აღნიშნულია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.

    კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ძაბირაძე ამბობს, რომ საქართველო ნელ-ნელა მსოფლიოსთვის საინტერესო და მიმზიდველი ქვეყანა ხდება, ამიტომ ქვეყანაში საიმიგრაციო კანონის გამკაცრებაც უნდა მოხდეს. აუცილებელია, რომ უცხოელი, რომელსაც ჩვენს ქვეყანაში ცხოვრება სურს, ქართულს ფლობდეს. ამბობს, რომ არცერთი ევროპული დემოკრატიული ქვეყანა ბინადრობის უფლებას გარკვეული პირობების გარეშე არ გასცემს. ყველაფერი ეს კონსტიტუციაში მკაფიოდ უნდა იყოს განსაზღვრული, რათა ორმაგი წაკითხვის საშუალება არ მიეცეს, რომელიც პოლიტიკური და კორუფციის ინტერესებს საფუძველს დაუდებს.

    „ამ კანონპროექტში ადამიანის უფლებები დარღვევის ვერანაირ მიზეზს ვერ ვხედავ. ამიტომ მისი მომხრე ვარ და კარგი იქნება, პარლამენტი მას თუ მიიღებს. მთავარია კანონში ზუსტად იყოს განმარტებული პირობები და მას ინტერპრეტაციის საფუძველი არ მიეცეს.

    "მე უფრო შორს წავიდოდი, ორმაგი მოქალაქეობის უფლება, როგორც ვიცით, პრემიერს, პრეზიდენტს და პარლამენტის თავმჯდომარეს არა აქვთ. ამ კანონს, როგორც მინისტრებზე, ასევე პარლამენტის თავმჯდომარეებზეც გავავრცელებდი. რა თქმა უნდა, ასევე მსოფლიო გამოწვევების ფონზე, არალეგალური იმიგრაციის შესახებ კანონის კიდევ უფრო გამკაცრება უნდა მოხდეს. მითუმეტეს ჩვენი ქვეყანა საკმაოდ კონფლიქტურ რეგიონში იმყოფება და იმიგრაციის კონტროლი ჩვენი ქვეყნისთვის სასიცოცხლოდაც კი მნიშვნელოვანია. საუბარი იმაზე, რომ ჩვენი მოქალაქეებიც არალეგალურ იმიგრაციაში მიდიან, არგუმენტი ვერ იქნება, რადგანაც ჩვენ ამის გამო ბარტერს არავინ გვიკეთებს", -აცხადებს ძაბირაძე „რეზონანსთან".

    კონსტიტუციონალისტის აზრით, ასევე აუცილებელია საქართველოს იმ მოქალაქეებისთვის, რომლებიც ეთნიკურად სხვა ჯგუფებს წარმოადგენენ და ქართულ ენას ვერ ფლობენ, შეიქმნას სპეციალური კურსები და მათთვის ენის შესაწავლა მოხდეს. ასევე კანონში მკაფიოდ მოხდეს ცვლილების შეტანა, რომ ამ ადამიანებს თუ ქართული ენა არ ეცოდინებათ, საჯარო სამსახურში ვერ დასაქმდებიან.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved